"რვა ერი": საქართველო ინგლისთან მშრალად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები "თვიქენჰემზე" ინგლისს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, უშანსოდ დამარცხდა - 0:40.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ, პრაქტიკულად, უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა და მისმა გუნდმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებში მოიპოვა. უნდა ითქვას, რომ პირველი მეოთხედის განმავლობაში, სტუმრებმა დაცვაში საკმაოდ ორგანიზებულად იასპარეზეს და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს კომბინირებულად თამაშის შესაძლებლობა არ მისცეს.

მიუხედავად ამისა, "ვარდებმა" მე-14 წუთზე უილისის ლელოს შემდეგ, დომინაცია ქულებშიც ასახეს და პირველ ტაიმში ქართველები 4-ჯერ დაალელოვეს. მატჩის ბოლომდე, ინგლისელთა საფირმო "მოძრავი
მოლის" შეჩერება, "ბორჯღალოსნებისთვის" გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამ სტრატეგიის ფონზე, ჯეიმი ჯორჯმა 3 ლელო გაიფორმა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეტევები წარმატებით კიდევ 2-ჯერ დაასრულეს და საბოლოო ჯამში, 40 ქულას მოუყარეს თავი. ამ გამარჯვებით ედი ჯონსის გუნდი ჯგუფში გალიდერდა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 21 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ინგლისი

ხაზი: 15. დეილი, 14. ჯოზეფი, 13. ლოურენსი, 12. სლეიდი, 11. მეი, 10. ფარელი, 9. იანგსი.

შერკინება: 1. ჯენჯი, 2.ჯორჯი, 3.სტიუარტი, 4. ეველსი, 5. ლონჩბერი, 6. იტოჯე, 7. უილისი, 8. ვუნიპოლა.

მარქაფა: 16. დუნი, 17. ვუნიპოლა მ, 18. სინკლერი, 19. ერლი, 20. ქერი, 21. რობსონი, 22. მალინსი, 23. მერჩანტი.


საქართველო

ხაზი: 15. ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. კვესელაძე, 12. შარიქაძე (კაპ.), 11. სვანიძე, 10.  აბჟანდაძე, 9. აფრასიძე;

შერკინება: 1. ნარიაშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. გიგაშვილი, 4. ჯაიანი, 5. ქერდიყოშვილი, 6. საღინაძე, 7. თხილაიშვილი, 8. გორგაძე.

მარქაფა: 16. ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ყაულაშვილი, 19. გიორგაძე, 20. ჯალაღონია, 21. ლობჟანიძე, 22. თოდუა, 23. ჯავახია.

მკითხველის კომენტარები / 89 /
გეგმა შესრულებულია
კაცუნა
14 ნოემბერი 2020 21:32
1
რა იყო, უქულოდ ჩაიკუკეთ?
ზაზა ფაჩულიას მიმართვამ ვერ გიშველათ?
გენა
14 ნოემბერი 2020 21:16
18
კომენტარებს ნუ ბლოკავთ და გაგიჟებულ ხალხს უფრო ნუ აგიჟებთ ესე არ შეიძლება...........
mmm
14 ნოემბერი 2020 21:24
1
წავაგეთ ეს ცუდია მშრალად ეს ძანცჯდია. მაგრამ მე ეს წაგება მირჩევნია ვიდრე იმ სუსტ გუნდებთან გამარჯვება რომლისგანაც არფერი ზრდა არ ყო. იყო უამრავი შეცდომები მაგრამ იყო ჟინი ბრძოლის სურვილი და ამიტომაც თქვენთანვართ ბიჭებო მახსენდება პირველი მერცხალი როდესაც წაგებულები მაგრამ ნაბრძოლები აბა ულითს დასჭექავენ თქვენც შემოსძახეთ ურთიერთ გაამხნევეთ და მოგებაც იქნება
იბერიელი68
15 ნოემბერი 2020 20:28
0
Kalatburti nomer pirvelia
Basket
14 ნოემბერი 2020 23:24
3
გასაგებია ინგლისია და ძნელია მას ლელო დაუდო თუმცა არეკნი რომ დაამუშაონ ბიჭებმა ნულზე არ წავაგებთ, თან ქულას აიღებ და თან დიდი ალბათობით ბურთსაც ბრძოლაში დაიბრუნებ და ისევ მოამზადებ შეტევას
Ok.
15 ნოემბერი 2020 12:16
0
უფრო რთული მოსამზადებელია ვიდრე შესასრულებელი. მატჩების უმრავლესობაში ნებისმიერი გუნდის არეკნები საერთოდ არ ირტყმება
ishviatobaa
16 ნოემბერი 2020 01:56
0
This was definitely George’s day, not Georgia’s. წერს გარდიანი!
rugby_FAN
15 ნოემბერი 2020 00:32
2
ნიუხედავად -0-ზე დამარცხების-შოტლანდიასთან თამაშის შემდეგ ს ე რ ი ო ზ უ ლ უ ნაბიჯები არის გადადგმული (ვინც მართლა იცის რაგბი- უსიტყვოდ დამეთანხმება) -თამაშიდან დასკვნა- ს ა ჭ ი რ ო ა ფიზიკურად კიდევ უფრო გამძლავრებაზე მუშაობა, შერეკინებების დამუშავება - გამძლავრება,რომ ვერცერთმა გუნდმა ვერ დაგვჩაბნოს, ს ი ს წ რ ა ფ ი ს მომატება განსაკუთრებით რაქებში -დინამიკაში, მოლების დამუშავება (ფაზებით მარცხნივ მხარიდან- მარჯვნივ,ისევ მარჯვნივ და გარღვევა) ფლანგებიდან მოწოდებული რომ თითქმის ყველა ბურთი დავდოთ და 6 ერისათვის-მ ზ ა დ ვართ - 2-3 წელიწადში (!) რა თქმა უნდა- თავისთავად უუნდა ვიმუშავოთ ეროვნული ჩემპიონატების გამძლავრება -დიდი ფულის ჩადება - დიდი კონკურენციის გაჩენა, ეროვნულ ჩემპიონატებში სამხრეთ ნახევარსფეროებიდან მორაგბეების ( ფიჯი, სამოა, ტონგა...) მოწვევა!- და ბოლოს -უკვე დროა -ს ა ჭ ი რ ო ა ფრანგულიდან - ი ნ გ ლ ი ს უ რ რაგბზე გადავიდეთ, ოღონდ ფრანგული რაგბიდან მიღებული გამოცდილება -თამაში შევინარჩუნოთ.
გლახუნა
14 ნოემბერი 2020 23:03
7
გეთანხმები. დერეფნები ძალიან დახვეწილია, სუფთად თამაში ისწავლეს ყოველ წუთში რო ჯარიმდებოდნენ და შერკინებასიც კი დავაჯარიმეტ 1-2ჯერ. მოლებს უნდა მოვუხწერხოტ რამე და ცოტა სისწრაფეზე ვიფიქროთ. შეტევაში რომ მეტი ფანტაია გამოვიჩინოთ კარგი იქნება.
123
14 ნოემბერი 2020 23:38
1

სიახლეები პოპულარული