საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "8 ერის" ნოემბერ-დეკემბერში ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ამ ინფორმაციას Asie Rugby ავრცელებს და ჯგუფების შემადგენლობასაც ასახელებს.
აღნიშნული ტურნირისთვის "6 ერისთვის" 3 ნაკრების დამატებაზე იყო საუბარი - ფიჯი, იაპონია და საქართველო და საბოლოოდ ჩვენი გუნდი თამაშგარეში დატოვეს. მოკლედ, "ბორჯღალოსნებს" ექსპერიმენტულ ტურნირზე მონაწილეობის უფლებაც კი არ დართეს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ.
გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან:
A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი
B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია
B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია
ემოციების გარეშე რომ დავფიქრდეთ:
სიტუაციაა ისეთი რომ მსოფლიო რაგბის ფედერაცია არც არაფერს წყვეტს და არც არაფერში გვარგია. წელიწადში 1 ამხანაგურს თუ გვაღირსებენ ხოლმე.
ასევე ვხედავთ, რომ დიდი გუნდები დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებენ.
ისე გამოდის, რომ ჩვენ ვჭირდებით, რათა ესპანეთმა, რუსეთმა და სხვებმა დონე აიმაღლონ და ჩვენ კი საშუალებას არ გვაძლევენ "გავიზარდოთ" და უმოტივაციოდ გვტოვებენ ფაქტიურად.
აქედან გამომდინარე საინტერესო იქნებოდა ჩვენი ნაკრების პროტესტი ევროპის ერთა თასის მიმართ. ვიცით რომ ახლაგაზრდულ ევროპულში არც ერთი სერიოზული ნაკერები მონაწილეობას აღარ იღებს ამის გამო მათ არავინ სჯის.
ვთქვათ უარი ევროპის ერთა თასზე, რომელსაც პრესტიჟიც აღარ აქვს და არც გამოცდილება და მთელი ძალები და ფინანსები მივმართოთ რომელიმე პრანჩაიისზე.
ეს ჩვენც წაგვადგებოდა წინსვლაში და მსოფლიო რაგბის ბობოლებსაც დააფიქრებდათ, მითუმეტეს თუ რუმინეთსაც გავიყოლებთ თან.
რას იზამს ევროპის ერთა თასი ჩვენსა და რუმინეთის გარეშე? შეარგოს ღმერთმა ბელგიას, გერმანიასა და ესპანეთის ფრანგი ემიგრანტების ნაკრებს.
მესმის ზოგი იტყვის. ეპანეთს და რუმინეთს ძლივს ვუგებთო, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა რადგან უმოტივაციო ნაკრებით მაშინ ვუგებთ როცა გავისწორდება და დროა ცოტა თავმოყვარეობა ვიქონიოთ უკვე იმ სიტუაციაში როცა ყველა სხვა ნაკრები მარტო თავის თავზე ფიქრობს და არა საერთო რაგბიზე.
აშკარაა, დაგვცინიან და რუმინეთთან ერთად უნდა ხმა ამოვიღოთ. მ.შ. კუნძულელებთან ერთად გავაკეთოთ რაიმე ყოველწლიური ტურნირი (სანკარებოც და საკლუბოც). ფინანსებზე თუ იქნება წვდომა, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება
განდონები!