"რვა ერი": საქართველო ინგლისთან მშრალად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები "თვიქენჰემზე" ინგლისს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, უშანსოდ დამარცხდა - 0:40.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ, პრაქტიკულად, უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა და მისმა გუნდმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებში მოიპოვა. უნდა ითქვას, რომ პირველი მეოთხედის განმავლობაში, სტუმრებმა დაცვაში საკმაოდ ორგანიზებულად იასპარეზეს და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს კომბინირებულად თამაშის შესაძლებლობა არ მისცეს.

მიუხედავად ამისა, "ვარდებმა" მე-14 წუთზე უილისის ლელოს შემდეგ, დომინაცია ქულებშიც ასახეს და პირველ ტაიმში ქართველები 4-ჯერ დაალელოვეს. მატჩის ბოლომდე, ინგლისელთა საფირმო "მოძრავი
მოლის" შეჩერება, "ბორჯღალოსნებისთვის" გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამ სტრატეგიის ფონზე, ჯეიმი ჯორჯმა 3 ლელო გაიფორმა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეტევები წარმატებით კიდევ 2-ჯერ დაასრულეს და საბოლოო ჯამში, 40 ქულას მოუყარეს თავი. ამ გამარჯვებით ედი ჯონსის გუნდი ჯგუფში გალიდერდა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 21 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ინგლისი

ხაზი: 15. დეილი, 14. ჯოზეფი, 13. ლოურენსი, 12. სლეიდი, 11. მეი, 10. ფარელი, 9. იანგსი.

შერკინება: 1. ჯენჯი, 2.ჯორჯი, 3.სტიუარტი, 4. ეველსი, 5. ლონჩბერი, 6. იტოჯე, 7. უილისი, 8. ვუნიპოლა.

მარქაფა: 16. დუნი, 17. ვუნიპოლა მ, 18. სინკლერი, 19. ერლი, 20. ქერი, 21. რობსონი, 22. მალინსი, 23. მერჩანტი.


საქართველო

ხაზი: 15. ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. კვესელაძე, 12. შარიქაძე (კაპ.), 11. სვანიძე, 10.  აბჟანდაძე, 9. აფრასიძე;

შერკინება: 1. ნარიაშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. გიგაშვილი, 4. ჯაიანი, 5. ქერდიყოშვილი, 6. საღინაძე, 7. თხილაიშვილი, 8. გორგაძე.

მარქაფა: 16. ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ყაულაშვილი, 19. გიორგაძე, 20. ჯალაღონია, 21. ლობჟანიძე, 22. თოდუა, 23. ჯავახია.

მკითხველის კომენტარები / 89 /
არა არის ეს კაცი მწვრთნელი, შიშით თამაში არც ერთი სპორტის არ შეიძლება განსაკუთრებით რაგბის. ჩამოიყვანონ ფრანგი მწვრთნელი და უკანა ხაზის მწვრთნელიც. Eს 20-იანებიდან გადმოსული ბიჭები ნიჭიერები არიან და სწორად თამაშობდნენ 20-იანებში, სამწუხაროდ 1 ნაკრებში მწრთვნელი არ ჰყავთ რომელიც გაშლის თამაშს ათამაშებს და "მანდრაჟით" გაჰყავს მოედანზე. იმათ მოედანზე გადასულები ფეხს უბრახუნებენ. პირველი ხაზი გიგაშვილის გარდა მთლიანად გამოსაცვლელია და რადგან თუ უყურებთ ყველაზე ყოველთვის დაბლები არიან ტანად და ვერ დგებიან სწორედ. უკანა ხაზი თუ არ ცართეს თამაშშI არაფერი გამოვა. ეს რაგბი რაც დღეს ამ გუნმა აჩვენ მკვდარი კარგა ხანია და არავინ თამაშობს. მოლიც ვერ დაუყენებიათ და ვერც გაუჩერებიათ, ბურთზე ჩასვლა რაქში ერთხელ გამოუვიდათ. მოკლედ არასწორ რაგბს თამაშობენ და ვერსად ვერ წავლენ ასე. Yველა გუნდი ამოგვტენის იტალიის ცათვლით. ვენ ნახეთ არგენტინა როგორ თამაშობს? ეეეჰ
niko
14 ნოემბერი 2020 22:40
4
ჰაერში ახტომის და ბურთის დაჭერის რატო ეშინიათ? ჟვანია დააბრუნეთ ნაკრებში და გოგიჩაშვილს ჯერ არაფერი ეტყობა საიმისო რომ იყოს ნაკრებში. მაღალი ბურთების შიში... მიყოლა ეზარებათ.. 2კაცი ბრძოლობს სხვები უყურებენ თუარ შემოუძახე იქამდე..მერე დაგვიანებულია უმეტესად... მოლი მისახედია როგორც დაცვითი ისე შეტევითი.. შერკინებას არაუშავდა მაგრამ რეგრესი მანდაც გვაქვს.. 1ხაზელებს არაფერი დაეწუნებათ მეორე ხაზში უფრო ძლიერი ხალხი გვინდა..
რომა
14 ნოემბერი 2020 22:30
0
მოკლედ ამ შემოდგომისას წიწილების დათვლა კი არა ....დედა გვეტირა ყველგან და ყველაფერში ეგრე არის როცა თევზის თავი დალპება მას ყველაფერი მიყვება ...პოლიტიკა და ვაიმთავრობა რომელიც კადრულობს არჩევნების გაყალბებას მაგრამ ამის უნარიც კი არ გააჩნია ...ოპოზიციაც კი ისეთი გვყავს რომ მტერსაც არ უსურვებ რაც დედამ შვილი დაწყევლა ყველამ ერთად მოიყარა თავი თან ისეთები კი არა რომ იტყვიან ყველაფრის მკადრები არისო ...არა ამათ უკვე ყველაფერი რომ აქვთ ნაკადრები მანიაკების და კანიბალების ხროვა ჯერ ერთმანეთს წლების განმავლობაში დედას არ უტოვებდნენ ერთმანეთს და ეს ხროვა რომ მოვიდეს და ხალხს შეესიოს თან მათი ბელადის თამადობით თემურ-ლენგი მოენატრება საქართველოს უფრო სწორად დარჩენილ თუ გადერჩენილ ქართველ ხალხს ...მედიცინაში კატასტროფა იმდენი იტრაბახეს გაზაფხულში შემოდგომაზე რეკორდს რეკორდზე ხსნიან ეპიდემიისას საწოლები არ დაგვრჩა უკვეო ....თქვენაა ისე არ ქნათ ჰოლივუდის ფილმებში რომ არის ქალაქის ნაწილს გალავანი შემოარტყათ და აქ ჩვენ ვართ მხოლოდ ჯანმრთელები და დანარჩენს სულიც გაგძრობიათო იმიდეია გეტოების კეთებას არ დაიწყებთ ...ფეხბურთში ყველაფერი გაკეთდა რომ წაგვეგო და შეასრულეს რაგბი ესაო ისაო მაგრამ 40:0 რა ამბავია კაცო ....კარგით რააა ერთი ჯარიმის აღება და მერე შესრულებაც არ შეგიძლიათ რომ 40:0-ს 60: 3 წაგეგოთ სჯობდა ეგეც ფეხბურთი ხომ არაა ნოლზე წააგო ...და თუ იმ სამი ქულის აღება თქვენთვის მიუწვდომელია ...შეეშვით ბატონო მაგათ და ვურახუნოთ ამ რუსებს ისევ მგონი ის სჯობია 2-3 საათით ხალხი მაინც გაიხარებს ....ვიღაცამ მაგრად დაგვთარსა რაა ....ღმერთო მოგვიტიე ჩვენი უგუნრობა და ცოდვები ...!!!! ჩვენ თუ არ მოგვიტევ მაშინ ერთს გთხოვთ გადაარჩინე ჩვენი შვილები და ეს ბედკრული საქართველო ...ვიცით ჩვენ რომ არ ვართ შენი და საქართველოს სათანადო შვილები მაგრამ ჩვენი შვილები და მათი მომავალი თაობები იქნებიან ღირსნი რომ იყვნენ უკეთესი საქართველოს უკეთესი შვილები ....ჩვენ კი ვეცდებით მაგრამ ხვდები თუ რატომ ვერ დაგპირდები ( ძალიან ცოტანი დავრჩით) რომ მთლად არ მოუკლათ შანსი ჩვენ შვილებს უკეთესი მომავლისა იმედია არც შენ გაწირავ და ამ ეშმაკთა ხროვას არ მისცემ საშუალებას ბოლომდის დაგლიჯონ დაანაკუწონ და გაყიდონ შენივე ნაჩუქარი ქვეყანა ...ღმერთო გვაპატიე და შეიფარე საქართველო
Exaaa
14 ნოემბერი 2020 22:11
30
როცა ადამიანს სპორტთან პოლიტიკა შემოაქვს საუბარში, უკვე გასაგებია ყველაფერი.
: )))))))
15 ნოემბერი 2020 11:51
0
მართლა ნაცი ხარ!!
გურჯი
15 ნოემბერი 2020 10:57
0
ყველა გამოხმაურება
მაღალი დონის მწვრთნელი გვჭირდება, რომ მოლის დაშლა გვასწავლოს პირველ რიგში. ხომ ნახეთ 4 ლელო დაგვიდეს მგონი მოლით. სხვა ბევრით ვერაფრით გვაჯობეს. ნახავთ უელსთან და ირლანდიასთან უკეთესად ვითამაშებთ. ცოტა დრო და პრაქტიკა გვჭირდება ეგეთ გუნდებთან თამაშისა და 2-3 წელიწადშიც შევძლებთ ყველასთან ტოლ სწორად თამაშს. სისწრაფეში გვაქვს მოსამატებელი და სხარტ აზროვნებაში. დიდი მადლობა ბიჭებს, ჯიგრით ითამაშეს. ესე თავდადებით თუ ითამაშებენ სომხებს გადავუვლით. წარმატებები ჩვენს ბიჭებს ფეხბურშიც და რაგბშიც!!! თედომ, გელამ და ვასიკომ იბწავლონ სწრაფად ბურთის გამოტანა.
Leonidas
14 ნოემბერი 2020 22:05
6
აუ გელა დღეს ნაღდად ვერ იყო. არ მიყვარს მოთამაშის კრიტიკა, მაგრამ ეს დაბალი პასი რა გახდა ასეთი? ის პირველი ლელოც მაგის არაზუსტ პასს მოყვა
: )))))))
15 ნოემბერი 2020 00:16
0
ამ ქვეყანაში მთავარი მხოლოდ ის არის რომ პოლიტიკოსებმა ერთმანეთი დაჭამონ, სპორტიც ამ დონეზეა, ფეხბურთელებო და მორაგბეებო თუ ძლიერს ვერ მოუგებთ შედეგი არ იქნება
giorgi dashniani
14 ნოემბერი 2020 21:58
4
შოტლანდიასთან თამაშს სჯობდა. თანაც ინგლისი უფრო ძლიერია. ასეთ გუნდებთან თამაშით გაიზრდება გუნდი. წარმატება ბიჭებს!
გიორგი
14 ნოემბერი 2020 21:50
4
ამისთვის იბრძოდით 6 ერში შესასვლელად სირცხვილით თავი სად უნდა გამოვყოთ.
gogia
14 ნოემბერი 2020 21:50
36
რა არის სირცხვილი, ინგლისთან დამარცხება? ეს იგივეა, ფეხბურთში რომ წავაგოთ ᲕᲥᲕᲐᲗ იგივე ინგლისთან 6-0. ვინმეს გაუკირდება?
გიორგი
16 ნოემბერი 2020 01:08
1
რაგბი ჩვენი თამაშიააა, ურაააა
Batumi90
14 ნოემბერი 2020 21:43
15
სასიხარულო რა არის?
გიორგი
16 ნოემბერი 2020 01:13
0
შოტლანდიასთან შედარებით,უკეთესობა იგრძნობოდა,მაგრამ ინგლისელებმა ზუსტად იმდენი გაგვიტანეს,რამდენიც სჭირდებოდათ.კარგად ივარჯიშეს და ჩვენც გვავარჯიშეს, დაცვაში.აი შეტევაში კი,რა უნდა ვთქვათ?საერთოდ არ გვქონია.ფეხით თამაშშიც უკვე დიდი ხანია სულ უკან და უკან მივდივართ.ბურთის ცენტრიდან შეტანა ხომ სტანდარტული სიტუაციაა და ბოლო რამდენიმე თამაშში,საბრძოლო კი არა,უკვე მოედანზე ბურთის დაცემასაც კი ვერ ვახერხებთ,უკვე რამდენჯერ გავუშვით მოედანს გარეთ,რამდენჯერ ჯარიმა ვერ გადავიტანეთ,ერთი სიტყვით,უკვე ვფიქრობ,კვირიკაშვილის დაბრუნება ხომ არ სჯობია თქო.მის დონემდე,ვერც ერთი ვერ გაიზარდა და რეგრესირებენ კიდევ.მომდევნო თამაში უელსთან გვაქვს და დღეს,საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდნენ.ალბათ მათთან უნდა ვეცადოთ რაღაცის გამორჩენას.ირლანდიამ 32-9 მოუგო.მერე ირლანდიასთან ცოტა სულს მოვითქვავთ და ბოლო თამაშში ვინც შეგვხვდება,იქ უნდა ვეცადოთ რაც შეგვიძლია.დღეს იტალიას ვუყურე და ძალიან მომეწონა.შოტლანდიას,50 წუთი უგებდნენ და სჯობდნენ თამაშით.მხოლოდ სკამის სიმოკლემ წააგებინათ.ისე ორად ორი სრულფასოვანი ვარჯიშით,ამდენ პროგრესს რომ მივაღწიეთ შერკინებასა და დაცვაში თამაშში,ეგეც საკვირველია.შეტევის გარეშე კი,საერთოდ რაზე უმდა ვიფიქროთ,არ მესმის.მცდელობაც კი არ გვქონია,აზრიანი.ამ კვირაში ალბათ მაგაზეც და მოლებზეც იმუშავებენ.აუტს არა უშავდა.ერთი სიტყვით,უკანა ხაზის თამაში, ადრეც ხომ იყო და ახლა უფრო დიდი თავის ტკივილი გაგვიხდა.ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო.ძალიან,ძალიან ბევრი.ახლა სრული კვირა აქვთ სავარჯიშოდ და იმედი მაქვს,კარგად გამოიყენებენ ბიჭები.
სოსო
14 ნოემბერი 2020 21:43
0
საქმე იმაშია, რომ უელსს ირლანდიამ რახან სოლიდურად მოუგო, ჩვენ სულის მოთქმის საშუალება არ გვექნება. ეგეც არ იყოს, ირლანდია ძალიან მაღალ ტემპში თამაშობს, რომელსაც ნამდვილად ვერ ავყვებით. არც უელსის დამარცხებაზე შეიძლება ფიქრი, მაგრამ მგონია, ინგლისზე უკეთესად ნამდვილად ვითამაშებთ. ეს უელსი სულ რაღაცას ცოდვილობს და ეგებ მანდ რამეს გამოვკრათ ხელი
: )))))))
15 ნოემბერი 2020 01:15
0
ამ ტურნირზე ლელოს თუ დავდებთ საერთოდ?
ბევრად უკეთესი ნაკრები როცა გვყავდა მაშინ არ გაგვიკარეს ახლოს, და ეხლა როცა რეგრესი გვაქ და თაობების ცვლა მაშინ გამოგვიჭირეს და გვძუყნიან.
Homo_Erectus
14 ნოემბერი 2020 21:42
5
არც ეხლა გვიკარებდნენ, უბრალოდ იაპონიამ უარი თქვა მონაწილეობაზე და ჩვენ მოგვიწია რიგმა. შედეგს რაც შეეხება, ეგრე ძუყნიან იტალიას აგერ 20 წელია და ჩვენც იგივე გველის. უბრალოდ ჩვენ სხვა ვარიანტი არა გვაქვს, თორემ ნამდვილად უკეთესი იქნებოდა გამარჯვების გემო გაგვეგო ჩვენზე შედარებით ნაკლებად ძლიერ გუნდებთან.ამ შემთხვევაში, როცა ნაკრებში თაობათა ცვლა მიდის, გამოცდილება უნდა შევიძინოთ, სხვა ვარიანტი არ არის
????
15 ნოემბერი 2020 12:08
0

სიახლეები პოპულარული