რუსეთის ნაკრები თბილისში დანაკლისით და რუმინეთისა და ბელგიის შეთქმულების შიშით მოდის

AutoSharing Option
შარშანწინდელიც კი მახსოვს შენგან ბრიყვული წყენაო

რუმინეთს და ბელგიას რუსეთთან შურისძიების ჩინებული შესაძლებლობა მიეცათ

რუსეთმა 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის განაცხადი გამოაცხადა. თბილისში "დათვებს" ოთხი მორაგბე ვერ დაეხმარება: "სეილ შარკსში" დაბრუნებული ვალერი მოროზოვი და ტრავმირებულები - ნიკიტა ჩურაშოვი, ვლადისლავ სოზონოვი და რამილ გაისინი. ამ უკანასკნელმა გუშინ განაცხადა, რომ ბოლოს და ბოლოს საქართველოს დამარცხების დრო დადგა. ჩვენმა გუნდმა ვადამდე მოიგო ტურნირი და მისთვის ამ მატჩს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა რუსებთან თამაში ყოველთვის პრინციპულია და აქ "პრაქტიკულობა" მეორეხარისხოვანია.
აი, მეტოქისთვის კი შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ "ბორჯღალოსნები", დიდი ალბათობით, კვლავ სძლევს რუსებს, შეიძლება მათმა გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავოს და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში იბრძოლოს. სიტუაციასა და "შიშებზე" rugger.info-სთან ეგორ ლენსკიმ ისაუბრა.

"მოცემული მომენტისთვის რუსები უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან - 8 ქულა მინიმუმ მეხუთე ადგილზე გასვლის გარანტიას აძლევს. იმისათვის, რათა "დათვებმა" თავი აარიდოს დივიზიონში დასარჩენ პლეი-ოფის შეხვედრას, საქართველოსთან თუნდაც ერთი სატურნირო ქულა უნდა აიღოს. თუ ეს არ მოხდა, ბოლო ადგილის ბედი რუმინელთა და ბელგიელთა ხელში აღმოჩნდება.

თუ რუმინელებმა გასვლაზე ბონუსით იმარჯვეს, რუსეთი ბოლო პოზიციას დაიკავებს, ვინაიდან ბელგიის მსგავსად 8 ქულა ექნება, მასთან პირადი შეხვედრა კი წაგებული აქვს.

შეუძლია კი ბელგიას არ დამარცხდეს რუმინეთთან 7 ან ნაკლები ქულით? ეს ის კითხვაა, რომელზეც რთულია ცალსახა პასუხის გაცემა. ჯანსაღი ლოგიკის მიხედვით, რუმინეთი ტურნირზე ბოლოს მეტოქის განადგურებით თავისი გულშემატკივრების გახარებას და გასახდელში პოზიტივის შეტანას შეეცდება. თუმცა ბელგია უკანასკნელ ხანს მოძლიერდა და შეუძლია რუმინეთს სავსებით რეალური და არა დადგმული ბრძოლა გაუმართოს.

თუ ვითარებას "შეთქმულების თეორიის" პოზიციით შევაფასებთ, გასახსენებელია, რომ რუსეთის საჩივრის გამო რუმინეთი მსოფლიოს თასის მიღმა დარჩა, ხოლო ბელგიას, რომელსაც ასევე ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა მოთამაშეთა ნატურალიზებასთან დაკავშირებით, დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწია.

ახლა განაწყენებულებს შურისძიების შანსი მიეცათ. ამისათვის რუმინეთმა უნდა გაიმარჯვოს, ხოლო ბელგიამ ბონუსი აიღოს - თუ რუსეთი საქართველოდან ხელცარიელი დაბრუნდება. "შეთქმულებს" ის უპირატესობაც აქვთ, რომ თბილისური მატჩი ადრე დაიწყება.

როგორც ხალხური სიბრძნე ამბობს - სურვილი იყოს, თორემ საშუალება მოინახება. "ბოროტი ხმები" გაუხმაურებელ მოლაპარაკებებზე სარაგბო სამყაროში ხანდახან ვრცელდება... თუმცა ეს ყველაფერი ზემოთქმული მეტი არაფერია, თუ არა კოშმარები, რომლებიც ავტორის ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია, სიმადვილეში ხომ ჩვენ რაგბის სისუფთავის და თამაშის ტრადიციის დაურღვევლობის გვჯერა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
Rugeridan ro ar targmnot statiebi da tqvenut sheqmnat rame, ase znelia? Ra ubedurebaa es plagiati da viwro tvalsawieri?
Elviri
12 მარტი 2020 11:51
0
რუმინელებს შურისძიება თუ უნდოდათ მაშინ უნდა მოეგოთ რუსეთისთვის და ეხლა შეთქმულება არ გახდებოდა საჭირო.
ლაშა
12 მარტი 2020 09:45
1
გასაგები გახდა, თუ რატომ ვერ ენდნენ მესხის სტადიონის განათებას. ამას რუსები ორმაგად ცუდად დაგვიმახსორებს მაფიოზებო!
zurab
12 მარტი 2020 09:33
10
ღმერთი არ გაუწყრეთ და ღრუსებს ბონუსი არ გაატანონ ჩვენებმა!ჩვენი რაგბის კავშირის ( და არა მორაგბეების ) ღრუსეთის მოყვარულობა არაერთხელ გამოჩნდა. ხალხი არ გააბოროტოთ
ვახო
12 მარტი 2020 09:04
3
რაგბი დიდად არ მაიტერესებს, მაგრამ ერთს ვერ ვხვდები, ამ მატჩზე თუ შეიძლება მაყურებლის დაშვება, 26 მარტს ფეხბურთში რატომ არ შეიძლება
დავით 67
12 მარტი 2020 05:02
8
რა ვქნა თუ არ მაინტერესებს, არ მიყვარს ეს სპორტი. მაყურებელი კი არა თამაშიც აკრძალეს. ეგრეც ვიცოდი
ვახო-ს
13 მარტი 2020 03:36
0
პირველი წინადადება რომ არ დაგეწერა არ შეგეძლო?ან ვინ თქვა რომ 26 მაყურებლები აკრძალეს
ვახო
12 მარტი 2020 09:07
3
კომენტები გამოაქვეყნეთ, თქვენი.......
greis
12 მარტი 2020 02:40
0
სიმართლე ითქვას, ამ ჯგუფში ყველაფერი რუმენეთის უსუსურმა გამოსვლამ აურია. რა ანგარიშითაც არ უნდა დაამთავრონ თამაში ბელგიასთან, მაინც სამარცხვინოდ ჩაითვლება მათი წლევანდელი გამოსვლა. რუსეთი კიდევ ხავსს ებღაუჭება, მაგრამ ეს ხავსიც აღარ არის - ჩვენებმა პორტუგალიასთან არადამაჯერებლად ითამაშეს და თუნდაც ამის გამო რუსეთთან სამმაგად მოინდომებენ. ამინდიც მშვენიერი იქნება და გულშემატკივარიც ბლომად მივა. ამიტომ, რა თეორიებიც არ უნდა განავითარონ, რუსებს თავადაც სჯერათ, რომ ბონუსით მარცხი არ ასცდებათ.
:)))))
11 მარტი 2020 20:15
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული