საქართველოს ნაკრები ფიჯისთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

დღეს, 3 ოქტომბერს, 2019 წლის მსოფლიო თასის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის ეროვნულ გუნდს ხვდება. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 7:3, ფიჯელების სასარგებლოდ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ დაფარა, ის ფიჯელებს
ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7.


alt"ბორჯღალოსნების" საოცარი ემოცია სამშობლოს ჰიმნის შესრულებისას [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
Ai imena magrad damwyvites guli imena magrad raaa...vabshe sxva sports vtamashobt sm msoflioze chemi azrit da am sports qvis "pasiuri chidaoba" madloba milton mara naxvamdis !!!
Fhg
03 ოქტომბერი 2019 10:58
0
ფულბეკი როგორც ასეთი არ გვყავს ამ თამაშში ყველაზე კარგათ გამოჩნდა
1111
03 ოქტომბერი 2019 10:45
0
ფიჯი უფრო უკეთესი გუნდია. ტყუილა გაქვთ სასწაულის იმედი.
გიორგი
03 ოქტომბერი 2019 10:44
0
ურუგვაისთან საშინლად დავიწყეთ, აქ უკვე კატასტროფაა სამწუხაროდ, 14 ნომერი ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ მაინც ჩვენი ლომები არიან!
LIVERPOOL
03 ოქტომბერი 2019 10:44
0
მფრინავი ფიჯელები არა, ყველი. ჩვენი ბულკები არიან. მიდით, ბიჭებო! მეორე ტაიმს ყოველთვის ვიგებთ!
გელა
03 ოქტომბერი 2019 10:09
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული