14 აგვისტოს მოეწყო პრესკონფერენცია, რომელზეც რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გორგასლიძის გადაწყვეტილება გაჟღერდა. მან თანამდებობა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გორგასლიძემ ათი დღის წინ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე გოჩა სვანიძე შეცვალა. მისი მოვალეობა მომავალ არჩევნებამდე (რომელიც წლის ბოლოს გაიმართება) უნდა შეესრულებინა, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო ისიც გადადგა.
ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება რაგბის სამყაროში არსებული კრიზისი დასახელდეს, რომლის გამოც დიდი 10-ის განახლება ვერ მოხერხდა.
მომზადებულია 1tv.ge-ს მიხედვით