მხოლოდ 1 ტაიმი მარიფათიანად "მარიფილდზე" - "ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 სექტემბერს, მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 9:36 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ტოლ-სწორად მხოლოდ პირველი ტაიმი ეთამაშა.

პირველი შეხვედრის წინ, შოტლანდიელთა მწვრთნელმა გრეგორ ტაუნსენდმა არ დამალა, რომ მეტოქის თამაში კარგად შეისწავლა და მისი ნაკლოვანებები ჩინებულად გამოიყენა კიდეც.

ამ მხრივ, საქართველოს ნაკრები მოუმზადებელი აღმოჩნდა, თორემ ანგარიში რეალურად ნამდვილად არ ასახავდა გუნდებს შორის კლასში რეალურ სხვაობას, რომელიც, რა თქმა უნდა, არსებობს.

პირველი ტაიმის პირველ ნახევარში დადებული ლელოს შემდეგ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ისევე როგორც მრავალ სხვა შეხვედრაში, ბოლოს სკოტებსაც გავტეხავდით, რაც არ მოხდა.

აქედან გამომდინარე, ედინბურგულ მატჩში პირველ რიგში მნიშვნელოვანი არა შედეგი, არამედ მილტონ ჰეიგის და მისი კრებულის შეცდომებზე სწორი რეაგირება გახლდათ და ის, აქვთ თუ არა ამის უნარი და მომატების პოტენციალი.

პირთამდე სავსე 67-ათასიან "მარიფილდზე" პირველ ტაიმში თანაბარი თამაშისას მე-17 წუთზე პრაისმა სწრაფი კონტრშეტევისას ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს. საპასუხო იერიშისას ჩვენმა გუნდმა საჯარიმო მოიპოვა და აბჟანდაძემ ანგარიში 3:5 გახადა. ამას მასპინძელთა ლელო და გაცუდებული გარდასახვა მოჰყვა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

საქართველოს ნაკრები წინა შეხვედრისგან განსხვავებით, გაცილებით დისციპლინირებულად თამაშობდა (ნაკლებად ჯარიმდებოდა), მეტოქეც აქედან გამომდინარე, შეცდომებს უშვებდა და პირველი ტაიმი 9:10 დასრულდა.

მეორე ტაიმში შოტლანდია უპირატესობას დაეუფლა, ჩვენი გუნდის შეცდომების შედეგად ოთხი ლელო და სამი გარდასახვა მიითვალა, საქართველოს ნაკრებმა სახიფათოს შეტევაც ვერ შეძლო, ლელოს შანსიც არ ჰქონია და 9:36 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები იაპონიაში მსოფლიო თასზე საასპარეზოდ ლონდონიდან 8 სექტემბერს გაემგზავრება, სადაც პირველ მატჩს 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავს. ლონდონში გუნდს მამუკა გორგოძე შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 68 /
ფიზიკურად ძლიერი სპრინტერები არ გვყვავს.ვინმე გუნდში ას იარდს 10,5 წამში გარბის? ურუგვაის მოვუგებთ, ურუგვაის მოვუგებთ,უელსი შოტლანდიელებზე ძლიერებია,ავსტრალიაც.ფიჯიში ძალიან სწრაფი ბიჭები თამაშობენ.შერკინებით ვაჯობებთ?....
London
07 სექტემბერი 2019 01:01
3
მორჩა ბაირამობები, საქმეებია გასაკეთებელი გუნდურ სპორტებში.
ddgfdf
07 სექტემბერი 2019 01:28
1
და დადგება დრო, ჩვენ მოვიგებთ ომსს :)

მგლებო ბოლომდე.
მსოფლიოზე
07 სექტემბერი 2019 02:04
10
არ ვართ ქართველები მგლები,მუსლიმები ჩემობენ მგლობას არწივები და ლომები ვართ ,ჯვაროსნები!!!! ერთ პოეტს შეეშალა და დაწერა :კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს....და ვიმეოროთ ეხლა რომაელებივით მგლის გამოზრდილები ვართო, როდესაც ძველი რომის იმპერიის სიმბოლო არწივია., თუმცა რაც არ უნდა დაირქვა, პირველ რიგში გონებრივად და ფიზიკურად უნდა გძალუძდეს მცირედი მაინც... და შემდგომ კი ნიკნეიმების დარქმევის სიტყვიერი კორიანტელი აყენო...
London
07 სექტემბერი 2019 02:47
15
ღამე მშვიდობისა, მგლების ქვეყანავ!..
სპარსელები, იგივე პერსიელები, საქართვე-
ლოს მოსახლეობას ეძახდნენ ,,მგლებს". პერ-
სიულ ენაზე მგელი ნიშნავს ,,გურჯს"!..
,,გურჯისტან" პერსიულად ნიშნავს მგლების
ქვეყანას!..არაბულად - დაუმორჩილებელს,
ჯიუტების ქვეყანას!
მხრებში გაიშალეთ, თავი მაღლა ასწიეთ,გა-
მხნევდით და გაძლიერდით, ქართველებო!
წინ არის ყველაფერი.
წარმატებები ბორჯღალოსნებს.
ქართველი
07 სექტემბერი 2019 21:05
1
4 წელია გწერთ მიხედეთ საქმეს ცუდად მიდის ყველაფერითქო სანამ არ გადაბრუნდა ურემი ყურები არ გამოიბერტყეთ ეთამაშეთ რუსეთს გეყოფათ მილტონა არსად გაუშვათ სანამ ხინკლის გახვევას არ ისწავლის
კახა
07 სექტემბერი 2019 01:55
12
სასაცილოა, რა ურემი. რა გადაბრუნდა? როდის იყო ურემი? ჯერ ვართ შოტლადიის დონეზე?
ლევანი
07 სექტემბერი 2019 09:32
1
ბიჭებმა როგორ ყოველთვის იომეს. მადლობა. მილტონი მიდის გადაწყვიტილია. ყველანი ვინც იძახით რომ დროა წავიდეს ვინ უნდა იყოს ახალი მწვრთნელი ნუ მოგერიდებათ დაწერეთ.
გია
07 სექტემბერი 2019 01:27
0
აბა კიდე ფიქრობთ რო ექვსი ერში უნდა ვითამაშოოთ?
Buxrika
07 სექტემბერი 2019 11:44
11
უნდა ვითამაშოთ ჯიგარო...და სწორედ ამ დონის გუნდებთან თამაშით იმაღლებ კლასს! აბა რუმინეთი-რუსეთი-პორტუგალია-ესპანეთის ფონზე რეგრესი რო დაგვეწყება ეგ გარდაუვალია.
მიროსან
07 სექტემბერი 2019 12:41
1
უფრო მეტად,ვიდრე აქამდე.თანაც ყველა ასაკში.
სოსო
08 სექტემბერი 2019 12:39
1
რას ნიშნავს 6 ერზე არ ვილაპარაკოთ, იქ არ შეგვესლება და სხვა ამისთანები,უარი არაფერზე არ უნდა ვთქვათ,6 ერიც გვინდა და ყველა დიდ თუ პატარა ტურნირებზე თამაშიც.გუშინ გერმანიამ ჰოლანდიასთან სახლში წააგო 2-4,და თქვენი ლოგიკით გერმანიამ უარი უნდა თქვას ყველაფერზე სანამ ისეთი გუნდი არ ეყოლება ბრაზილიას რომ 7-1 უგებს? უნდა ითამაშონ იბრზოლონ წელებზე ფეხი დაიდგან,დიდი შედეგი დიდი ბრძოლის და შრომისშედეგად მიიღწევა,მაშინ ბრაზილიელებ იმ მარცხის შემდეგ1-7 ფეხბურთი უნდა აეკრძალათ თუ როგორ იქნებოდა სწორი? გერმანიაც და ბრაზილიაც კიდევ ბევრჟერ მოიგებს მსოფლიოს და დარწმუნებული ვარ ქართველი მორაგბეებიც მოიგებენ დიდ ტურნირებს და გვეყოლება ისეთი დიდი გუნდუ როგორც ფეხბურთში 81-ში,მთავარია ფარ ხმალი არ დავყარგოდ და ვიბრძოლოთ და გვინდოდეს! დიდი მადლობა ჩვენს მორაგბეებს ძიებისთვის ბრძოლის ჟინისთვის და იმ სიხარულისთვის რაც მათ მოუნიჭებიათ ჩვენთვის და დარჭმუნებული ვარ მომავალშიც ბევრს გაგვახარებენ! ეხლ აკი ვერ ითამაშეს მიუთითთ შეცდომებზე გავაკრითიკოთ რაც შეიძლება მკაცრად მაგრამ არა ასეთი ფრაზები დაივიყყეთ 6 ერი, იქ ჩვენი ადგილი არარი და სხვა ამიშთანა საზიზღრობები....ბრძოლაში და წაგება მოგებაში ყალიბდება გუნდი! კი მართლები ხარტ გუშინ ცუდად ითამაშეს და დამარცხდენ , მაგრამ იშრომებენ ისწავლიან და მოიგებენ! მეთქვენი მჯერავს ლომებო გენაცვალეთ თქვენ!
niko
07 სექტემბერი 2019 11:40
6
ჩვენმა გუნდმა სამწუხაროდ შეტევაში თამაში არ იცის, მთელი თამაში იმის იმედად ვართ შერკინებაში მეტოქე დავაჯარიმოთ და ჯარიმა კარში დავარტყათ... ასე შორს ვერ წავალთ.
musenbezi
07 სექტემბერი 2019 11:18
3
მე რატომღაც მგონია, რომ 17-9 ზე შეეძლო ნაკრებს მომატება მაგრამ აღარ გრისკა მწვრთვნელმა არც ტრანვების გამო, და ყველაფერი არ გამოაჩინა ნაკრების, რაღაც რაღაცეები დამალა. და სწორიც არის. რაღაცნაორად ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა)))
ვალკა
07 სექტემბერი 2019 09:36
3
ვფიქრობ მელიტონა, ვინცხას რაცხას უმალავს. ჰოდა ვნახავთ იაპონიაში, მართლა ასტეა, თუ მართლა ვერაა საქმე ისტე, ჩვენს ნევრებს და გულს რომ უნდებლარია.
ოკრიბელი
07 სექტემბერი 2019 02:23
7

სიახლეები პოპულარული