მხოლოდ 1 ტაიმი მარიფათიანად "მარიფილდზე" - "ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 სექტემბერს, მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 9:36 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ტოლ-სწორად მხოლოდ პირველი ტაიმი ეთამაშა.

პირველი შეხვედრის წინ, შოტლანდიელთა მწვრთნელმა გრეგორ ტაუნსენდმა არ დამალა, რომ მეტოქის თამაში კარგად შეისწავლა და მისი ნაკლოვანებები ჩინებულად გამოიყენა კიდეც.

ამ მხრივ, საქართველოს ნაკრები მოუმზადებელი აღმოჩნდა, თორემ ანგარიში რეალურად ნამდვილად არ ასახავდა გუნდებს შორის კლასში რეალურ სხვაობას, რომელიც, რა თქმა უნდა, არსებობს.

პირველი ტაიმის პირველ ნახევარში დადებული ლელოს შემდეგ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ისევე როგორც მრავალ სხვა შეხვედრაში, ბოლოს სკოტებსაც გავტეხავდით, რაც არ მოხდა.

აქედან გამომდინარე, ედინბურგულ მატჩში პირველ რიგში მნიშვნელოვანი არა შედეგი, არამედ მილტონ ჰეიგის და მისი კრებულის შეცდომებზე სწორი რეაგირება გახლდათ და ის, აქვთ თუ არა ამის უნარი და მომატების პოტენციალი.

პირთამდე სავსე 67-ათასიან "მარიფილდზე" პირველ ტაიმში თანაბარი თამაშისას მე-17 წუთზე პრაისმა სწრაფი კონტრშეტევისას ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს. საპასუხო იერიშისას ჩვენმა გუნდმა საჯარიმო მოიპოვა და აბჟანდაძემ ანგარიში 3:5 გახადა. ამას მასპინძელთა ლელო და გაცუდებული გარდასახვა მოჰყვა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

საქართველოს ნაკრები წინა შეხვედრისგან განსხვავებით, გაცილებით დისციპლინირებულად თამაშობდა (ნაკლებად ჯარიმდებოდა), მეტოქეც აქედან გამომდინარე, შეცდომებს უშვებდა და პირველი ტაიმი 9:10 დასრულდა.

მეორე ტაიმში შოტლანდია უპირატესობას დაეუფლა, ჩვენი გუნდის შეცდომების შედეგად ოთხი ლელო და სამი გარდასახვა მიითვალა, საქართველოს ნაკრებმა სახიფათოს შეტევაც ვერ შეძლო, ლელოს შანსიც არ ჰქონია და 9:36 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები იაპონიაში მსოფლიო თასზე საასპარეზოდ ლონდონიდან 8 სექტემბერს გაემგზავრება, სადაც პირველ მატჩს 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავს. ლონდონში გუნდს მამუკა გორგოძე შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 68 /
ეს ჯარიმის დარტყმა დაიწყო ჯერ კიდევ 30 წლის წინ ირლანდიასთან და თუ უელსთანაც მასევე ითამაშებენ აზრი არ აქვს რაგბის ყურებასაც მე მგონი.
ddgfdf
07 სექტემბერი 2019 00:34
23
ვინ დაგაძალათ?
.
07 სექტემბერი 2019 00:40
6
აი შენნაირ კომენტარს უნდა უთხრა რომ ერთი ცენტიც არ უნდა მოგცენ სისულელეების თამაშისთვის.
ddgfdf
07 სექტემბერი 2019 01:31
2
აქ 80%რაგბის გაგებაში არაა პროსტა კომენტარებს წერენ....გამართულ და სწრაფ რაგბს ვერ თამაშობს ნაკრები მაგრამ საერთ არაა გასაკვირი და საოცრება შოტლანდიასთან წაგება არც იმას რა ანგარიშით.
გიო
07 სექტემბერი 2019 01:54
7
კიდევ ერთხლ ვამბობ: ჰეიგი არის სუსტი მწვრთნელი, არასდროს არცერთ სერიოზულ გუნდთან (არც საკლუბო, არც სანაკრებო დონეზე მას არ უთამაშია). მის ხელში ნაკრებმა თავისი კოზირი: დომინაცია შეკინებაში, დაკარგა, ხოლო ხელით თამაში ვერ ისწავლა. ჩვენს მოედანზე ბურთით ვერ გამოვდივვართ, არ ვცით რა უნდა ვქნათ და უსუსურად გამოვიყურებით, ასე მივიღე გუშინ 3 ლელო.
ნაკრებოი აშკარად პროგრესს განიცდის: 2011 წ მსოფლოზე შოტლანდიასთან სულ 9 ქულით წავაგეთ, ხოლო 2007 წელს ირლანდიას კინაღამ მოვუგეთ (მგონი 4 ქულით წავაგეთ). ის გუნდი ჯობდადღევანდელს
დათი
07 სექტემბერი 2019 13:42
5
ისე ბატონი მილტონი მართლა გამოაცხობს მე მგონი სენსაციას. ყველა თამაშს წავაგებთ.
ddgfdf
07 სექტემბერი 2019 13:21
6
14 -მა ნომერმა ჩააგდო თამაში,უაზროდ მოქმედებდა.
west
07 სექტემბერი 2019 08:03
1
მსოფლიოზე ორ მოგებაზე მე მგონი ოცნებაც არ ღირს, მთავარია ფიჯისთან ღირსეულად ვითამაშოთ და ეგებ ურუგვაის მოუგოთ ეგაა და ეგ.
Kkk
07 სექტემბერი 2019 09:20
6
წაგების მთავარი მიზეზია ჩვენი სათამაშო სტილი რომელიც მოძველებულია და ვერაფრით ვერ გადავეწყვეთ ხელით სწრაფ და გაშლილ თამაშზე ასე გგონია რო ჩვენი გუნდი ზედმეტად მძიმე და მოუქნელია მოძრაობა გვაკლია მოედანზე და გაშლილი თამაში თორე რა შუაშია აქ ინფრასტრუქტურა და სტადიონი აკლიათ ამათ რამე არც არაფერი ამათ რაცააქვთ იმის მესამედი არააქვთ წყალბურთელებს და კალათბურთელებს მასე თუ ვიმსჯელებთ რო დიდ ფულს ვუცადოთ სპორტში ერთი ნახევარი საუკუნე გაივლის სანამ რამეს მიაღწევ.
zaza
07 სექტემბერი 2019 09:11
5
ზაზა,ამათ ჯერ ყველაფერი არა აქვთ,მაგრამ უნვე საკმაოდ ბევრი რამე გაუკეთა ივანიშვილმა.ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს,მაგრამ რაც ეს მოედნები აშენდა ,რამდენი წელია?გაზრდასაც ხომ დრო უნდა?ალბათ ასაკობრივ ნაკრებებსაც უყურებ და ერთი რამე ცუდად მომხვდა თვალში;წლევანდელი 20 წლამდელთა ნაკრები ისევ ძალისმიერი სტილისაკენ მიტრიალდა.შესაძლოა ეს კონტინგემტიდან გამომდინარეობდა მაგრამ მე მგონი ამას სხვა მიზეზიც აქვს.ჩვენი ასაკობრივები სწრაფ,ხელდახელ რაგბის თამაშს ევროპის ჩემპიონატზე,6 ერის გუნდებთან ბრძოლაში და პრაქტიკით ხვეწდნენ,შემდეგ კი მსოფლიოზე უკვე საკმაოდ პრაქტიკა მიღებულები არავის ტოლს არ უდებდნენ.მაგრამ მას შემდეგ რაც ერთმანეთის მიყოლებით დავამარცხეთ ეს ბობოლა ქვეყნების ნაკრებები და ევროპის ჩემპიონები გავხდით,მათ იქ გამოსვლაზე,უბრალოდ უარი განაცხადეს.უკანასკნელად ეს,საფრანგეთმა გააკეთა და დავრჩით ისევ მაჩანჩალა ქვეყნების ანაბარა.ექვსმა ერმა ჩვენი განვითარების ეს გზაც გადაგვიჭრა.ძლიერ და სწრაფ გუნდებთან თამაშის საკმარის პრაქტიკას ნაკრები ვეღარ იღებს და შესაბამისად პროგრესიც ჩერდება.თუ ასაკობრივები ვერ განვითარდებიან,დიდი ნაკრებიც შეაჩერებს ზრდას.რაღაც ახალი გზაა მოსაძებნი და მის პოვნაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული.აქვე გუჯა კახაძის პოსტი წავიკითხე,სადაც ამბობს,რომ ყოჩებმა მისი კურსი გაიარეს და თამაშზეც დაეტყოთ.დიდი დროა დაკარგული,მაგრამ თუ შედეგი აშკარაა,ახლა მაინც ხომ შეიძლება დაინერგოს მისი მეთოდოლოგია საქართველოში და სისწრაფის მომატებაში,ესეც ძალიან დაგვეხმარება.არა მგონია გუჯამ ძალიან ძვირი დააფასოს თავისი გაკვეთილები.ის ხომ პირველ რიგში ქართული სპორტის გულშემატკივარია და უკვე შემდეგ სხვა დანარჩენი.თანაც შაურიანმა მუშამ აჯობა აბაზიან მუშასო,ნათქვამია.
სოსო
07 სექტემბერი 2019 19:11
1
ზაზა,ამათ ჯერ ყვეკაფერი არა აქვთ,მაგრამ უნვე საკმაოდ ბევრი რამე გაუკეთა ივანიშვილმა.ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს,მაგრამ რაც ეს მოედნები აშენდა ,რამდენი წელია?გაზრდასაც ხომ დრო უნდა?ალბათ საკობრივ ნაკრებებსაც უყურებ და ერთი რამე ცუდად მომხვდა თვალში;წლევანდელი 20 წლამდელთა ნაკრები ისევ ძალისმიერი სტილისაკენ მიტრიალდა.შესაძლოა ეს კონტინგემტიდან გამომდინარეობდა მაგრამ მე მგონი ამას სხვა მიზეზიც აქვს.ჩვენი ასაკობრივები სწრაფ,ხელდახელ რაგბის თამაშს ევროპის ჩემპიონატზე,6 ერის გუნდებთან ბრძოლაში და პრაქტიკით ხვეწდნენ,შემდეგ კი მსოფლიოზე უკვე საკმაოდ პრაქტიკა მიღებულები არავის ტოლს არ უდებდნენ.მაგრამ მას შემდეგ რაც ერთმანეთის მიყოლებით დავამარცხეთ ეს ბობოლა ქვეყნების ნაკრებები და ევროპის ჩემპიონები გავხდით,მათ იქ გამოსვლაზე,უბრალოდ უარი განაცხადეს.უკანასკნელად ეს,საფრანგეთმა გააკეთა და დავრჩით ისევ მაჩანჩალა ქვეყნების ანაბარა.ექვსმა ერმა ჩვენი განვითარების ეს გზაც გადაგვიჭრა.ძლიერ და სწრაფ გუნდებთან თამაშის საკმარის პრაქტიკას ნაკრები ვეღარ იღებს და შესაბამისად პროგრესიც ჩერდება.თუ ასაკობრივები ვერ განვითარდებიან,დიდი ნაკრებიც შეაჩერებს ზრდას.რაღაც ახალი გზაა მოსაძებნი და მის პოვნაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული.აქვე გუჯა კახაძის პოსტი წავიკითხე,სადაც ამბობს,რომ ყოჩებმა მისი კურსი გაიარეს და თამაშზეც დაეტყოთ.დიდი დროა დაკარგული,მაგრამ თუ შედეგი აშკარაა,ახლა მაინც ხომ შეიძლება დაინერგოს მისი მეთოდოლოგია საქართველოში და სისწრაფის მომატებაში,ესეც ძალიან დაგვეხმარება.არა მგონია გუჯამ ძალიან ძვირი დააფასოს თავისი გაკვეთილები.ის ხომ პირველ რიგში ქართული სპორტის გულშემატკივარია და უკვე შემდეგ სხვა დანარჩენი.თანაც შაურიანმა მუშამ აჯობა აბაზიან მუშასო,ნათქვამია.
სოსო
07 სექტემბერი 2019 18:18
2
ყველაფერი რომ გაქვს და ერთი და იგივე შეცდომებს უშვებ 30 წელი ეგ უკვე მენეჯმენტის ბრალია.
ddgfdf
07 სექტემბერი 2019 01:23
1
შოტლანდიას ყოველთვის უჭირდა ჩვენთან თამაში! მახსოვს, დაახლოებით 2007 წელს, მჭედლიძისა და სირაძის გოლებით 2:0 მოვუგეთ და ჯგუფში ჩავტოვეთ!! ეხლა რა გვჭირს? ან ამდენი გოლის გაშვება რა უბედურებაა? გადავხედე შემადგენლობას, არავინ მეცნობა, ალბათ მეორე შემადგენლობით ვიყავით. გამოიძახოს ის ბიჭი, შვედეთის ჩემპიონატში მაგრად თამაშობსო. ეს რუსეთის და მალტის ჩეპიონატებში მოთამაშეები ამოვიდა ყელში!!!
რომანა
07 სექტემბერი 2019 07:51
11
რა მოწიე ასეთი რაგბი და ფეხბურთი, რომ ვერ გაარჩიე.დდდდდდ
Kkk
07 სექტემბერი 2019 13:51
2
ძალიან ადვილია მეგობრებო. გადაიტანა ჯარიმა აუტზე. მოიგო დერეფანი , მიაწვა, ლელო. 7 ქულაა ნაცვლად 3ისა.
ddgfdf
07 სექტემბერი 2019 01:26
3

სიახლეები პოპულარული