საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "8 ერის" ნოემბერ-დეკემბერში ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ამ ინფორმაციას Asie Rugby ავრცელებს და ჯგუფების შემადგენლობასაც ასახელებს.
აღნიშნული ტურნირისთვის "6 ერისთვის" 3 ნაკრების დამატებაზე იყო საუბარი - ფიჯი, იაპონია და საქართველო და საბოლოოდ ჩვენი გუნდი თამაშგარეში დატოვეს. მოკლედ, "ბორჯღალოსნებს" ექსპერიმენტულ ტურნირზე მონაწილეობის უფლებაც კი არ დართეს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ.
გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან:
A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი
B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია
B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია
იტალიელებს რომ ვედრებით, გვავიწყდება როგორი ბრძოლით მოიპოვეს მე-6 ერიდ ადგილი, მათ ამისათვის პირველი დონის ნაკრებები დაამარცხეს, თან არაერთხელ! ჩვენ ჯერ რომელი პირველი დონის ნაკრები დავამარცხეთ? აბა შემახსენეთ! ასე რომ უნდა ვიბრძოლოთ და ფედერაციამ კი იმუშაოს სწორი მიმართულებით.
პ.ს. ჯობია "ქართველის" ნიკი შეცვალო სხვა ნიკით-მაგ. "გამოტელევიზორებული".
სხვაფრივ კიდევ ერთს დავუმატებდი, ჩვენ ვერ ვართ 100%-ანი დაჯერებულნი, რომ რუმინეთს, პორტუგალიას, ესპანეთს და რუსეთს გასვლაზე მოვუგებთ და როცა ვიგებთ , ისევ პროვინციელებივით გვიხარია...
აი იაპონია და ფიჯი, ჩვენს ახლანდელ ქვეჯგუფში რომ იყვნენ, ჩვენ მე-3 ადგილისთვის გვექნებოდა ბრძოლა, რომელიც ყველაზე სუსტი ქვეჯგუფია, მსოფლიო რაგბის ქვეჯგუფებს შორის.
გთხოვთ საღი თვალით შევხედოთ ყველაფერს და დაველოდოთ ჩვენებური რაგბის განვითარებას იმ დონეზე, როცა შეგვეძლება იტალიის ნაკრების დამარცხება გასვლაზე, თუგინდ სენსაციურ დონეზე.