"რვა ერი": საქართველო ინგლისთან მშრალად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები "თვიქენჰემზე" ინგლისს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, უშანსოდ დამარცხდა - 0:40.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ, პრაქტიკულად, უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა და მისმა გუნდმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებში მოიპოვა. უნდა ითქვას, რომ პირველი მეოთხედის განმავლობაში, სტუმრებმა დაცვაში საკმაოდ ორგანიზებულად იასპარეზეს და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს კომბინირებულად თამაშის შესაძლებლობა არ მისცეს.

მიუხედავად ამისა, "ვარდებმა" მე-14 წუთზე უილისის ლელოს შემდეგ, დომინაცია ქულებშიც ასახეს და პირველ ტაიმში ქართველები 4-ჯერ დაალელოვეს. მატჩის ბოლომდე, ინგლისელთა საფირმო "მოძრავი
მოლის" შეჩერება, "ბორჯღალოსნებისთვის" გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამ სტრატეგიის ფონზე, ჯეიმი ჯორჯმა 3 ლელო გაიფორმა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეტევები წარმატებით კიდევ 2-ჯერ დაასრულეს და საბოლოო ჯამში, 40 ქულას მოუყარეს თავი. ამ გამარჯვებით ედი ჯონსის გუნდი ჯგუფში გალიდერდა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 21 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ინგლისი

ხაზი: 15. დეილი, 14. ჯოზეფი, 13. ლოურენსი, 12. სლეიდი, 11. მეი, 10. ფარელი, 9. იანგსი.

შერკინება: 1. ჯენჯი, 2.ჯორჯი, 3.სტიუარტი, 4. ეველსი, 5. ლონჩბერი, 6. იტოჯე, 7. უილისი, 8. ვუნიპოლა.

მარქაფა: 16. დუნი, 17. ვუნიპოლა მ, 18. სინკლერი, 19. ერლი, 20. ქერი, 21. რობსონი, 22. მალინსი, 23. მერჩანტი.


საქართველო

ხაზი: 15. ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. კვესელაძე, 12. შარიქაძე (კაპ.), 11. სვანიძე, 10.  აბჟანდაძე, 9. აფრასიძე;

შერკინება: 1. ნარიაშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. გიგაშვილი, 4. ჯაიანი, 5. ქერდიყოშვილი, 6. საღინაძე, 7. თხილაიშვილი, 8. გორგაძე.

მარქაფა: 16. ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ყაულაშვილი, 19. გიორგაძე, 20. ჯალაღონია, 21. ლობჟანიძე, 22. თოდუა, 23. ჯავახია.

მკითხველის კომენტარები / 89 /
კაი მოლი ვერ გააჩერეს ვერ გააჩერეს, მაგრამ ბურთის აუტში გადატანას დიდი ძალისხმევა სჭირდება ნეტავ?..
zaza
14 ნოემბერი 2020 21:41
0
ჯოკერი ჩვენი თამაშია
chven vart givi
14 ნოემბერი 2020 21:40
3
მწვრთნელი გვყავს საერთოდ?მე ვერ დავინახე...
თაზო
14 ნოემბერი 2020 21:39
5
მშრალზე წაგება ტეხავს, ერთი 3 ქულა მაინც აეღოთ
ალეკო
14 ნოემბერი 2020 21:32
0
გეგმა შესრულებულია
კაცუნა
14 ნოემბერი 2020 21:32
1
საერთოდ აღარ ვაპირებ თქვენს უვარგისს საიტზე შემოსვლას, წადით თქვენი .....
უვარგისები ხართ
14 ნოემბერი 2020 21:32
5
სააქართველოში ვინც თამაშობს იმათ გაზაფხულიდან არ უთამაშიათ, ხოლო ლეგიონერების 10–15% თუ თამაშობს ძირითადში და კიდევ კარგი შედეგია, მე 50–ს და მეტს ველოდი, თუმცა შეტევა საერთოდ არ გვქონდა ეს ძალიან ცუდია, გრაფაში ნული ტეხავს. ლევანი კი კარგი მწვრთნელია, აცალეთ მუშაობა!! დარწმუნებული ვარ კიდევ მოუმატებენ.
წინა მსოფლიოს ციკლში ედი ჯონსმა 500 მილიონი ფუნტი მოთხოვა ინგლისელებს ზელანიისთვის მოსაგებად (ანუ მოსამსაზებლად) და მისცეს...
zviads
14 ნოემბერი 2020 21:27
5
შიშით არ უთამაშიათ მაგრამ რა უნდა ეთამაშათ არ იცოდნენ. მოგებას არც ველოდით, თუმცა ლელოს დადება წარმოუდგენლად არ გვეჩვენებოდა.
გრანდებთან თამაში გამოცდილებისთვის კარგია, კარგი იქნება თუ პროფესიონალი სპეციალისტები იმუშავებენ ნაკრებთან და სწორ მითითებებს მისცემენ. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის.

10 ბალიანი შეფასებით:
ხაზი შეტევაში-0; დაცვაში-7.
შერკინება-7.
რაქი-4.
მოლი-3.
დერეფანი-5.
დანარჩენი სათამაშო კომპონენტები-4.

პროგრესი და წარმატებები ბიჭებს მომავალ მატჩებში.
გიგი
14 ნოემბერი 2020 21:27
0
საშუალო დონის ნაკრები გვყავს და პროგრესს გამოცდილებით მივიღებთ. მთავარია ხშირად ვეთამაშოთ მაღალი დონის გუნდებს და სწორი დასკვნები გაკეთდეს. ლელოს ველოდით გეთანხმები, მარა შეფასებაში ქულებს ცოტა დავაკლებდი, განსაკუთრებით დაცვაში
ლელო
14 ნოემბერი 2020 22:48
0
მადლობა ძველ თაობას ბრძოლისთვის, თავდადებისთვის, შრომისთვის მაგრამ ვფიქრობ დროა ადგილი დაუთმონ ახალგაზრდებს, ალბათ ხედავთ თუ როგორ ასპარეზობენ 20 წლამდელები თავიანთ ფრანგ,ზელანდიელ და ბრიტანელ თანატოლებთან ასეთი თამაშები მათ უფრო სჭირდებათ გამოცდილებისათვის და განვითარებისათვის ნუ შევუშლით ხელს მათ წინსვლას არამედ შევუწყოთ ხელი.თანამედროვე რაგბი სხვა რამაა ბიჭებო გაშლლილი ლაღი და სწრაფია ეს ახალგახრდებს უფრო გამოზდით რა თქმა უნდა მათ გამოცდილი მწრვთნელი ჭირდებათ და არა მაისაშვილი.თქვენ ვერ მოგთხოვთ ჯერ ასეთი დონის გუნდთან გამარჯვებას განსხვავებით უთავმოყვარეო ფეხბირთელებისაგან რომლებიც ჭ კლასის გუნდებს ვერ უგებენ მადლობა და ცვლილებების დროა
გიო
14 ნოემბერი 2020 21:25
1
კომენტარებს ნუ ბლოკავთ და გაგიჟებულ ხალხს უფრო ნუ აგიჟებთ ესე არ შეიძლება...........
mmm
14 ნოემბერი 2020 21:24
1

სიახლეები პოპულარული