
რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრას გამოხმაურება მოჰყვა ბრიტანულ პრესაში და DAILY EXPRESS-მა მატჩის მიმდინარეობის ტექსტური ასახვის შემდეგ მოკლე დასკვნა გააკეთა:
"საქართველოს იმედი აქვს, რომ ამ მსოფლიო თასს 6 ერში მისაღებ გამოცდად გამოიყენებს, თუმცა მორკინალი შალვა მამუკაშვილისა და ლევან ჩილაჩავას, ლელოების გარდა, ქართველებმა ვერანაირი ნიშანი ვერ მოგვცეს, რომ 6 ერში სათამაშოდ მზად არიან."
საქართველოს ნაკრებმა 6 ერის გამარჯვებულ უელსის გუნდთან 29-ქულიანი მარცხი განიცადა - 14:43. ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გამოცოცხლდნენ და მეორე ნახევარში მეტოქეს ორი ლელო დაუდეს.
287" target="_blank">

მამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]
უელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით