საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის წაგების შემდეგ რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა.

"ბორჯღალოსნებს" 73.29 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება.

ქართველი მორაგბეების წინსვლა ფიჯის ნაკრების ურუგვაისთან წაგებამ განაპირობა. ამ მარცხის შემდეგ ფიჯის 4 ქულა დააკლდა, ხოლო ურუგვაის დაემატა და 19-დან მე-17 ადგილზე აღზევდა.

ფიჯის ნაკრები აქამდე მე-10 ადგილზე იყო, თუმცა სენსაციური მარცხის შემდეგ მე-12 ადგილზე დაქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" 29 სექტემბერს მსოფლიოს თასზე ჯგუფში მეორე მატჩს ურუგვაისთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ფიჯიმ ავსტრალიას დიდი ბძოლა გაუმართა და პირველი ტაიმი 14-12 დაამარცხა!გაოცებული დავრჩი ფიჯელების პირველ ტაიმში მაღალი დონის რაგბის თამაშით.მათ ხომ ტოლსწორად ეთამაშეს კლასით გაცილებით მაღლა მდგომ მოწინააღმდეგეს და ტაიმიც კი მოუგეს!მაგრამ ვოლაბების კლასმა მეორე ტაიმში მაინც თავისი ქნა 39-21 ავსტრალიელების სასარგებლოდ.ურუგვაისთან კი ფიჯიმ ბევრი მორაგბე დაასვენა?ზუსტად აქედან სჩანს,რომ ფიჯელერბი ურუგვაისთან თამაშს დიდ მნიშვნელობას არ აძლევდნენ!

+
27 სექტემბერი 2019 10:19
0
ფიჯის ნაკრების მიზანია ტიერ1 გუნდებთან ბრძოლა და კარგი თმაში,სხვაგვარად რომ იყოს ურაგვაისთან არ დაასვენებდა ავსტრალისთან ნათამაშევ ძირითადის მორაგბეებს.
+
27 სექტემბერი 2019 01:39
5
დარწმუნებულები იყვნენ ურუგვაიზე გამარჯვებაში.თანაც ავსტრალიასთან ბოლო წამამდე ბრძოლის შემდეგ,ძირითადისათვის აუცილებელი იყო დასვენება.
სოსო
27 სექტემბერი 2019 10:59
0
დაიწყეთ ეხლა ბაქი-ბუქი
gocha
26 სექტემბერი 2019 21:35
7
წინ გამწარებული ფიჯი და მოტივირებული ურუგვაი გველოდება. რეიტინგი ჯერ არ არის დაღვინებული.
ლაგუნა
26 სექტემბერი 2019 15:09
3
არის ჩვენში როდენი, ოღონდ ცოტაოდენი
ვაჟა
26 სექტემბერი 2019 14:30
0
ოღონდ ფიჯის თამაშით ვუგებდეთ და რეიტინგში თუგინდ 12 ადგილს არ ავცდეთ.
:)))))
26 სექტემბერი 2019 14:18
0
ჯერ ჩვენი ნაკრები რა ბალაგანია და იმის უკან ვინცა ის ხო საერთოდ
Dato
26 სექტემბერი 2019 14:14
28

სიახლეები პოპულარული