ჰეიგმა შემადგენლობა ბოლოჯერ დაასახელა - "ბორჯღალოსნების" განაცხადი ავსტრალიასთან მატჩისთვის

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე, ავსტრალიის ნაკრებს შიზუოკაში ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ "ვოლაბები" ერთადერთია ტიერ1-ის გუნდებიდან, რომლის წინააღმდეგაც აქამდე არასდროს გვითამაშია.

ბოლო მატჩი ჰეიგის თავკაცობით

11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ბოლოჯერ ითამაშებს მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით და შესაბამისად, ახალზელანდიელმა ბოლოჯერ დაასახელა გუნდის შემადგენლობა. მან 3 ოქტომბერს ფიჯისთან გამართული მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა, სულ კი 23-კაციან რაზმში ოთხი ცვლილებაა.

სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები როტაციის პრინციპით მოხდა. 9 ნომრად
თამაშს იწყებს გელა აფრასიძე, ხოლო ვასილ ლობჟანიძემ მარქაფაში გადაინაცვლა. სხვა მხრივ, ხაზი უცვლელი დარჩა. მგეზავი კვლავ გამოცდილი ლაშა ხმალაძეა, ცენტრში მერაბ შარიქაძე და დავით კაჭარავა შეწყვილდნენ, ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება, ხოლო ფრთებზე სანდრო თოდუა და გიორგი კვესელაძე ითამაშებენ.

წინა მატჩის შემდეგ უცვლელია შერკინების პირველი და მეორე ხაზი. პირველ ხაზში თამაშს იწყებენ მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი, ხოლო მეორეში გიორგი ნემსაძე და კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. ნემსაძისთვის ეს ბოლო ოფიციალური თამაშია მის კარიერაში. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ფლანკერმა მამუკა გორგოძემ და შერკინების შემკვრელმა ბექა გორგაძემ, ხოლო მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იქნება, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა, სკამზე კი გიორგი თხილაიშვილმა გადაინაცვლა.

ორი ცვლილებაა მარქაფაშიც. ლევან ჩილაჩავას ნაცვლად, ავსტრალიასთან თამაშში გიორგი მელიქიძე ჩაერთვება, ხოლო მირიან მოდებაძის ნაცვლად, ხაზში თამაზ მჭედლიძეს ვიხილავთ.

2019 წლის მსოფლიო თასი. D ჯგუფი. 11 ოქტომბერი. შიზუოკა
საქართველო - ავსტრალია (14:15 საქ. დრ.)

ხაზი | ბექები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება | ფორვარდები
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
ვერა და ვერ მოაშორეს მათაიშვილი ნაკრებს
გია
09 ოქტომბერი 2019 16:13
9
ვის დააყენებს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს
(ჯობდა 19 წლის მოზარდები გაეხარებინა "გამოცდილების მიღებით" მელიტონს, ისინიი იქნებ დაენდოთ ავსტრალიელებს)
მაინც ყველას დაკეპავენ ბრიტანელი კრიმინალების და კაციჭამია აბორიგენების შთამომავლები
ვოვა
09 ოქტომბერი 2019 19:41
12
ალბათ შერკინებაში ვოლაბებიც გვაჯობებენ, რადგან ძალიან ძლიერი გუნდია, იმედია ძალიან დიდი სხვაობით არ წავაგებთ და 10 წელი მაინც არ გადავდებთ 6 ერს, თუნდაც საუბრის დონეზე. ერთი რაც მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა შერკინების დროს ჰენკა გამოვიყენოთ და ასე დავაჯარიმოთ მოწინააღმდეგე?
რომანა
09 ოქტომბერი 2019 15:40
4
მამუკაშვილზე ნარიაშვილზე და მათიაშვილზე ჯვარი აქ აქ დაწერილი თუ დაგინებულიაქ სვანიძეს ???კვესელაძეს კიდე ბევრად მოდებაძე ჯობია, აბჟანდაძე სადაა..ძვლივს მჭედლიძე გამოჩნდა დაჩილაჩავას რატო აბოროტებთ ყველაზე მაგარი არი ჩილაჩავა და კაჭი ჩახურვებში
შიო
09 ოქტომბერი 2019 14:49
1
აფრასიძის სასტარტოს მივესალმები, სანამ ავსტრალია დაგვილაგდება იქნებ რამე სწრაფი გავუტაროთ. რავიცი რა ვიცი. ყველაფერს მორაგბეებს ვერ დავაბრალებთ... პირველ ტაიმში რომ ვერ გაგვექცნენ დიდი ანგარიშით ალბათ გიორგაძე და ბოლო იმედის მბოჭავად მალაღურაძე კარგი იქნებოდა.
isev
09 ოქტომბერი 2019 16:45
1
თქვე კაი ხალხო. ვერსად ვერ წავიკითხე, ჩილაჩავა ტრავმირებულია თუ არა. 5 წუთი ითამაშა ფიჯისთან და მგონი კოჭლობით გავიდა. ასეა თუ ვცდები?
Alexandre
09 ოქტომბერი 2019 15:04
0
ისევ მათიაშვილი! ამ კაცს დასკვნები ვერ გამოაქვს! მაგრად წავაგებთ ისევ..
zviads
09 ოქტომბერი 2019 14:47
2
გამხნევება სჭირდებათ ჩვენს ბიჭებს კიდევ კარგათ თამაშობენ მილტონ ჰეიგის და მისი სამწვრთნელო შტაბის ხელში ყველა მოწინააღმდეგესთან ერთი და იგივე ტაქტიკით თამაშმა მიგვიყვანა ზუსტად ამ შედეგებამდე !!!!! იმედს ვიქონიებ ფედერაცია ყურადღებით გაითვალისწინებს დაშვებულ შეცდომებს!!!!!



ქომაგი
10 ოქტომბერი 2019 02:39
3
უცხოელების კომენტარებს ვკითხულობდი, 15 ნომერი ელამი ხომ არ გყავთო ღადაობდნენ, რა მათიაშვილი რის ლობჟანიძე, არ ვიცი ვის უნდა პრეზიდენტობა და რა ხდება კულისებში, მაგრამ ნიჟარაძე შენზე უფრო ჩასვრილი პრეზიდენტი არ მეგულება, ძალით დაშალა ნაკრები ამ ჩ
შაკო
09 ოქტომბერი 2019 23:41
3
ნიჟარაძე რა შუაშია წლებია უკვე აღარაა პრეზიდენტი.... სად ბანაობს ზოგი ტოო.
Piper
10 ოქტომბერი 2019 06:24
0
აბჟანდაძეს თუ ტრამვა აქვს, რატომ არ ვიცით ამის შესახებ?
Geo_Dinamo
09 ოქტომბერი 2019 22:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული