"ბორჯღალოსანთა" მწვრთნელად ლევან მაისაშვილი რჩება

AutoSharing Option
უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელად ინგლისელ რორი ტიგს ან სამხრეთაფრიკელ სვის დე ბრუინს დანიშნავენ. ამაზე განცხადება საქართველოს რაგბის კავშირმა გააკეთა.

"ბოლო პერიოდში უცხოურ და ქართულ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომ თითქოს ამა თუ იმ სპეციალისტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება "ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ დეკემბრამდე, ანუ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე, "ბორჯღალოსანთა" სამწვრთნელო შტაბში რაიმე სახის ცვლილება არ იგეგმება".

ასე რომ, საქართველოს ნაკრებს კვლავ ლევან მაისაშვილი გაწვრთნის.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ინგლისელი მწვრთნელი სჯობა. ბიჭებს ინგლისში გაუხსნიდა გზას.
დავით
03 სექტემბერი 2020 15:14
4
ვერსად ვერ გაუხსნიდა და არც მწვრთნელად ვარგოდა. ლევანი მშვენიერი ვარიანტია დროებით მაინც. თუ მწვრთნელის მოყვანაა, როგორც ითქვა მაღალი დონის უნდა იყოს, და არა უნარების და ა.შ., ანუ ჰეიგზე ბევრად კარგი უნდა იყოს. კოტერზე გვქონდა პრეტენზია და...
gagi
03 სექტემბერი 2020 19:39
0
ლევან მაისაშვილს დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ,ვიცი,რომ ქართული რაგბის ულისათვის ბევრ რამეს დასთმობს და სთმობს კიდეც.უკვე სამაოდ დიდი ხანია,ნაკრების სხვადასხვა მწვრთნელებთან გუნდში მუშაობს და თვითონაც ხომ გაიყვანა ნაკრები მსოფლიოს თასზე.ასე რომ მგონია,უკვე საკმაოდ გამოცდილი და საქართველოს ნაკრების ავან ჩავანში ღრმად ჩახედული სპეციალისტია.ამიტომ მისი ყოფნა ნაკრების სათავეში,ჩემში არავითარ ნეგატივს არ იწვევს.უფრო პირიქით.თუ გამოჩნდება ვინმე,მასთან შედარებით მაღალი კლასის სპეციალისტი,დარწმუნებული ვარ,ლევანი როგორც აქამდეც მომხდარა,არ გამოეკიდება თანამდებობას,მაგრამ თუ არავინ გამოჩნდა,მასაც უკვე თავისუფლად შეუძლია ნაკრების მწვრთნელობა და შესაძლოა ბევრ უცხოელზე უკეთაც.ეს ჰო,მაგრამ ამ განცხადებაში მე სხვა რამე მენიშნა ცუდად.დეკემბერში,ახალ არჩევნებამდეო.ესე იგი დეკემბრამდე ასე უპატრონოდ უნდა იყოს ქართული რაგბი გამოკიდებული და პარალიზებული?ფული არ არი,ხელმძღვანელი არ არი,გამოდის რომ გულშემატკივარიც აღარავინაა ფედერაციაში და ყველა ბიძინას ფულებს შეჰხაროდა?ესე იგი აქაც დალპა ყველაფერი?არ მინდა ამის დაჯერება,მაგრამ ეს სრული უმოქმედობა,სხვას რას უნდა ნიშნავდეს?ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დაგროვდა...მე უბრალო გულშემატკივარი ვარ და შიგნით რა ხდება,წარმოდგენაც კი არა მაქვს.ჭორებზეც კი არ მიმიწვდება ხელი...კითხვა კი პასუხს მოითხოვს და პრობლემაც მოგვარებას.სარაგბო თემმა ან შიგნით უნდა მოაგვაროს პრობლემები,როგორც აქამდე მომხდარა,ან კიდევ,ყველამ ყველაფერი გაიგოს და ყველას თავისი მიეზღოს.ძალიან ბევრი დრო დაიკარგა და ასე სეირის ყურება,უკვე დანაშაულია.დეკემბრამდე კი,ალბათ ყველაფერი ბოლომდე დაიშლება.
სოსო
03 სექტემბერი 2020 14:19
0
გეთანხმებით, ბატონო. კარგი ანალიზია!
gagi
03 სექტემბერი 2020 19:41
0
წარმატებები ლევანს!
zviads
03 სექტემბერი 2020 11:15
1
ქართველი ინტელექტუალი გვირჩევნია ვიღაც უცხოელს
შოკირებული გულშემატკივარი
03 სექტემბერი 2020 10:11
3
მაისაშვილს აქვს გულშემატკივართა სრული მხარდაჭერა. მის ხელში ნაკრები უკეთესად გამოიყურება
1
03 სექტემბერი 2020 10:09
3
ჯერჯერობით მაისაშვილის შტაბი კარგად უძღვება ნაკრებს. მივცეთ დრო ბოლომდე გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. უცხოელ ტოპ მწვრთნელს არავინ ჩამოგვიყვანს, მეორეხარისხოვნები აქაც საკმარისი გვყავს.
koko
03 სექტემბერი 2020 06:36
2
ავშენდით და ეგაა, რა ბარდაკიც ფედერაციაში იგივე წარმატებით გააგრძელებს სამწუხაროდ ნაკრებიც თამაშს. მაისაშვილი რომელ ნაკრებსაც გაეკარა ახალგაზრდულიდან ეროვნულამდე ყველა ნაკრებმა ფიასკო განიცადა... იმედია დააყენებენ საშველს და მოვა ახალი პრეზიდენტი რომელიც ცოტათი მაინც დაალაგებს სიტუაციას და მოიყვანს კვალიფიციურ მწვრთნელს ნაკრებში.
Lado
02 სექტემბერი 2020 22:41
28
მაგაზე კარგ პასუხს ლევანი კიდევ ერთხელ რუსეთთან თამაშზე ყველას გასცემს!
მწრთვნელი
02 სექტემბერი 2020 23:14
5
სიბინძურე სად დაინახე არ ვიცი, ჯერ ერთი ჰეიგის შემდეგ ნაკრებს რეალურად თამაში რასაც ქვია ჯერ არ ჩაუტარებია (ბელგიას და პორტუგალიას უმწვრთნელოდაც უნდა ვუგებდეთ წესით), მეორე გადახედე მის შედეგებს სადაც მთავარი მწვრთნელი (ახალგაზრდული, ა ნაკრები და სხვა..) იყო და მითხარი შედეგი სად დადო???
Lado
02 სექტემბერი 2020 22:57
12
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული