10 ცვლილება - ავსტრალიამ "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის საბრძოლო რაზმი დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეტოქის, ავსტრალიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ჩეიკამ 11 ოქტომბერს გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა გამოაცხადა.

ურუგვაისთან გამართულ მატჩთან შედარებით, გუნდში ათი ცვლილებაა. მესამეხაზელი ჯეკ დემპსი ერთადერთია მესამეხაზელთაგან, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა. შერკინების ბურჯი სეკოპე კეპუ 110-ე კეპს მოიხვეჭს. გუნდს დევიდ პოკოქი უკაპიტნებს.

აღსანიშნავია, რომ ცხრა ნომერს, ნიკ ვაითს და მეგაზავ მეთ ტოომუას ერთად ავსტრალიის ნაკრებში არასდროს უთამაშიათ.

ძირითად შემადგენლობაში არიან: მარიკა კოროიბეტე, ჯეიმზ ოკონორი და ქართლი ბილი.

სათადარიგოთა შორის არიან: ვილი გენია, მაიკლ ჰუპერი, კრისტიან ლეალიიფანო, ა
დამ კოლემანი და დენ ჰაილეტ-პეტი. ჩეიკამ შემადგენლობაში არ შეიყვანა ადამ ეშლი-კუპერი.

ავსტრალია: 15. ქართლი ბილი, 14. ჯორდან პეტაია, 13. ჯეიმზ ოკონორი, 12. სამუ კერევი, 11. მარიკა კოროიბეტე, 10. მეთ ტოომუა, 9. ნიკ ვაითი. 1. სკოტ სიო, 2. ტოლუ ლატუ, 3. სეკოპე კეპუ, 4. იზააკ როდა, 5. რორი არნოლდი, 6. ჯეკ დემპსი, 7. დევიდ პოკოქი, 8. იზი ნაისარან

16. ჯორდან ულისე, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. ტანიელა ტუპოუ, 19. ადამ კოლემანი, 20. მაიკლ ჰუპერი, 21. ვილი გენია, 22. კრისტიან ლეალიიფანო, 23. დენ ჰაილეტ-პეტი

ბესიკ ჯანგავაძე იაპონიიდან

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვკაიფობ, რო პრეტენზიები არი ავსტრალიის დამარცხების :) ამ სახელებს რო კითხულობთ, იცით მაინც ვინ არიან ან რა ხალხია?? ან ამ პატარა ქვეყანამ, ასეთი პატარა რესურსებით თავისთვის არაპირველ ადგილზე მდგომი სპორტით როგორ უნდა დაამარცხოს ამხელა ქვეყანა, სადაც რაგბი ლამის სალოცავად აქვთ? დაფიქრდით ხალხო ფულს ფეხბურთს ვატენით და რაგბისტებს ვთხოვთ ზეგრანდის დამარცხებას?
Dd
10 ოქტომბერი 2019 10:44
2
ავსტრალიელები მოედანზე სუ რო არ გამოვიდნენ ჩვენები მაინც წააგებენ
Buxrika
09 ოქტომბერი 2019 08:14
14
გული მიგრძნობს რომ ამათთანაც წავაგებთ, არაა ჩვენი გუნდი ფორმაში. თუმცა, ასტროლოგიას თუ ვენდობით, დედამიწის მარცხენა ნახევარსფეროს ქვეყნებისთვის გაცილებით წარმატებული დღეები იქნება 10-14 ოქტომბერი და იქნებ ამან მაინც გვიშველოს და დავამარცხოთ მარჯვენა ნახევარსფეროელები
რომანა
08 ოქტომბერი 2019 22:54
7
"ამათთანაც" :) :) ეგ იგივეა ხოკეიში კანადასთან რო წააგო :) 1000 ლარიც არაა რაგბის საქართველოს უმაღლეს ლიგაში საშუალო ხელფასი. ტაქსისტი მეტს შოულობს. საჭმელსაც ვერ შეჭამენ თავიანთი ხელფასით და ავსტრალიის მოგებაზე ფიქრობთ? :) გადმოიტანეთ ფეხბურთის ფული რაგბში დროზე, თორე ეგ სპორტიც უკან წავა. ერთადერთი გუნდური სპორტია რომელშიც მსოფლიოზე გავდივართ
დდ
10 ოქტომბერი 2019 10:51
0
ვაი დედა, რაცხა ცუდს მიგრძნობს გული :(
irakli81
08 ოქტომბერი 2019 11:44
2
15. ქართლი ბილი, 14. ჯორდან პეტაია, 21. ვილი გენია, 11. მარიკა კოროიბეტე - ჩვენებურები იქნებიან უეჭველი და იქნებ გაგვივარდეს? :-)
Lasha
08 ოქტომბერი 2019 11:03
3
15. ქართლი ბილი, 14. ჯორდან პეტაია, 21. ვილი გენია, 11. მარიკა კოროიბეტე - ჩვენებურები იქნებიან უეჭველი და იქნებ გაგვივარდეს? :-)
Lasha
08 ოქტომბერი 2019 11:03
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული