იტალიის ნაკრების მორაგბე: ექვსი ერიდან ჩვენ გაგვაგდონ და საქართველო მიიღონ - რა სისულელეა

AutoSharing Option
rugbypass-ზე წერილი გამოქვეყნდა იტალიის მორაგბეთა ნაკრებზე, რომელიც ექვს ერზე მეტად და მეტად წარუმატებლად ასპარეზობს (უკანასკნელად 2015 წელს იმარჯვეს). გამოცემის ცნობით, იტალიის ნაკრების მორაგბე ჯეიკ პოლედრის მოჰბეზრდა ყოველი წაგების შემდეგ მათი გუნდის ტურნირიდან გაგდებაზე საუბარი.

აი, რა განაცხადა გაღიზიანებულმა პოლედრიმ:

"მსოფლიოს კლასის გუნდებთან თამაში უზარმაზარი გამოწვევაა. ჩვენ ტურნირზე საუკეთესო ნაკრები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ვცდილობთ, ასეთი ვიყოთ. ექვს ერზე საუკეთესო გუნდებთან ასპარეზობა ჩვენთვის კარგი გაკვეთილების მიღების საშუალებაა.

რაც შეეხება ბევრ საუბარს იმაზე, რომ ტურნირიდან ჩვენ გაგვაგდონ და საქართველო მიიღონ, ეს ჩვენთვის
უბრალოდ სისულელეა. საქართველო საკმაოდ კომფორტული ანგარიშით დავამარცხეთ (2018 წლის ნოემბერში 28:17).

ეს შორსმჭვრეტელური არ არის, როდესაც ამბობენ: "ო, უბრალოდ გააგდეთ ისინი, რადგან სულ მარცხდებიან". სრულყოფისათვის ჩვენ ასეთ მატჩებში მონაწილეობა გვჭირდება. ჩვენ გაგდებაზე საუბრები იტალიისთვის ძალიან მავნებელია".

მკითხველის კომენტარები / 37 /
რა ექვსი ერი ერთი გუნდიც არ გვყავს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე სადაც
რუსეთი 2 გუნდით გამოდის
იტალია 4 გუნდით
რუმინეთი 1 გუნდით
ესპანეთი 1 გუნდით და
პორტუგალია 1 გუნდით!!!!!!!!
გიგი
11 თებერვალი 2020 03:33
0
გეთანხმებით, ექვს ერზე ჯერჯერობით მხოლოდ ლაპარაკი და ოცნება შეგვიძლია, როცა საკუთარ ჩემპიონატს მოვაწყობთ მაღალ დონეზე, შემდეგ უკვე საქმეზე შეიძლება საუბარი.
გიზოგ
11 თებერვალი 2020 10:45
0
ამ ბრიყვს ავიწყდება თუ ის თამაში სად იყო, რომ იდზახის ქართველებს მოუგეთო, და იმ დგეს მსაჯიც ვის ეხმარებოდა..... იყოს 8-ვა ქვეყანა, და მაშინ კი დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ნაკრები 6-ვსე ადგილს დაიკავებს, თუ არა 5-თე. წარმატებებს უსურვებ ჩვენს ნაკრებს!!!
Si
10 თებერვალი 2020 22:15
2
არავინ იძახის თქვენს გაგდებას, ჩვენ მე7 ერობა გვინოდოდა, თუმცა ეგეც მალე იქნება მაკარონ
evrojorjia
10 თებერვალი 2020 21:32
3
აბსოლიტურად გეთანხმებით რო შეიძლება ჩავემატოთ მარა თუ იტალის მაგივრად უნდა ჩავჯდეთ მოდი ჯერ მოვუგოთ ამ იტალიას და სიმაღლეებზე მერე ვილაპარაკოთ
Simartle
11 თებერვალი 2020 00:22
2
საქართველო რომ დაემატება და მაინც ყველას წააგებთ მერე გავარჩიოთ თქვენი დარჩენა არ დარჩენის ამბები
გიორგი
10 თებერვალი 2020 21:52
3
კაი ჭკვიანი ბიჭია რას ერჩით ექვს ერზე თამაშში მეტ გამოცდილებას ვიძენთო კაი კაცო ჩვენ არ გვინდა ხო გამოცდილება მაქ ? ჩვენ თუ მეშვიდედ დაგვამატეს ხომ აყვირდებით არ გვინდაო? თბილისში გვესტუმრეთ ბიჭებო რატომღაც თავს რომ იკავებთ იქნებადა დიდი ანგარიშით მოიგოთ ან პირიქით.
dato
10 თებერვალი 2020 23:04
2
ანუ Თვითონაც აღიარებენ, რომ საქართველოს დონეზე ეშვებიან და ეს აღიზიანებთ. ამას რეიტინგიც ემატება :)))))))
: )))))))
10 თებერვალი 2020 22:11
0
ამდენი წელი საქართველოს ნაკრებს რომ ეთამაშა 6 ერში, სულ მინიმუმ დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ წელს ხის კოვზი არ გვექნებოდა გარანტირებული და მიღებული გამოცდილების რელიზებით ახლანდელ იტალიის ნაკრებს უპრობლემოდ მოვუგებდით.
grisha
11 თებერვალი 2020 10:41
2
ნუ გააგდებენ, ჩვენც დაგვიმატონ. ტვითონ რომ სწავლობენ ხომ მოწონთ.
ნიკო
11 თებერვალი 2020 10:42
0
ძლიერი უნდა იყოს ლიგაში!!! სამართლიანად ესე იქნება!!!
ინკვიზიტორი
10 თებერვალი 2020 22:04
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული