მხოლოდ 1 ტაიმი მარიფათიანად "მარიფილდზე" - "ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 სექტემბერს, მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 9:36 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ტოლ-სწორად მხოლოდ პირველი ტაიმი ეთამაშა.

პირველი შეხვედრის წინ, შოტლანდიელთა მწვრთნელმა გრეგორ ტაუნსენდმა არ დამალა, რომ მეტოქის თამაში კარგად შეისწავლა და მისი ნაკლოვანებები ჩინებულად გამოიყენა კიდეც.

ამ მხრივ, საქართველოს ნაკრები მოუმზადებელი აღმოჩნდა, თორემ ანგარიში რეალურად ნამდვილად არ ასახავდა გუნდებს შორის კლასში რეალურ სხვაობას, რომელიც, რა თქმა უნდა, არსებობს.

პირველი ტაიმის პირველ ნახევარში დადებული ლელოს შემდეგ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ისევე როგორც მრავალ სხვა შეხვედრაში, ბოლოს სკოტებსაც გავტეხავდით, რაც არ მოხდა.

აქედან გამომდინარე, ედინბურგულ მატჩში პირველ რიგში მნიშვნელოვანი არა შედეგი, არამედ მილტონ ჰეიგის და მისი კრებულის შეცდომებზე სწორი რეაგირება გახლდათ და ის, აქვთ თუ არა ამის უნარი და მომატების პოტენციალი.

პირთამდე სავსე 67-ათასიან "მარიფილდზე" პირველ ტაიმში თანაბარი თამაშისას მე-17 წუთზე პრაისმა სწრაფი კონტრშეტევისას ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს. საპასუხო იერიშისას ჩვენმა გუნდმა საჯარიმო მოიპოვა და აბჟანდაძემ ანგარიში 3:5 გახადა. ამას მასპინძელთა ლელო და გაცუდებული გარდასახვა მოჰყვა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

საქართველოს ნაკრები წინა შეხვედრისგან განსხვავებით, გაცილებით დისციპლინირებულად თამაშობდა (ნაკლებად ჯარიმდებოდა), მეტოქეც აქედან გამომდინარე, შეცდომებს უშვებდა და პირველი ტაიმი 9:10 დასრულდა.

მეორე ტაიმში შოტლანდია უპირატესობას დაეუფლა, ჩვენი გუნდის შეცდომების შედეგად ოთხი ლელო და სამი გარდასახვა მიითვალა, საქართველოს ნაკრებმა სახიფათოს შეტევაც ვერ შეძლო, ლელოს შანსიც არ ჰქონია და 9:36 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები იაპონიაში მსოფლიო თასზე საასპარეზოდ ლონდონიდან 8 სექტემბერს გაემგზავრება, სადაც პირველ მატჩს 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავს. ლონდონში გუნდს მამუკა გორგოძე შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 68 /
შეიძლება ვთქვათ,რომ ეს თამაში წინაზე უკეთესი იყო,პირველ ტაიმში მაინც,მაგრამ სკოტებს,მთავარი გამთამაშებელი არ ჰყავდათ და სათადარიგო ისეთ სისწრაფეებზე ვერ ათამაშებდა გუნდს.ესეც ცხადად გვაჩვენებს უკანახაზის მნიშვნელობას თამაშის წარმართვაში და აშკარაა,რომ ჩვენი უკანა ხაზი ვერაა სათანადო სიმაღლეზე ვერც სისწრაფით,ვერც ტაქტიკური აზროვნებით,ვერც აზროვნების სისწრაფით და ვერც ბურთის გათამაშებით.სამი თამაში ჩავატარეთ და ყველა თამაშში მეტოქის დამრტყმელი სჯობდა ჩვენსას ტაქტიკური დარტმებისას,აუტში გადატანის სიშორესა და სიზუსტეში'ვინც ევროპაში ვერ დაიმკვიდრა თავი,მათ შეწყვიტეს ან შეანელეს ზრდა.ეს გასაკვირი არც არის.რუსეთსა და საქართველოში ხომ გაცილებით დაბალი დონეა.ვერ ვიტყვი,რომ ბიჭებმა რაიმე დააკლეს,მაგრამ გუნდს აკლია რაღაცა, ეს რაღაცა არ გვაძლევს საშუალებას დაცვაში მტკიცედ დავდგეთ და რამდენიმე ფაზაში არ გავუშვათ ლელო.შესაძლოა მაინც ტრავმებს უფრთხილდებიან მსოფლიოს წინ.მილტონ ჰეიგის კარიერა საქართველოში დასარულს უახლოვდება.მისი მოყვანის ძირითადი მიზანი ხელდახელ თამაშის რადიკალურ გაუმჯობესება და სისწრაფის მომატება იყო,ეგგრეთ წოდებული ზელანდიური სტილის თამაშზე გადასვლა და მიუხედავად რაღაც პროგრესისა,ვერ ვიტყვით რომ ამ მიმართულებით,დიდი პროგრესი გვაქვს.ამ ბოლო ციკლში კი სულაც უკან ძველებური რაგბისაკენ დაბრუნების ტენდენციაც კი შეინიშნება,თუმცა აღმოჩნდა,რომ შერკინებაში და მოლში,დომინაციას ვკარგავთ და რაღაცნაირად ჰაერში გამოვეკიდეთ.ბიჭები ჩემპიონატისათვის ფორმის პიკში შევლენ და უკეთ ათამაშდებიან,მაგრამ არა მგონია ეს საერთო სურათი რადიკალურად შეიცვალოს.ახლა ბორჯღალი იაპონიაში გაემგზავრება და იქ გააგრძელებს მზადებას.მიზანი ალბათ მეორე თამაშისათვის ფორმის პიკში შესვლა იქნება და პირველი თამაშიც დაგვეხმარება ამაში.გზას ვულოცავ ჩვენ ბიჭებს და გამარჯვებებს ვუსურვებ.იმედს ვიტოვებ,რომ ფიჯის ძალიაბ ძლიერ ნაკრებთან გამარჯვებას შევძლებთ და ურუგვაისაც ზედ მივაყოლებთ,დანარჩენ ორ თამაშში კი სახეს და ღირსებას არ დავკარგავთ,საცდელს ვეცდებით და იქნებ რაიმეც გამოვიდეს.
სოსო
07 სექტემბერი 2019 10:38
1
შერკინება უნდა ავამოძრაოო და ისე გამოვიდა რომ ამ 200 კილოიან ბიჭებს უფრო მეტს არბენინებს ვიდრე უკანა ხაზს და ეს უკანა ხაზი ისევ ისე დგას როგორც ადრე და ბურთის დარტყმით ერთობა რა. წინ დაარტყავენ, ძუნძულით გაეკიდებიან თითქოს უკვე დაკარგულიაო. მარაძმია ბიჭებო ასე თამაში იმედია მსოფლიოზე სხვა გუნდას ვიხილავთ.
ddgfdf
07 სექტემბერი 2019 02:37
0
ვინმემ სთხოვეთ ლობჟანიძეს, ძნელაძეს, გიგაშვილს, მათიაშვილსაც გადახვევაზე ნახონ თავიანთი თამაში. რა არის ეს!! ჩაშლილი სალელოვე შეტევები (ვასკა), გატარებული ლელოები (გიგაშვილი). კიდევ იყო სხვების შეცდომები, მაგრამ ამათ მეტი უნდა იმუშაონ. ოღონდ ჯობია, რო იმუშავებენ და შედეგი ექნებათ და არა რეგრესი, აი მერე დადგნენ სასტარტოში. 100%
პ.ს. კომენტატორები როგორც ყოველთვის გლეჯავენ!! კარგით რა!!
SL
07 სექტემბერი 2019 00:49
2
პირველ ლელოზე - ვასკას და ძნელაძის მოქმედებები ნახეთ (შებოჭვის მცდელობაც არ ქონდა).
მეორე ლელოზე - კვლავ ძნელაძის მოქმედება - სად აიწია და მერე ვისზეც აიწია სეირნობით რატომ გამოატარა.
მესამე ლელოზე - სანამ ლელო დაიდებოდა ძნელაძის 11 ნომერზე გამოხტომა და მოდებაძის შეცდომა.
მეოთხე ლელოზე - კვლავ ძნელაძე.

მზად იყო ეს ბიჭი იაპონიაში წასაყვანად? ან მოდებაზე მზად არის ძირითადისთვის? ვასკას თამაშის ტემპი და გადაწყვეტილებები კრიტიკას ვერ უძლებს - აჩრდილია 4 წლის წინანდელის. მოკლედ ჰეიგმა მაღალი და ფიზიკურად სუსტი ბიჭების დაყენება დაიწყო ხაზში და ამით შექმნა ილუზია რომ ხელით და ტექნიკურ თამაშზე გადავიტანეთ აქცენტი. არ არიან ეს ბიჭები მაღალ დონეზე თამაშისთვის მზად და დაცვითი უნარებიც არ აქვთ შესაბამისი - ამიტომ ვუშვებთ ამდენ ლელოს.
???
07 სექტემბერი 2019 14:59
0
არ უნდა ბევრი ანალიზი ჩვენ თამაშს...
არ ყავდა შოტლანდიას ძირითადის 9 ნომერი და როგორ თამაშობდა კი ვნახეთ წინა თამაშიდან განსხვავებით....
და ჩვენ 9 ნომერი გვყავს საერთოდ???? აბუსერიძე რო დააბრუნო ის უფრო სწრაფად გამოიტანს და გაშლის ბურთს ვიდრე....
სისწრაფე ანადგურებს მეტოქეს ,, რაც ჩვენ არ გვაქვს....
მიყოლა არ გვაქვს ...
14 ნომერი მაჟორიტარივით რო დასეირნობდა ამოსაგდებია განაცხადიდან...
მოკლედ ნაკრების პრობლემა არის ღერძის 9 ნომრის მიერ ბურთის უნელესი გამოტანა და უფანტაზიო გაშლა...
სპორტ ფაზა
07 სექტემბერი 2019 11:51
1
რა დრო იყო - შოტლანდიამ ძლივს რომ მოგვიგო -15-9 (?!) ჩემი აზრით -სანამ ეროვნულ ჩემპიონატს არ გავხდით სერიოზულად კონკურენტულს, დიდი ფინანსებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მენეჯმენტით და არ დავუახლოეთ წამყვანი ევროპული რაგბის ერების ჩემპიონატებს -ა ზ რ ი არა აქვს ხელით და სწრაფ თამაშზე ვეცადოთ გადავიდეთ, მაინც ა რ გამოგვივა და ვკარგავთ იმ კომპონენტშიც სიძლიერეს - რაშიც ძლირები ვიყავით, ახლაც საჭიროა ისევ ფიზიკურ ძალაზე გადავიდეთ, შერკინება, აუტი, მოლით მიწოლა -ლელო, ძლიერი დაცვა და მისი დახვეწა - უშეცდომოდ თამაში , ანუ მძლავრი რაგბი -ასეთ შემთხვევაში ჯ ე რ - ჯ ე რ ო ბ ი თ ნაკრებში არაფერი ესაქმებათ : კარკაძე, გოგიჩაშვილს ( მათ ნაცვლად ასეიშვილი, ჟვანია), მოდებაძეს, ძნელაძეს, მათიაშვილს ( დაცვაში ძ ა ლ ი ა ნ სუსტები არიან ) აქცენტი უნდა ავიღოთ უფრო ფიზიკურად ძლიერებზე ... ახალგაზრდები მეტად სწრაფები კი არიან,მაგრამ ს უ ს ტ ე ბ ი ფიზიკურად და ჯერ-ჯერობით ვერც ისე სწრაფები, რომ კარგ გუნდებთანაც კი თამაშის ხარისხს ცვლიდნენ, მაგრამ ნაკრეშში შეიძლება დარჩეს მხოლოდ აფრასიძე, გიორგაძე, გიგაშვილი და კიდევ 2-3 ახალგაზრდა, დანარჩენები ვიმეორებ,ისევ ძველები - ფიზიკურად მძლავრები. სხვა მოსაზრებებიც არსებობს,მაგრამ ჯერ-ჯერობით მეტად ეფექტური შედეგისათვის ...
გლახუნა
07 სექტემბერი 2019 03:53
9
აგერ წავა ჰეიგი,ვაკანსია გაჩნდება, პრეზიდენტის არჩევნებიც კარს მოგვადგა და ეგ არის
!!!!
07 სექტემბერი 2019 10:17
0
იმენა ლოკოკინებივით დადიან სისწრაფე და ხელით თამაში ამათვის როგორც ჩინური ისეა იმედია 20 წლიანები ჩაანაცველებენ ამათ მალე
aleko
07 სექტემბერი 2019 00:57
9
რეგბისტებმაც მოუკლეს თამაშს ფეხბურთელებივით !!! და როგორც წინა თაობა უკვე დეპუტატობაზე , მინისტრობაზე მერობაზე ან რომელიმე ფედერაციის პრეზიდენტობაზე ოცნებობენ.
qqq
07 სექტემბერი 2019 01:52
10
ზოგადად ქართულ გუნდებს ჭირს რაღაც ფსიქოლოგიური, ყველა სახეობაში. თითქოს თანაბრად თამაშობენ, ან ჯობიან მეტოქეს, ხოლო რაღაც მომენტში ითიშებიან (კონცენტრაციას კარგავენ, უყურადღებო ხდებიან) და რაღაც ან გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებენ, ან ხელს ჩაიქნევენ. მოკლედ უაზროდ მარცხდებიან. თუნდაც ის ლელოები მეორე ტაიმში არაფრისგან. სხვა სპორტშიც, კალათბურთში - გავიდოდნენ წინ და მოეშვებოდნენ - შეიძლება წაეგოთ. ფეხბურთში - იფიქრებ, დღეს ბიჭები რა თავდადებულები არიანო, ჰოდა ერთს ან მიქარავენ ან დანებდებიან უაზროდ და აგრძელებენ სულელურ თამაშს.
ჰაჰა
07 სექტემბერი 2019 10:37
1
ეჭვი მაქვს,რომ მეორე ტაიმში ჩვენმა ბიჭებმა თავისი თამაში არ ითამაშეს,წინ ხომ მძიმე
და დაძაბული მსოფლიო თასის მატჩები გველის.შოტლანდილებთან ამ თამაშს მაინც კი წავაგებდით,ანგარიშს ხომ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.ალბათ არ იყო საჭირო ჩვენი მომავალ მსოფლიო თასის მეტოქეებს დაენახათ,რომ შოტლანდიის დონის ნაკრებთანაც კი ტოლ-სწორად შეგვიძლია თამაში მთელი მატჩის მანძილზე.
+
07 სექტემბერი 2019 01:02
15
ავოეეე, რა დაძაბვა, რის თამაშები. სირბილი ამათ არ იციან, ხელით თამაში და დაიზლაზნებიან. 20-წლამდელები უნდა გაუშვა მსოფლიოზე და ჰეიგს პაკა დასვიდანია.
D.N.
07 სექტემბერი 2019 01:36
11

სიახლეები პოპულარული