თოდუას ლელო - "ბორჯღალოსნებმა" იბრძოლეს, თუმცა ავსტრალია ზედმეტად ძლიერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ოქტომბერს 2019 წლის მსოფლიო თასის D ჯგუფის შეხვედრა საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის ძალიან დაძაბულად დაიწყო.

ავსტრალია პირველივე წუთებიდან უტევდა, თუმცა "ბორჯღალოსნები" თავს საიმედოდ იცავდა და პირველად მე-14 წუთზე დავჯარიმდით, კაჭარავას ფეხი დაუცდა და ბეილის თავზე დაეცა.

ავსტრალიელმა მოედანი დატოვა, მისმა თანაგუნდელებმა კი ძალიან სახიფათოდ შემოგვიტიეს, ჩვენი ჩათვლის მოედანთან 1 მეტრში იყვნენ, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა შესანიშნავად მოახერხეს თავის დაცვა და "ვოლაბებს" ბურთი წინ დაუვარდათ.

23-ე წუთზე კი ავსტრალიელებმა ლელო დაგვიდეს. მეთ თუმუამ მოედნის ცენტრში გაჭრა დაცვის ხაზი. ჩვენმა მეტოქეებმა
სწრაფად შეუტიეს და უაითმა ბურთი ჩვენი ჩათვლის მოედნის ხაზზე დაამიწა. თუმუამ ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.

ცენტრიდან ბურთის განახლების შემდეგ ავტრალიელები საკუთარ 22-იანთან დაჯარიმდნენ. მართალია, დერეფნიდან შემოტანილი ბურთი "ვოლაბებმა" ჩაგვიხურეს, თუმცა მალევე ისევ დაჯარიმდნენ და 29-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ჩვენს ნაკრებს შეხვედრაში პირველი ქულები მოუტანა - 3:7.

35-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ყვითელი ბარათი ავსტრალიელთა 8 ნომერ ნაისარანის უჩვენა, რომელმაც უხეშად ითამაშა გიორგი ნემსაძის წინააღმდეგ. თუმცა ჯარიმის დარტყმის შემდეგ დერეფნიდან შემოტანილი ბურთი წავაგეთ, შემდეგ დავჯარიმდით და ავსტრალიელებმა უკვე კარში დაარტყეს - 10:3.

ამის შემდეგ ჩვენ შევუტიეთ, თუმცა ბურთი ხელიდან გაგვივარდა და მალე "ვოლაბებმა" ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა გადააგდეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 3:10 წააგო.

მეორე ნახევრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ძალიან მწვავედ შეუტია. ავსტრალიელებს ბურთი რაქიდან გამოუვარდათ, რომელიც კაჭარავამ ჩაიგდო ხელში, 1 ავსტრალიელი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და დაახლოებით 25 მეტრი ირბინა, თუმცა შეტევის მესამე ფაზაში ბექა გორგაძეს ბურთი ხელიდან წინ გადაუვარდა.

51-ე წუთზე დრო დიდი ხნით იყო გაჩერებული. ავსტრალიელების შეტევის დროს ერთმანეთს თოდუა და აფრასიძე დაეჯახნენ. სამწუხაროდ, ახალგაზრდა 9 ნომერმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თამაში ორმხრივი შეტევებითა და შეცდომებით მიმდინარეობდა. მე-60 წუთზე კაროიბეტემ ყველასა და ყველაფერს შემოურბინა და შეხვედრაში ავსტრალიელთა მეორე ლელო დადო. "ვოლაბებმა" გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 17:3 გახდა.

70-ე წუთზე, როგორც იქნა, ჩვენი დერეფანი მოვიგეთ. ლაშა ხმალაძემ შესანიშნავად გაჭრა ხაზი და კარგი პასი გაუკეთა სანდრო თოდუას, რომელმაც 30 მეტრი ირბინა და დადო კიდეც ლელო - 8:17. სოსო მათიაშვილმა გარდასახვა არაზუსტად შეასრულა.

თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო 10 წუთში ჩვენს ჩათვლის მოედანში 2-ჯერ დაამიწეს ბურთი ავსტრალიელებმა და საბოლო ჯამში 27:8 მოგვიგეს.

საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩის მსოფლიოს თასზე გამოსვლა დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" საბოლოო ჯამში 5 ქულა მოიპოვეს და ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდნენ.

რაგბის მსოფლიო თასი

საქართველო-ავსტრალია 8:27

ლელოები

ავსტრალია:  უაითი, კოროიბეტე, დემპსი, გენია   

საქართველო: თოდუა


ჯარიმები

საქართველო: მათიაშვილი

ავსტრალია: თუმუა

გარდასხვები

ავსტრალია: თუმუა (2)

მკითხველის კომენტარები / 38 /
არაფერს დავწერ ჰეიგზე, არ დავიწყებ ჭკუის სწავლებას თუ როგორი შემადგენლობა უნდა დაეყენებინა და ასე შემდეგ, უბრალოდ გული დამწყდა რომ 2 ძალიან უაზრო ლელო დავადებინეთ. ასე თუ ისე ანგარიში მისაგებია!
ეხლა კი ზოგადად ჩვენი ბიჭების თამაშზე.. 2015 წლის მსოფლიოზე რომ ნაკრები გვყავდა იმ გუნდთან ახლოს ვერ მივა დღევანდელი ნაკრები.. რა დაემართა შერკინებას? იმ დროს როდესაც კენჭისყრა იყო გამიხარდა ავსტრალია რომ შეგვხვა და მეწყინა უელსი, სამხრეთ აფრიკა მინდოდა, რატომ? მაგათთან არ გვქონდა ნათამაშები და მინდოდა მენახა მაგადი განადგურება შერკინებაში,1000% დარწმუნებული ვიყავი რომ შერკინებაში დავჩაგრავდით მაგრად, შემდეგ ისე წარიმართა ჩვენი ნაკრების საქმე რომ რეგრესი სახეზე იყო, შერკინებაშიც კი მოვუკელით, ეჭვი შემეპარა შერკინებაში არ დაგვჩაგრონ მეთქი ამ მსოფლიოზე და აჰა, დღეს ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, მინდა ვთქვა რომ ჩვენი უძლეველი შერკინების მითი ფიჯიმ და ავსტრალიამ დაამსხვრიეს ამ მსოფლიოზე... გაგვანადგურეს! ჩვენი თუ მათი შერკინება ავსტრალიამ 95% მოგვიგო.. 2015 წლის მართლა უძლეველი შერკინება მენატრება :(( აუტები? საშინელება იყო, ყველა მოწოდებას იგებდნენ.. ძალიან მეიმედება U20 ბიჭები, დარწმუნებული ვარ შემდეგ მსოფლიოზე ბევრად ძლიერი და უფრო დახვეწილი გუნდი გვეყოლება, ეს პატარა ლომი ბიჭები გვასახელებენ 2023, მჯერა ამის, მადლობა ბიჭებს დღევანდელი თავდადებისთვის, საქართველოს გაუმარჯოს ძლიერს და ერთიანს!!!
ლაშა
11 ოქტომბერი 2019 17:16
1
100% გეთანხმებით.
emigranti
12 ოქტომბერი 2019 03:13
0

თუ ავადმყოფს არ უთხარი რისგან უნდა განიკურნოს მას ვერ გამოაჯანმრთელებ

დღევანდელი თამაში სტრატეგიულად და მომზადების მხრივ ძალიან სუსტი იყო
ავტრალიის მეორე გუნდმა არ დააფასა მოწინააღმდეგე და როდესაც მიხვდნენ რომ ცდებოდნენ და დაადგეს "გაზის" პედალს ფეხი კი ნახეთ რაც მოხდა
ინგლისელები გააცამტვერებენ ავსტრალიას (თუ ესე არასერიოზულად მიუდგებიან მათაც)
ვოვა
11 ოქტომბერი 2019 17:11
5
ყველა აუტი წავაგეთ,ჩვენ არცერთზე არ ავუხტით,ყველა შერკინება წავაგეთ,ვერცერთი ჯარიმა (მათივე შეცდომებით დადდებული) ვერ გამოვიყენეთ,ხელით რო ვერ ვთამაშობთ ფაქტია,როგორც კი ოდნავ მოუმატეს 3 ლელო დადეს,რომელ ღირსეულ თამაშზე მელაპარაკებით,რა ტაქტიკაზე ვლაპარაკობთ,აღარ მოგბეზრდათ ეს " ღირსეული წაგებები"?
ბექა
11 ოქტომბერი 2019 16:57
8
იმედია მომდევნო მსოფლიოზე მაინც ვითამაშებთ რაგბს.სულ დაცვაში ყოფნა და ბურთის ფეხით მოცილება რა უბედურებაა
oto
11 ოქტომბერი 2019 16:46
1
მე სათაურს ასე შევცვლიდი:
ავსტრალია საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა, ბორჯღალოსნებმა კი ამას ყველაზე უსუსური თამაშით უპასუხეს!
ბექა
11 ოქტომბერი 2019 16:34
31
ამ მომენტისთვის 24 ნაწყენი ქართველი (ჩემი აზრით კი სუბიექტური) გყავთ....
არდილეს
11 ოქტომბერი 2019 20:17
0
მიყვარს ეს ბიჭები, მიუხედავად იმისა რომ კრიტიკას იმსახურებენ, ყოველთვის თამაში არ გამოსდით, მეტის მოლოდინი გვაქვს და მეტიც შეუძლიათ, ისინი სიცოცხლეს დებენ თამაშის დროს, თუნდაც უეჭველად წაგებული თამაშისას...
11 ოქტომბერი 2019 16:34
9
აბა ნაცარი ნაცარი! ვოვა და კომპანია დაეწყობა აქ "საკრიტიკოდ". კრიტიკასაც ცოდნა უნდა ბიჭებო, არ ილანძღოთ მაინც.

ვასილ ლობჟანიძეს მადლობა. აქაც გამოჩნდა, რომ უღირსად ამცირებდით ბიჭს, კვესელაძემაც საღოლ რეაბილიტაცია მოახდინა თავისი წუნის. საღოლ. მამუკა ... ვისაც არ გამოუვიდა იმათაც მადლობა.ერთად წავაგეთ.


ვოვასნაირებს გადავცემ ესტაფეტას. ნაცარი არ მოიკლოთ
ანდრი
11 ოქტომბერი 2019 16:28
19
ნამუსიანად დამარცხდნენ (ტყუიოლად დახარჯული ენერგია გაუთავებელი შეცდომები ხელით თამაში შერკინებაში ძალიან ბავშვური იყო,აუტების დაკარგვა,,9 ნომერმაც თყუილუბრალოდ დაიზიანა თავი)
მაგრამ მწვრთნელი და ტაკტიკოსები გვხავდა 0
ვიმედოვნებ 4 წლის მერე ოდნავ მოუმატებენ

ვოვა
11 ოქტომბერი 2019 16:26
4
კმაყოფილი ვარ თამაშით 2-გზის მსოფლიო ჩემპიონებთან, აქვე - სამწუხაროდ ისევ მათიაშვილის უხეში შეცდომით გავიდა ბოლო 2 ლელო, სიტუაციაბში ვ ე რ ერკვევა, გარდასახვისაც კი არამყარები ვართ- გამოვიყენებთ თუ არა, დანარჩენი ბიჭებმა ი ბ რ ძ ო ლ ე ს, აუტიდან სრულ მარცხმა შესაძლებლობები მაგრად შეზღუდა, რაქში, მიუხედავად რომ დავმარცხდით, მხოლოდ მცირედით,აქაც საკმაოდ ძლიერად იბრძოლეს, თორემ გაცილებით მეტ ლელოებს მივიღებდით, ვნახოთ მომავალ თამაშებში ამდაგვარ ანგარიშს თუ გაუძლებენ ავსტრალიასთან გრანდები!
გლახუნა
11 ოქტომბერი 2019 16:25
20
ესეც ესე......
Geo
11 ოქტომბერი 2019 16:22
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული