რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი გადადგა

AutoSharing Option
14 აგვისტოს მოეწყო პრესკონფერენცია, რომელზეც რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გორგასლიძის გადაწყვეტილება გაჟღერდა. მან თანამდებობა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გორგასლიძემ ათი დღის წინ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე გოჩა სვანიძე შეცვალა. მისი მოვალეობა მომავალ არჩევნებამდე (რომელიც წლის ბოლოს გაიმართება) უნდა შეესრულებინა, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო ისიც გადადგა.

ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება რაგბის სამყაროში არსებული კრიზისი დასახელდეს, რომლის გამოც დიდი 10-ის განახლება ვერ მოხერხდა.

მომზადებულია 1tv.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ესენი ღადაობენ თუ რა ხდება!?დააქციეს რაგბი ესენი კიდე ერთობიან! პატრონი არ ყავს არაფერს რო ვინმემ დროზე დანიშნოს არჩევნები და თან ისეთი კანდიდატი გამოჩნდეს რო მართლა მიხედოს ამათ ჩასვრილ საქმეს თორემ დრო აღარ ითმენს გადაგვასწრებეს ბევრი ქვეყანა და მერე გვიან იქნება!!!
გულშემატკივარი
13:34 14-08-2020
1
რამე არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მშვიდობიანად ამ ქვეყანაში, ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები იყო და რავი, იარაღის გადატენვები და ხალხზე წამლის ჩადებები მიდიოდა, ძიუდო იყო და თავი პირი დაალეწეს ერთმანეთს, ჭიდაობაა იყო და ერთმანეთს სცემდნენ, საპარლამენტო არჩევნებია და იქ საერთოდ უარესობაა... ხო და რატომ არ შეიძლება რომ არჩევნები ტარდებოდეს მშვიდ და წყნარ გარემოში, როგორც შეეფერება მრავალ საუკუნოვან, კულტურულ, ცივილურ საზოგადოებას... რა მოხდება ეხლა რომ სიტყვაზე და შეიცვალოს მართველი გუნდი რაგბის ფედერაციაში და ახალ ძალას დაეთმოს ასპარეზი, იქნებ უკეთ იმუშაონ, თუ არა და ხომ მოვა ისევ არჩევნები და ისევ ექნებათ სხვა ძალებს მართველობაში მოსვლის შესაძლებლობა...
დათო
14:08 14-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული