"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს პირველი ტაიმი 8:6 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩის პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" "დინამო არენაზე" რუმინეთს 8:6 მოუგო.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ნაცად შემადგენლობაზე გააკეთა აქცენტი და გულშემატკივრებს შემტევ რაგბის დაჰპირდა.

დაჰპირდა და შეუტიეს კიდეც, მეტოქეს მაღალი ტემპი შესთავაზეს და დებიუტში თედო აბჟანდაძემ ბრწყინვალე რეიდი ლელოთი დაასრულა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა.

ამას სტუმართა იერიში და საჯარიმოდან ფლორინ ვლაიკუს მიერ ანგარიშის შემცირება მოჰყვა.

ტრავმირებული გიორგი კვესელაძე მე-15 წუთზე ლაშა მალაღურაძემ შეცვალა.

21-ე წუთზე ვლაიკუმ ისევ ზუსტად შეასრულა საჯარიმო და ვლახები წინ გაიჭრნენ.

საქართველოს
ნაკრების თამაშში წუნი შეინიშნებოდა, ორჯერ საკუთარი აუტი წააგეს, თუმცა პირველი ტაიმის დასასრულს უპირატესობას დაეუფლნენ, აბჟანდაძემ საჯარიმო გაიტანა და პირველი ტაიმი 8:6 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რუმინეთი რაგბიში როგორც ყაზახეთი ფეხბურთში! ჯობია ობიექტურები ვიყოთ და არა ფანატიკოსები! მსოფლიო თასზე ვნახეთ რაც ვართ! იტალია და შოტლანდია!!!!!!
დათო
01 თებერვალი 2020 20:58
14
ეჰჰ, აბა ორთაჭალის ბაღში გვახე, ვინა ვართ, დარდიმანდის ლხინში გვნახე, ვინა ვარ! ჯამით ტოლუმბაში გვახე, ვინა ვართ!
იდალგო
02 თებერვალი 2020 04:57
1
გააჩუმეთ ეს კომენტატორები არ გვინდა თამაშისას მათ მიერ შეცდომების ანალიზი ფა ხუმრობები უადგილოდ... მიყვენ ონლაინ რეპორტაჟს ეცით ხალხს პატივი ეთერში ბრძანდებით და შეცდომების ანალიზი თამაშის წინ და შემდგომ ხდება და ალბათ მწვრთნელების მოერ...და დანიშნეთ მაშინ მწვრთმელებად ეს...ეჰ ჰეიგ ი გაუშვით... იმწუთშივე ასწორებდა შეცდომებს თამაშისას ეხლაკი გაუთავებლად კომენტატორები ასწორენ გვამცნობენ ვინ ვის მიარტყა ჭაჭებში, ბრმები არ ვართ, ვხედავთ .თავიანთი უადგილო ანალიზებით იმის მაგივრად რომ ონლაინ თამაშის მსვლელოობაზე ილაპარაკონ ...გადაგვღალეს ამ ნაბახუსევი ხმებით....
მონპელიე
01 თებერვალი 2020 19:16
12
გააჩუმეთ ეს კომენტატორები არ გვინდა თამაშისას მათ მიერ შეცდომების ანალიზი ფა ხუმრობები უადგილო მიყვენ ონლსინ რეპორტაჟს ეცით ხალხს პატივი ეყერში ბრძანდებით და შეცდომების ანალიზი თამაშის წინ და შემდგომ ხდება და ალბათ მწვრთნელების მოერ...და დანიდნეთ მაშინ მწვრთმელებად ეჰ ჰეიგ გაუშვით იმწუთში ასწორებდა შეცდომებს ეხლაკი გაუთავებლსდ კომენტატორები ასწორენ,თავიანთი უადგილო ანალიზებით იმის მაგივრად რომ ონლაინ თამაშის მსვლელოობაზე ილაპარაკონ ...გადაგვღალეს ამ ნაბახუსევი ....
მონპელიე
01 თებერვალი 2020 19:11
6

სიახლეები პოპულარული