ლევან მაისაშვილი: ბელგიასთან მატჩში ერთადერთი ამის ნახვა არ მინდოდა...

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/GeorgianRugby

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების დამაჯერებელი ძლევის შემდეგ "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განვლილი მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"თამაშს პირველივე წუთიდან ყველა კომპონენტში ვაკოტროლებდით, რაც თავიდანვე გვქონდა დაგეგმილი. ბიჭებს ვუთხარი, რომ ანგარიშის მიუხედავად ყველა შეტევაში ისე გვეთამაშა, თითქოს ეს იყო ჩვენთვის ბოლო შანსი და მათ ამოცანას თავი კარგად გაართვეს. ტექნიკურად და ფიზიკურად დიდი უპირატესობა გვქონდა, თუმცა ხანდახან, ასეთ შემთხვევაშიც არაა მარტივი ქულების აღება და მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის.

„ერთადერთი, რისი ნახვაც დღეს არ მინდოდა, ეს ეგოისტური თ
ამაში იყო, რაც ამ შემთხვევაში მინიმუმამდე დავიდა. ყველა თამაშობდა გუნდისთვის, რაც ძალიან კარგია. რაგბი ევროპაზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენ რას გავაკეთებთ. ფიზიკურად, ტექნიკურად თუ ტაქტიკურად, შეგვიძლია ვიყოთ დომინანტები და თუ ეს ვერ შევძელით, მხოლოდ ჩვენი ბრალი იქნება და არა მეტოქის. მე არ ვაკნინებ მოწინააღმდეგეს. დავალებები ამ თამაშში უკეთ შესრულდა, ვიდრე წინა ორ შემთხვევაში და ეს ძალიან კარგია.

ლაშა ჯაიანს და დემე თაფლაძეს დიდი ხანია ვიცნობ. ორივემ ბრწყინვალედ ჩაატარა დღევანდელი შეხვედრა და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მათ პერსპექტიული მომავალი აქვთ. სადაც შანსი გვექნება, მათ აუცილებლად მივცემთ თავის გამოჩენის შესაძლებლობას,"- აღნიშნა მაისაშვილმა.

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
მესამე დღეა უკვე და არანაირი ინფორმაცია რაგბი ევროპის სხვა თამაშების შესახებ!!!
სერგი
09:39 24-02-2020
0
ამ სტილში რომ ძლიერ მეტოქეებთან ვითამაშოთ და მთელი თამაში გავუძლოთ,კარგი იქნებოდა,მაგრამ ბელგიასთან ინტენსიური თამაში ნაკლებად იყო,არც მათი კლასი და ტექნიკა ტაქტიკაა ჩვენთან თანაზომადი,თუმცა ამ მიმართულებით ავმოძრავდით და ესაა კარგი.თავდაჯერება და სტაბილურობა უნდა შევიძინოთ.აქაც ძალიან ხშირად ვცდებოდით,ვჯარიმდებოდით,თამაშის ხაზს ვკარგავდით,მაგრამ მაინც კარგი იყო.გილოცავთ ბიჭებო და ასე განაგრძეთ.ის რაც ჰეიგმა ვერ გაბედა,ლევანმა სცადა და ჯერჯერობით საკმაოდ კარგად გამოვიდა.ნათქვამია საქციელს დასთეს,ჩვევას მოიმკი.ჩვევას დასთეს და ხასიათს მოიმკიო.ჩვენ ჯერ საქციელის დათესვა დავიწყეთ და ხასიათამდე უნდა მივიდეთ.ამას დრო უნდა და 4 წელი, წესით ჩვევაში მაინც გადაგვიყვანს.შესაძლოა ხასიათის ცვლილებებიც დაგვეწყოს და ეს,შესანიშნავი იქნება.
სოსო
20:19 23-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული