სრული იგნორირება - საქართველოს ნაკრები არც "8 ერში" ითამაშებს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "8 ერის" ნოემბერ-დეკემბერში ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამ ინფორმაციას Asie Rugby ავრცელებს და ჯგუფების შემადგენლობასაც ასახელებს.

აღნიშნული ტურნირისთვის "6 ერისთვის" 3 ნაკრების დამატებაზე იყო საუბარი - ფიჯი, იაპონია და საქართველო და საბოლოოდ ჩვენი გუნდი თამაშგარეში დატოვეს. მოკლედ, "ბორჯღალოსნებს" ექსპერიმენტულ ტურნირზე მონაწილეობის უფლებაც კი არ დართეს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ.

გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან:

A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი

B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია

მკითხველის კომენტარები / 76 /
არა ბრატ, ჩვენებს ვირივით ჯანი რომ აქვთ, მაგას რად უნდა ბაზარი...
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
01 აგვისტო 2020 09:53
0
იგნორირება?
ჩვენც ყურებზე დავიკიდოთ, ან ჩავიხადოთ და ტრაკი ვუჩვენოთ, ეგ ხომ უმაღლეს დონეზე შეგვიძლია?...
კ ო მ ბ ლ ე
01 აგვისტო 2020 06:36
2
ამ რაგბისტებს სახლში რო დიდი გული გაქვთ და ტრუბას არ აგდებთ ხელიდან, ეგე ევროპა, მიდით აბა იქაც იკაჩავეთ...გაგიდებენ ლაჯქვეშ...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
01 აგვისტო 2020 01:28
2
ეს ხალხი გამაგიჟებს: მეტი ფული უნდა გამოვყოთ, ბავშვთა რაგბი უნდა გავაძლიეროთ, სტადიონებზე უფრო მეტმა ვიაროთ, ესე ვქნათ, ისე ვქნათ...რას მსჯელობთ ხალხო, გულშემატკივრებმა უნდა მოვამზადოთ გუნდი, თუნდაც მსოფლიო თასზე სათამაშოდ? ნაკრები რომ ბოლო მსოფლიო თასზე აშკარად მოუმზადებელი იყო, ვერ შეამჩნიეთ? მელიტონა ბოლო 4 წელი, მგონი მარტო ხელფასს იღებდა. ჩვენს ასაკობრივ ნაკრებს გრანდები რომ გაურბიან მარტო მე ვხედავ? საკმარისი ნიჭი და უნარი გვაქვს რაგბის გასანვითარებლად. კი, რაღაცეებს სწორად მსჯელობთ, მაგრამ ეგ არაარსებითი საკითხებია, თავი და თავი მწვრთნელის "დამსახურებაა", რომ ბოლოს უკვე შერკინებაშიც აღარ ვვარგოდით. აბა გამოხტით ჰეიგის დამცველები, როგორც სხვა დროს და აყაყანდით.
ალექსანდრე
31 ივლისი 2020 15:45
2
არც გამკვირვებია მსგავსი რამ,რადგან რაგბისტიან,ფედერაციან და გულშემატკივრიანად განცხრომაში ვიყავით რუსებთან და რუმინელებთან მოგებებით,ეს საკმარისი გვეგონა. თუ ყოველდღიურად არ იშრომე და წინსვლა არ გაგრძელეე,შანსი არ გვაქვს. მსოფლიოზე ცუდი გამოსვლა გვქონდა,იტალიას ვერაფერი დავაკელით და რისი იმედი გვქონდა?! არავის უნდა მარტო ჯანიანი რაგბი და დროა განვითარდეთ. ეს იგნორი არ არის,ეს არის რეალობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს ყველაფერი მივიღოთ ისე, როგორც არის,არ გამოვთქვათ პრეტენზიები და ვეცადოთ განვითარდეთ. ვეცადოთ ყველა თამაშში ვანანებინოთ,რომ შეცდომა დაუშვეს და ჩვენ ვიმსახურებთ ამას. ვიღაცისთვის ეს კატასტროფის ტოლფასია და ასეთი უმრავლესობა არის,მაგრამ ეს კატასტროფა არ არის. გავა დრო და მიხვდებით,რომ ეს რაღაც ახალის და მაგარის დასაწყისი იქნება,მერე ვიამაყებთ ამით. ახლა მარცხი ჯობია,ვიდრე გათამაშონ და შერცხვე ტურნირზე. განვითარდეთ,ვიშრომოთ და ყველა თამაშში დავუმტკიცოთ,რომ #რაგბიჩვენითამაშია!
შრომა და მოთმინება ბიძია!
31 ივლისი 2020 09:57
1
და ვისთან უნდა იშრომო ისევ რუმინეთი, რუსეთი, პორტუგალია და ამნაირებთან? ბობოლები არ გეთამაშებიან და კლასი როგორ უნდა აიმაღლი, წელუწადში ორი ტესტის ხარჯზე?
მიროსან
01 აგვისტო 2020 13:08
0
თუ ყვავმა ვარდსა უყნოსოს თავი ბულბული ეგონოს?!
aburjga
30 ივლისი 2020 14:46
0
რაო ვერ გიშველატ ბიძინამ? :დდდდ
სამართალი
29 ივლისი 2020 17:22
7
რასაკვირველია საწყენია, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ არც მქონდა მოლოდინი რომ ჩვენს ნაკრებს 6 ერში ან სხვა უფრო მაღალ დონის ტურნირზე მიგვიწვევდნენ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, გვაკლია სტაბილურობა, მარტო მონდომება არ კმარა, კლასი ბიძია კლასი, ამას გაზრდა სჭირდება და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში ჩვენი მიზნებიც რეალური გახდება. გარდა ამისა თუ რაღაც საფეხურები არ გავიარეთ მწვერვალზე ვერ არ ავალთ, არად არაა ისე როგორც ჩვენ გვინდა უცებ უნდა შევწვდეთ ძეხვს და უცებ უნდა მიგვიღონ ყველგან, ასე რომ ისევ შრომა და ნიჭიერი მომავლის გაზრდაა მიზანი
გოგი
29 ივლისი 2020 00:36
2
ჩვენ ჩვენთავზე დიდი წარმოდგენა გვაქს
თემო მ.
28 ივლისი 2020 18:23
4
არ იყო საჭირო შარშან ინტრიგნული წერილების წერა მსოფლიო რაგბიში. ინტრიგნები და არა მკითხეები არავის არ უყვარს.
sos
28 ივლისი 2020 16:59
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული