rugbypass-ზე წერილი გამოქვეყნდა იტალიის მორაგბეთა ნაკრებზე, რომელიც ექვს ერზე მეტად და მეტად წარუმატებლად ასპარეზობს (უკანასკნელად 2015 წელს იმარჯვეს). გამოცემის ცნობით, იტალიის ნაკრების მორაგბე ჯეიკ პოლედრის მოჰბეზრდა ყოველი წაგების შემდეგ მათი გუნდის ტურნირიდან გაგდებაზე საუბარი.
აი, რა განაცხადა გაღიზიანებულმა პოლედრიმ:
"მსოფლიოს კლასის გუნდებთან თამაში უზარმაზარი გამოწვევაა. ჩვენ ტურნირზე საუკეთესო ნაკრები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ვცდილობთ, ასეთი ვიყოთ. ექვს ერზე საუკეთესო გუნდებთან ასპარეზობა ჩვენთვის კარგი გაკვეთილების მიღების საშუალებაა.
რაც შეეხება ბევრ საუბარს იმაზე, რომ ტურნირიდან ჩვენ გაგვაგდონ და საქართველო მიიღონ, ეს ჩვენთვის
უბრალოდ სისულელეა. საქართველო საკმაოდ კომფორტული ანგარიშით დავამარცხეთ (2018 წლის ნოემბერში 28:17).
ეს შორსმჭვრეტელური არ არის, როდესაც ამბობენ: "ო, უბრალოდ გააგდეთ ისინი, რადგან სულ მარცხდებიან". სრულყოფისათვის ჩვენ ასეთ მატჩებში მონაწილეობა გვჭირდება. ჩვენ გაგდებაზე საუბრები იტალიისთვის ძალიან მავნებელია".
რატომ მოგვიგო იტალიამ, იმიტომ რომ რეგულარულად თამაშობს ტოპ ნაკრებებთან. ვფიქრობ არასწორია ის არგუმენტი რომ ჯერ იტალიას მოუგოთ და მერე გამოვთქვათ პრეტენზია 6 ერში მიღებაზე. წელიწადში ორი სამი საყველპუროდ "გადმოგდებული" ტესტ მატჩები საქმეს ვერ უშველის.