"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი გამოაცხადა.

შეგახსენებთ, 28 მარტს, 15 საათზე, "მიხეილ მესხზე" რუმინეთს ვმასპინძლობთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრიბუნებზე ქომაგთა ტევადობის 30% დაიშვება.

წინა თამაშთან შედარებით, რომელშიც "ბორჯღალოსნებმა" 20 მარტს რუსეთს, კალინინგრადში ბონუსით – 23:6 სძლია, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა.

ხმალაძე ნინიაშვილის ნაცვლად ერთი

იძულებითი ხასიათის ცვლილებაა ხაზში. დავით ნინიაშვილს მცირე ტრავმა აწუხებს და მის ნაცვლად ფულბეკად თამაშს გამოცდილი ლაშა ხმალაძე იწყებს, რომელიც პორტუგალიასთან მგეზავი იყო, მას შემდეგ კი არ უთამაშია.

დანარჩენმა უკანახაზელებმა ადგილი შეინარჩუნეს. ღერძს გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე წარმოადგენენ. ცენტრში მერაბ შარიქაძისა და გიორგი კვესელაძის წყვილს ვიხილავთ. ფრთებზე ალექსანდრე თოდუა და აკა ტაბუცაძე იწყებენ.

უცვლელია ხაზის მარქაფაც: 9 ნომრის შეცვლაზე მიხეილ ალანია შევა. მგეზავს გიორგი ბაბუნაშვილი შეცვლის, რომელსაც სანაკრებო დებიუტი რუსეთთან ჰქონდა. ფულბეკად თამაშში სოსო მათიაშვილი ჩაერთვება.

ორი ცვლილება და ერთი უკეპო შერკინებაში

ორი ცვლილებაა შერკინებაში

როტაციის პრინციპით, ამჯერად კვაჭად თამაშს შალვა მამუკაშვილი იწყებს, ხოლო გიორგი ჭყოიძემ მარქაფაში (ჯაბა ბრეგვაძის ნაცვლად) გადაინაცვლა.

ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯებმა – ბექა გიგაშვილმა და გიორგი მელიქიძემ. მეორე ხაზში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ლაშა ჯაიანისა და დავით გიგაურის წყვილი. ტრავმა მოიშუშა და ძირითადში ბრუნდება მესამეხაზელი ბექა საღინაძე, ხოლო გიორგი თხილაიშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა. მესამე ხაზში თამაშს იწყებენ მიხეილ გაჩეჩილაძე და თორნიკე ჯალაღონია.

მეორე ხაზში შეცვლაზე კვლავ ნოდარ ჭეიშვილი შევა, ხოლო ბურჯებს ნიკა აბულაძე და გია ხარაიშვილი შეცვლიან. აღსანიშნავია, რომ "ყოჩების" ბურჯი აბულაძე პირველ სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. მან გურამ გოგიჩაშვილის ადგილი დაიკავა, რომელიც შეთანხმების თანახმად, "რასინგ 92"-ს დაუბრუნდა.

შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ლევან მაისაშვილი ამბობს:

"ნიკამ კარგად იმუშავა ამ ოთხი კვირის განმავლობაში. სამწუხაროა, რომ კუნთის დაჭიმვის გამო ჰქონდა პატარა ჩაგდება, მაგრამ ახლა კარგ ფორმაშია და დებიუტისთვის მზად არის. ნინიაშვილმა რუსეთთან მატჩის შემდეგ ტრავმა ვერ მოიშუშა და მის ნაცვლად ფულბეკად ლაშა ხმალაძეა. მისთვის ეს პოზიცია ნაცნობია და ამ ეტაპზე ვთვლით, რომ თამაში მან უნდა დაიწყოს. ძალიან კარგია, რომ ბექა საღინაძე დაგვიბრუნდა, რომელმაც კუნთის ტრავმის გამო წინა ორი შეხვედრა გამოტოვა. ფაქტობრივად, ამ ეტაპისთვის საუკეთესო შემადგენლობა დავაყენეთ".

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი

IV ტური. 28 მარტი. თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:00 (საქ. დრო)

საქართველო – რუმინეთი

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (86 კეპი, 53 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (10 კეპი, 40 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (32 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (75 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (92 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (23 კეპი, 152 ქულა), 9. გელა აფრასიძე (33 კეპი, 24 ქულა);

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი (22 კეპი, 5 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (81 კეპი, 55 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (26 კეპი, 15 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (10 კეპი), 5. დავით გიგაური (10 კეპი, 5 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (15 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (19 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (8 კეპი, 10 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (15 კეპი, 5 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (უკეპო), 18. გია ხარაიშვილი (3 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (29 კეპი), 20. გიორგი თხილაიშვილი (64 კეპი, 60 ქულა)"21. მიხეილ ალანია (4კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (1 კეპი), 23. სოსო მათიაშვილი (32 კეპი, 156 ქულა).

საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
რუსეთის ნაკრების მორაგბე: საქართველოსთან თამაშის წინ ბრწყინვალე განწყობაზე ვართ
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი