"შავი ლომი" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ისტორიული თამაშისთვის ემზადება, რომელსაც 9 დეკემბერს "მიხეილ მესხზე“ 150-წლიანი ისტორიის მქონე ინგლისური გრანდის, "გლოსტერის" წინააღმდეგ გამართავს.

პირველი ქართული ფრენჩაიზი ჩელენჯ თასის სადებიუტო შეხვედრას 17 საათზე დაიწყებს.

გასულ შაბათს "შავმა ლომმა" რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში ესპანური "იბერიანსი" 41:0 დაამარცხა და ზედიზედ მესამე ტიტულს დეკემბრის ბოლოს შეუტევს, მანამდე კი ჩელენჯ თასზე ორ თამაშს გამართავს – 9 დეკემბერს "გლოსტერთან" და 16 დეკემბერს უელსში "სკარლეტსთან".

"მეტოქის თამაშის ანალიზი უკვე გავაკეთეთ და შესაბამისად ვემზადებით. ამ დონის გუნდთან "შავ ლომს" ჯერ არ უთამაშია. მოწინააღმდეგე პრემიერშიფის წარმომადგენელია, მისი და სუპერთასზე მონაწილე გუნდებს შორის განსხვავება ცა და დედამიწაა. აქ შეცდომა უფრო ძვირად ფასობს და დიდი მნიშვნელობა ექნება დისციპლინას, ბალანსს შეტევასა და დაცვას შორის“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და განაგრძობს:

"ჩელენჯ თასში ჩართვა ქართული რაგბის დიდი დაფასებაა და მნიშვნელოვანია, ღირსეულად წარვდგეთ. ამ ბიჭებისთვის ესაა შესაძლებლობა, აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები და ითამაშონ სანაკრებო ვარსკვლავების წინააღმდეგ. და თუ ვინმესთვის რაგბი მნიშვნელოვანია, ის 9 დეკემბერს აუცილებლად უნდა მოვიდეს "მიხეილ მესხზე“ და უქომაგოს "შავ ლომს". "შავი ლომი" პროფესიულ კლუბად ყალიბდება, სულ სხვა ეტაპზე გადადის, სხვა ხარისხის თამაშები ელოდება და ეს არის გზა შემდგომი განვითარებისთვის“.

+4 გაფართოებულ რაზმში

"გლოსტერთან" თამაშის წინ "შავი ლომის" გაფართოებულ შემადგენლობას 4 მოთამაშე დაემატა. ესენი არიან: გელა მახარაშვილი, გიორგი ნიკოლაძე, ალიკო შამილიშვილი და საბა კურტანიძე.

"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბი ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება დიდი 10-ის შეხვედრებს და არაა გამორიცხული, რომ სამომავლოდ გაფართოებულ რაზმში სხვა მოთამაშეებიც გამოჩნდნენ.

"იმისათვის, რომ ხარისხიანი ვარჯიშები გვქონდეს, პერიოდულად ვიმატებთ მოთამაშეებს 20-წლამდელთა ნაკრებიდან. ეს მათთვისაც საინტერესო გამოცდილებაა და ჩვენთვისაც კარგია. დიდი 10-ის ყველა თამაშს ვაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში, გამორჩეული მოთამაშეები გაფართოებულ შემადგენლობაში შემოგვყავს. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყველას მოუწევს თამაში, მაგრამ "შავი ლომის" გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრა უკვე დიდი აღიარებაა“ – აღნიშნავს მაისაშვილი.

მიზანი – გამოცდილება და…

გამოცდილების მიღების პარალელურად, ჩელენჯ თასის პირველ სეზონში "შავი ლომი" ყველა თამაშში მაქსიმუმის ჩვენებას ეცდება, თუმცა გუნდში ყველას კარგად ესმის, ამ ეტაპზე მაღალი მიზნების დასახვა არარეალური იქნება.

"ამ ოთხიდან რომელიმე თამაშის მოგება ურთულესი ამოცანა იქნება, თუმცა ვეცდებით, მაქსიმალურად ხარისხიანი რაგბი ვითამაშოთ და უძლიერეს მეტოქეებთან ძალები მოვსინჯოთ. აქ გამოჩნდება, რამდენად ვართ მზად, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩელენჯ თასზე სტაბილურად მონაწილეობის შემთხვევაში, სამომავლოდ ჯგუფიდან გასვლაც რეალისტური იქნება. ამ ეტაპზე ეს ძალიან რთული იქნება. ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ვნახოთ, რას ეყოფა ეს მაქსიმუმი“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი.

Rugby.ge

wuwki
ეჰ ჟორო ჟორა
გიორგი
წარმატება ბიჭებს! კარგი იქნებოდა ვინმეს ეთქვა, ჩელენჯ ქაფზე ერთხელ მიგვიწვიეს, თუ მომავალშუც გვაქვს შანსი? ჟურნალისტებო, გაარკვიეთ.
გიორგი
მაღალი დონის მწვრთნელი გუნდს არასდროს ჰყოლია და რას მარჩიელობ?
ბმბ
ამ ეტაპზე ეს სწორი ნაბიჯი იყო
ჟორა გაბრიჭიძე
მაისაშვილის ხელში ნაკრებმა მნიშვნელოვანი თამაშები მოიგო და კარგი თამაშები აჩვენა. მსოფლიოზე ჩავარდნა უბრალოდ ფეხის დაცდენად უნდა ჩავთვალოთ, ნაკრების თამაშს წინსვლა ნამდვილად ეტყობა, ამიტომ არ იყო სწორი, როცა მის გადადგომას დაეთანხმენ. არა მგონია იმპორტულმა მწვრთნელმა უკეთესი შედეგი დადოს, მაგ სკოლა უკვე გავლილი გვაქვს.
რიო
ეს თამაში თავისი მნიშვნელობით ნაკრების დონეს უტოლდება ,გლოსტერი გრანდია როგორც ფეხბურთში რეალი.
ბმბ
მე მომწონს მაისაშვილი, მაგარი მწვრთნელია ძმაო.
mamuka09ze
ახლა გამოჩნდება საკლუბო რაგბი გვაინტერესებს თუ არა. ყველანი სტადიონზე!!!
Rezo
უხ რა მაგარი რამეა! საბჭოთა კავშირის მერე სტადიონზე კლუბის საქომაგოდ სიარულის სიამოვნება და,ბედნიერება აღარ გვქონია. ფეხბურთში არც ჩანს საშველი. სამაგიეტოს რაგბში ასე თუ ვივლით ურჩ ში შეგვიყვანენ დ მერე ნახეთ ყოველ შაბათს ლენსტრები და კონახტები თბილისში)
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
"ტოტენჰემის" ფეხბურთელი 526 დღის შემდეგ უბრუნდება მოედანს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
"რასინგის" წარუმატებლობა გრძელდება - გულიაშვილი 90+2-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე...
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
"პასუხს მოედანზე გავცემთ" - "ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს მოთამაშეების კომენტარებით აღშფოთდნენ
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
შეცდომები და ბარტონის 5 საჯარიმო - "შავი ლომი" "გლოსტერთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | დებიუტისთვის 23 შეირჩა
"გლოსტერი" – კლუბი 1.5-საუკუნოვანი ისტორიით
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ღია ვარჯიში ისტორიული თამაშის წინ
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს