მილტონ ჰეიგმა ურუგვაისთან "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა თითქმის სრულად გადაახალისა

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და პირველი შეხვედრის შემდეგ გუნდი თითქმის სრულად გადაახალისა.

23 სექტემბერს უელსთან ნათამაშები მატჩის (14:43) შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ 3-მა მორაგბემ შეინარჩუნა.

კაპიტანი მარქაფიდან ბრუნდება

12 ცვლილებიდან 5 ხაზში განხორციელდა. 9 ნომრის პოზიციაზე თამაშს გელა აფრასიძე იწყებს, რომელიც წინა მატჩში ვასილ ლობჟანიძის შემცვლელი იყო, ახლა კი მათ როლები გაცვალეს. თედო აბჟანდაძე ერთ-ერთი ის მორაგბეა, რომელიც ამჯერადაც ძირითადშია.

ფრთიდან ცენტრში გადაინაცვლა და ლაშა მალაღურაძეს შეუწყვილდება
გიორგი კვესელაძე
. მალაღურაძე უელსთან განაცხადში არ იყო. განაცხადში არ იყვნენ და ამჯერად ფრთებზე იწყებენ თამაშს სანდრო თოდუა და ზურაბ ძნელაძე. თოდუასთვის ეს მე-80, ხოლო ძნელაძისთვის მე-10 სანაკრებო კეპი იქნება. უელსთან სულ რამდენიმე წუთი ითამაშა და ამჯერად ფულბეკის პოზიციაზე ძირითადშია ლაშა ხმალაძე.

ტრავმა მოიშუშა და ურუგვაისთან შეცვლაზე ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე. ის მოსამზადებელ მატჩში, "საუზერნ კინგსთან" დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა. მარქაფაშია სოსო მათიაშვილიც.

მთლიანობაში, ჰეიგმა სამხრეთამერიკელებთან სათამაშოდ გამოცდილი ხაზის მოთამაშეები შეარჩია. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 7 მორაგბის კეპების ჯამური რაოდენობა 304-ს შეადგენს, ხოლო მარქაფაში მყოფების - 129-ს.

"ბორჯღალოსნების" 32-ე კაპიტანი - ჯაბა ბრეგვაძე

ურუგვაისთან საქართველოს ნაკრების კაპიტანი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე იქნება, რომელიც გახდება 32-ე მორაგბე, რომელსაც აქამდე "ბორჯღალოსნებისთვის" უკაპიტნია. მან უელსთან შეცვლაზე ითამაშა, ახლა კი ძირითადშია.

სულ ჰეიგმა 8-იდან 7 მორკინალი შეცვალა. პირველ ხაზში ბრეგვაძეს მხარს გურამ გოგიჩაშვილი და ლევან ჩილაჩავა გაუმაგრებენ. უელსთან ისინი მარქაფაში იყვნენ. მარქაფაში გადაინაცვლა მარჯვენა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა, ახალგაზრდა კვაჭი ვანო კარკაძე და გიორგი მელიქიძე კი მსოფლიო თასზე პირველად ითამაშებენ.

მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა კოტე მიქაუტაძემ, რომელსაც ლაშა ლომიძე შეუწყვილდება. ლომიძისთვის ეს იაპონიაში პირველი თამაში იქნება. მეორე ხაზში შეცვლაზე შევა მამუკა გორგოძე, რომელმაც უელსთან მესამე ხაზში, ძირითადში ითამაშა.

მესამე ხაზში თამაშს ის მორაგბეები იწყებენ, რომლებიც პირველ მატჩში მარქაფაში იყვნენ. ფლანკერები შალვა სუთიაშვილი და ბექა საღინაძე იქნებიან, ხოლო შემკვრელი ოთარ გიორგაძეა. მესამე ხაზის მარქაფაშია ბექა გორგაძე.

მორკინალების კეპების ჯამური რაოდენობა 324-ს შეადგენს, მარქაფაში მყოფი ფორვარდებისა კი - 119-ს.

შემადგენლობას თუ გადავხედავთ, იაპონიის მსოფლიო თასზე პირველად ითამაშებს 7 მორაგბე. ძნელაძეს, კარკაძესა და მელიქიძეს მსოფლიო თასზე დებიუტი ექნებათ.

29 სექტემბერი. კუმაგაია
საქართველო - ურუგვაი (09:15 თბ.დრ)

ხაზი | ბექები
15. ლაშა ხმალაძე, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;

მორკინალები | ფორვარდები
1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ლაშა ლომიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ოთარ გიორგაძე.

მარქაფა
16. ვანო კარკაძე, 17. ბექა გიგაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. მამუკა გორგოძე, 20. ბექა გორგაძე, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. მერაბ შარიქაძე, 23. სოსო მათიაშვილი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 27 /
ეს შემადგენლობა ნამდვილად სჯობია უელსთან შემადგენლობას. მზოლოდ 2 მორაგბე, მიქაუტაძე და სუთიაშვილი, ძაან მძიმედ გამოიყურებიან. მოკლედ ვფიქრობ გაცილებით უკეთ ვითამაშებთ, არა მხოლოდ მოწინააღმდეგის სისუსტიდან გამომდინარე, არამედ ჩვენი შემადგენლობიდან.
გიორგი
29 სექტემბერი 2019 07:54
0
რატომ ამბობთ მეორე შემადგენლობა არისო, ვერაფრად ვერ ვხვდები. მშვენიერი შემადგენლობაა. განსაკუთრებით გამახარა აფრასიძის და ჩილაჩავას გამოჩენამ.
ურუგვაის ვუგებთ +15 ქულით. დაიმახსოვრეთ, უეჭვდლი +15.
Irakliy
28 სექტემბერი 2019 11:03
0
13 ცვლილება პრინციპული და მოსაგები თამაშის წინ გაუგებარია ამდენი ხალხის დასვენება :|
მე მგონი ავსტრალიის გაგორება აქვს მილტონს ჩაფიქრებული :)))
Best
28 სექტემბერი 2019 09:57
1
... მოკლედ მომდევნო დღეებში დიდი ამბები მოხდება რაგბის სამყაროში. კონკრეტულად კი ფიჯის სავარაუდოდ მთელმა ხაზმა, ურუგვაისთან თამაში გაყიდა. YouTube უკვე გამოდეს ვიდეოები, განსაკუთრებით მათი 9,10,12 და 13 ების მოქმედებაზე მოედანზე. მოკლედ დიდი ამბები გველის წინ. ისე მეც რომ ვუყურე ვიდეოებს დამწყები მორაგბე არ თამაშობს ისე რაც 9 და 10მა იკადრესს. მარტო გაფუჭებულ ჯარიმებზე არაა ლაპარაკი....
დიდგორელი
27 სექტემბერი 2019 17:50
7
აგაშენა ღმერთმა,ძლივს არ ვიპოვე ადამიანი ვინც რაგბი იცის და მოვლენებს სწორად აღიქვამს! ბევრნი აქ გაგებაში არა ამ თამაშის.როგორ შეიძლება ადამიანმა დაგიწეროთ დიზლაიკი ავსტრალია-ფიჯის თამაშის ნახვის შემდეგ(განსაკუთრებით პირველი ტაიმის).ფიჯის მიერ მატჩის ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებიდან რამოდენიმე დღეში ურუგავაისთან მოწყობილი ღლაბუცი!
+
28 სექტემბერი 2019 11:58
0
წარმატებები ბიჭებო !
Best
27 სექტემბერი 2019 16:47
0
ეს შემადგენლობა უელსთან არც ეყოლებოდა,თავიდანვე იყო ნათქვამი,რომ რისი შნოც გვაქვს იმ თამაშებს მივაწვებით ბოლომდეო:ურუგვაი და ფიჯი უნდა დავამარცხოდ! უელსთან შეინახა ბიჭები.
ზურა
27 სექტემბერი 2019 16:37
2
აფრასიძე და ხმალაძე 15-ზე უელსთანაც უნდა დაეყენებინა..
zviads
27 სექტემბერი 2019 16:11
0
აი ყოჩაღ ჰეიგს როგორც იქნა ისმინა გულშემატკივართა რჩევები ხაზის მოთამაშეთა დაყენების ამბავში....კარგია !!@
სპორტ ფაზა
27 სექტემბერი 2019 14:12
1
ფეხით ცენტრში ბურთი ა რ უნდა ააგდო, ვერც მიწვდები, ძალიან მაღალი ბიჭები ყავთ ორივეს და მეტოქეს მით ვაძლევთ უპირატესობას შეტევების და ლელოს დადების ,გამოუვალ მდგომარეობაში მ ხ ო ლ ო დ კიდეზე მიწაზე ბურთის შეხებით, დაცვაში ძლიერი თამაში, რაქებში , დერაფნებში სისწრაფე- მოგება და უკანა ხაზიდან - შ ე ტ ე ვ ი ს კარგად ორგანიზებისათვის, როცა ერთი უკანა ხაზელი მიიღებს-აიღებს ბურთს , მის უკან სწრაფად უნდა შეგროვდეს 4-5 მორაგბე და მერე გაიშალოს , დარტმებით და სწრაფი გადაცემებით ... ასე აკეთებს ტოპ- ძლიერი გუნდები. - თუ
ტექნიკური შეცდომები ნაკლები იქნება,ორივეზე შეიძლება თავისუფლად მოგება!
გლახუნა
27 სექტემბერი 2019 12:39
4
გლახუნა ისევ დაიწყე? ჩვენი გუნდი არ არის ახალი ზელანდია
giorgi
28 სექტემბერი 2019 23:02
0
ეს არ არის მეორე შემადგენლობა, ეს არის საბრძოლო შემადგენლობა რომელმაც ურუგვაის პირველ ტაიმში უნდა მოუგვაროს, მარქაფამ კი შეინარჩუნოს და დაასრულოს თამაში
ზორბეგი
27 სექტემბერი 2019 12:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული