1-ელ ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იგორ არტემევი "ბორჯღალოსნების" დამარცხების შემთხვევაში მოთამაშეებს დიდ პრემიალურებს დაჰპირდა.
"ხუმრობითაც და სერიოზულადაც, რომ საქართველოს დასამარცხებლად ჩვენს მოთამაშეებს ძალიან დიდ პრემიალურებს ვთავაზობთ. როგორც გახსოვთ, პრინციპული მეტოქის ძლევას 25 წელზე მეტია ვერ ვახერხებთ.
წელს კორონავირუსთან დაკავშირებით ისტორია იყო, მაგრამ რუსეთის საინტერესო ჩემპიონატი ჩავატარეთ, საქართველოში კი შეჯიბრებებთან დაკავშირებით ცოტა სხვაგვარი სიტუაცია იყო. ეს შეიძლება დაგვეხმაროს", - ციტირებს არტემევს Sport24.
საქართველოს ნაკრები რუსეთს 23-ჯერ შეხვდა და 21
მატჩში სძლია, უკანასკნელად კი რუსებმა 1993 წელს იმარჯვეს (15:9). ერთადერთი ფრე 2002 წელს დაფიქსირდა (12:12). საერთო ანგარიში 579:260 საქართველოს სასარგებლოდ.
ერთხელ მწერალთა კავშირის კრებაზე აფხაზური დამწერლობისა და ლიტერატურის ფუძემდებელმა დიმიტრი გულიამ განაცხადა რომ აფხაზი მწერალი იყო. კონსტანტინე გამსახურდიამ შეახსენა რომ იგი არ იყო წარმოშობით აფხაზი. დიმიტრიმ არგუმენტად ის მოიყვანა რომ აფხაზეთში იყო დაბადებული რაზეც კონსტანტინემ უპასუხა რომ ბოსელში რომ დაბადებულიყავი ძროხა იქნებოდიო?
ცუდი რა დავწერე შე მართლა მაიმუნო?! ადამიანმა ძველი ათენის გმირის მაგალითი მოიყვანა,რომელმაც სამშობლოს ღალატს სიკვდილი არჩია და მე ვუპასუხე რაღა შორს მიდიხარ ქართველებსაც გვყავს ასეთი გმირი თქო,სიცოცხლის გაწირვა ადვილია უფრო,მან შვილი გასწირა!!! ცოტა ტვინი აამოძრავე როცა კითხულობ