საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის წაგების შემდეგ რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა.

"ბორჯღალოსნებს" 73.29 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება.

ქართველი მორაგბეების წინსვლა ფიჯის ნაკრების ურუგვაისთან წაგებამ განაპირობა. ამ მარცხის შემდეგ ფიჯის 4 ქულა დააკლდა, ხოლო ურუგვაის დაემატა და 19-დან მე-17 ადგილზე აღზევდა.

ფიჯის ნაკრები აქამდე მე-10 ადგილზე იყო, თუმცა სენსაციური მარცხის შემდეგ მე-12 ადგილზე დაქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" 29 სექტემბერს მსოფლიოს თასზე ჯგუფში მეორე მატჩს ურუგვაისთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
წინ გამწარებული ფიჯი და მოტივირებული ურუგვაი გველოდება. რეიტინგი ჯერ არ არის დაღვინებული.
ლაგუნა
15:09 26-09-2019
3
არის ჩვენში როდენი, ოღონდ ცოტაოდენი
ვაჟა
14:30 26-09-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული