სრული იგნორირება - საქართველოს ნაკრები არც "8 ერში" ითამაშებს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "8 ერის" ნოემბერ-დეკემბერში ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამ ინფორმაციას Asie Rugby ავრცელებს და ჯგუფების შემადგენლობასაც ასახელებს.

აღნიშნული ტურნირისთვის "6 ერისთვის" 3 ნაკრების დამატებაზე იყო საუბარი - ფიჯი, იაპონია და საქართველო და საბოლოოდ ჩვენი გუნდი თამაშგარეში დატოვეს. მოკლედ, "ბორჯღალოსნებს" ექსპერიმენტულ ტურნირზე მონაწილეობის უფლებაც კი არ დართეს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ.

გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან:

A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი

B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია

მკითხველის კომენტარები / 76 /
ფიჯის და იაპონიას უგებს საქართვრლო?
dato
28 ივლისი 2020 10:29
1
ამ მოცემულობით, სწორი გადაწყვეტილებაა. ფიჯიც გვჯობნის და იაპონიაც. უნდა გავიჭირვოთ და კიდევ გავიზარდოთ.
გიორგი
28 ივლისი 2020 10:22
1
ცოტა დიდი წარმოდგენა ხომ არ გვაქ საკუთარ შესაძლებლობაზე?
semi
28 ივლისი 2020 10:08
2
ბევრჯერ ინანებს სვანიძე პიშოს რო ხმა არ მისცა!
ჩლუნგი რაგბის კავშირი
28 ივლისი 2020 10:06
2
ვითამაშოთ ფიჯივით და ჩვენც მიგვიღებენ
ზაზა
28 ივლისი 2020 10:05
1
გვჩააგრავენ ტოოო? ჯიხვების ლიგა ცალკეაო ტოო....
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
28 ივლისი 2020 01:55
41
ჩვენი მიზანი უნდა იყოს რუსეთთან თამაშზე სასტიკი უარის თქმა და ყველანაირად ვეცადოთ პარტნიორები გამოვნახოთ. მაგრამ ცოტა მოღალატე რაგბის ხელმძღვანელობა გვყავს.გაინაღდეს მაზები და აურიეს.
ddgfdf
28 ივლისი 2020 01:32
46
ვანია, მეტი რაღა დაგჩენიათ რომ თქვენთან თამაშზე უარი ვთქვათ და მერე იძახოთ ქართველებს წაგების შეეშინდათო. ნულზე დაგტოვებთ!
ღლონტი
28 ივლისი 2020 07:53
1
გავიგეთ რომ ორივე ჩვენზე ძლიერია მაგრამ ზუსტად მაგიტომ უნდა ვითამაშო მსგავს ტურირებზე რომ გავიზარდოთ აბა რუსეთთან და პორტუგალიასთან არის ნორმალური ყოველ წელს თამაში? რა ტვინი წაიღეთ ამ ჩვენზე ძლიერიათი ? 4 წელიწადში ერთხელ ვეთამაშებით ნორმალურ გუნდს 2 თამაშს და წელიწადში ერთხელ ვთამაშობთ ნორმალურ ტესტს
28 ივლისი 2020 00:36
5
რატომ გგონიათ, რომ მხოლოდ კარგი ტესტებით წინ წავა ნაკრები და განვითარდება? თუ გინდა წელიწადში 10 ჯერ ათამაშე, ან ათივეს წააგებენ, ან კიდე მაქსიმუმ ერთი მოიგონ. ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ არ ვგულშემატკივრობ ბიჭებს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა. საჭიროა მეტად განვითარება შიდა ჩემპიონატის, უკეთესი ინფრასტრუქტურა, უკეთესი სკოლა პატარა რაგბისტებისთვის, საჭიროა მხოლოდ ძალისმიერ თამაშს შევეშვათ, მეტი ტექნიკა და სისწრაფეა საჭირო. მარტო ითამაშ ითამაშეს ძახილით ეგ არ მოვა. სისტემური მიდგომაა საჭირო. მაგრამ ეგ არ იქნება კარგა ხანს, ამიტომ უნდა დავჯერდეთ იმას რაც არის.. სამწუხაროდ.
აიკ
28 ივლისი 2020 01:53
3
მეგობარო,მართალი ხარ იმაში რომ ჩვენ გვჭირდება მსგავსი ტურნირები განვითარებისთვის.მოდი მე და შენ ჩამოვაყალიბოთ ტურნირი და პატრიოტული მოსაზრებებით საქართველო მოვიწვიოთ.სხვები ამას არ იზამენ.მათთვის მთავარია კომერცია,რასაც საქართველო ვერ გაქაჩავს.მეორე ადგილზეა სპორტული მხარე,სადაც ასევე შანსი არ გვაქვს.იტალიაც,იაპონიაც და ფიჯიც ძალიან გვჯობიან ამაშიც.სულ არ აინტერესებთ ჩვენი განვითარება-არგანვითარება.მეტსაც ვიტყვი-ყელში ვყავართ გაჩხერილი და ერთი სული აქვთ როდის წავიფორხილებთ ერთა თასზე,რომ მეტი არგუმენტი დაგვანახონ ჩვენი ამბიციის საპასუხოდ.სამწუხაროდ დღევანდელობა ასეთია
ა-ს
28 ივლისი 2020 01:04
2
ყველა გამოხმაურება
ობიექტურობა თუ გინდათ სწორი გადაწყვეტილებაა, ფიჯიც და იაპონიაც ზუსტად ერთი თავით მაღლაა ჩვენზე, უფრო მეტის ორივე ეს გუნდი იტალიას გადაიხევს. იტალიის ნაცვლად რო ჩვენ ვიყოთ ხო ესეც ზღაპარია სტატისტიკის მიხედვით მაგრამ იმაზე ობიექტური ვიდრე ფიჯიზე და იაპონიაზე წინ დავეყენებინეტ.
PS. იაპონია იქ არავიზე ნაკლები არარის და დიდი ალბათობით გაამწარებს ბევრს
ემირ
28 ივლისი 2020 00:28
2
ემირ, მოდი ერთი წუთით წარმოიდგინე, დაგვიშვეს "8" ერში (თუნდაც 1 სეზონით) და ჯგუფში 1 თამაში მოვიგეთ (წელიწადში ერთხელ ცოცხიც ისვრისო). საქართველოს ამ 1 წარმატებული თამაშის გამო მთელი "სისტემა" ენგრევათ და არგუმენტი არ რჩებათ "აპარტეიდის" გასამართლებლად.
ყველაფერი ნათელია, მეტი ფული და ძლიერი სპეციალისტები ქართულ საბავშვო რაგბში და 8-10 წელიწადში სხვა დონეზე ვიქნებით!
დიმა
28 ივლისი 2020 10:15
2
ობიექტურად არც ვარ 8 ერის ღირსი, შედარებაც არ შეიძლება იაპონია ჩვენზე იმდენად ჩლიერია, ფიჯიმ კიდე ამ მსოფლიოზე გვათრია და აბა რას ელოდებოდით ერთი.
gaga
27 ივლისი 2020 23:20
5
გაგა, ამ ლოგიკით იტალიის ადგილი "8" ერში არაა. ისეთ დღეში ჩააგდებენ ამ ტურნირზე, პარისეს ცრემლებიც არ უშველით!
დიმა
28 ივლისი 2020 10:19
3
იაპონიის ნაკრებში რამდენი უცხოტომელი უცხოტომელი თამაშობს ხომ არ მომაგონებთ?...ეგრე ჩვენც მოგვცა 2-3 ახალზელანდიელი ხაზში და მერე ვნახოთ იაპონიას რას უზავენ. საკუთარი როგორ არ გაიზარდა აქამდე ეს მიკვირს. ვიცით რაშიც გვიჭირს და იმასაც თავი ვერ მოვაბით. ბავშვობიდან უნდა შეითვისონ ანბანი სწორად და მერე "მიაწექის" იმედზე კი არ ვიქნებით, არამედ ლამაზი თამაში გამოუვათ. ჯაჯგურში კი ვართ მაგრები, მაგრამ შეგვისწავლეს, ყველა თავისებური გეგმით გვებრძვის და ლამის გვაჯობეს...მათ ისწავლეს როგორ მოგვერიონ და ჩვენ?...ბევრი ჰეიგს აბრალებს. ჩამოყალიბებულ მორაგბეს ვერ ჩამოუყალიბებ იმას, რაც ბავშვობაში და ჭაბუკობაში ვერ ასწავლეს. ჰეიგმა რაც აითვისეს ასწავლა და ნაკრებსაც დაეტყო, ეპიზოდებში საუცხოო რაგბისაც აჩვენებდნენ. სწორედ ესაა, რომ ბობოლებს მსგავსი თამაშში ათეულამდე გამოსდით, ჩვენებს კი მაქსიმომ ორჯერ. ბაბუაჩემი იტყოდა "კლასი ბიძია კლასი". რაგბის სკოლებში მორაგბეებს ბავშვობის ასაკიდან ახალზელანდიელი ან სამხრეთაფრიკელი მწვრთნელები რომ ჰყავდნენ ცოტა ხანში ჯეჯილიც აყვავდება და მალე ნაყოფსაც გამოიღებს. სულ არაა საჭირო ცნობილი სპეციალისტები. ვეტერანი მორაგბეებიც მშვენივრად გაუძღვებიან. ძნელია პოვნა? რა სცადეს უკვე? დროს ნუ ვკარგავთ და სულ "დაგვჩაგრეს" კომპლექსი ნუ გვაქვს...
emigranti
28 ივლისი 2020 01:57
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული