ბექა გორგაძე: ორი ლელოს გატანა კარგია - იმედია, მომავალში მეტს გავიტანთ

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის პირველ მატჩში უელსთან 14:43 წაგების შემდეგ კომენტარი "ბორჯღალოსანმა" ბექა გორგაძემ გააკეთა.

"პირველ ტაიმში ძალიან ბევრი ქულა გავუშვით და მეტოქეს ვეღარ დავეწიეთ. შედეგით უკმაყოფილო ვარ. ვეცდებით, რომ მომდევნო შეხვედრებისთვის შეცდომები გამოვასწოროთ.

პირველი ტაიმის შემდეგ, გასახდელში ვთქვით, რომ დასაკარგი აღარაფერი გვქონდა და შესვენების შემდეგ მოედანზე ყველაფერი დავდეთ. ძალიან კარგია, ორი ლელოს გატანა რომ მოვახერხეთ და იმედია, მომავალში უფრო მეტს გავიტანთ", - ციტირებს გორგაძეს საქართველოს რაგბის კავშირის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ნიშნის მოგებით პასუხობთ? სხა რაა ამ ქვეყანაში უფრო წარმატებული, აბა ცამოთვალეთ? რამ გაგაბოროტათ?
ლევანი
23 სექტემბერი 2019 21:20
6
ალუნ უაინ ჯონსმა (უელსიდან) მეორე ნახევარში გაზის პედლიდან ფეხი ავიღეთო :)
უელსელები პედლიდან აღებული ფეხით 2 ულამაზეს ლელოს იტანენ
მელიტონის გაწვრთნილი გუნდი კი,,,,, ეჰ ამით ამაყობს და იმედზეა რომ წარმატებები შემდეგ მოსახვევებში ელოდებათ :(
Vova
23 სექტემბერი 2019 20:53
21
ალბათ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე სუსტი საქართველოს და რუსეთის ნაკრებებია! ჩვენი ნაკრები ისევ წინა საუკუნის რაგბს თამაშობს.ბურთის ხელში დაჭერა ვერ ისწავლეს ამდენი წელია.6 ერში რა გვესაქმება? ეს მწვრთნელი მხოლოდ პიარია,ქართულად რამოდენიმე წინადადება ისწავლა და მოკლეთ გვარს იკეთებს ქართველი ხდებაო.დატოვეთ იაპონიაში,ამდენი წელი დაგვაკარგინა,ნაკრებს განვითარება არ ეტყობა!
ზურა
23 სექტემბერი 2019 20:17
15
6 ლელოს მიღება როგორიაა? 1 ტაიმში ბონუსს რომ აგიღებს გუნდი ეგ როგორიაა? მეორე ტაიმში უელსს რო მოენდომებინა ბევრად სავალალო შედეგით დამთავრდებოდა თამაში და ეს უაზრო ბაქი-ბუქი არაა საჭირო!!!
Musenbezi
23 სექტემბერი 2019 19:38
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული