"საქართველოს შემდეგ ირლანდიასთან თამაში იგივეა..." - ინგლისელთა მწვრთნელმა ჩოგბურთელთა მაგალითი მოიყვანა

AutoSharing Option
ინგლისის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ ბრიტანელ ჟურნალისტებთან მომავალ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი.

"ირლანდიელები ფიზიკურად ძლიერები არიან, თუმცა საქართველოსა და იტალიასთან შედარებისას რეიტინგი უნდა ვნახოთ. ქართველები მე-12-ზე არიან, "აძური" კი მე-14-ეა. წინა მატჩის შემდეგ ირლანდიასთან თამაშია, იგივეა, ნიშიკორის შემდეგ ჯოკოვიჩს რომ შეხვდე", - თქვა ჯონსმა.

ედის, ალბათ, ძველი დრო ახსოვს, როცა იაპონიის ნაკრებს წვრთნიდა და კეი ნიშიკორი მაღალ პოზიციებზე იყო. ახლა იაპონელი ჩოგბურთელი მსოფლიოს 35-ე ჩოგანია, ნოვაკ ჯოკოვიჩი კი - რეიტინგის ლიდერი...

მკითხველის კომენტარები / 10 /
არ მესმის, რატომ არ წერთ ამ ტურნირის ფარგლებში გამართული სხვა შეხვედრების შესახებ. მაგალითად, როგორ დამთავრდა ირლანდიისა და უელსის შეხვედრა? ან როგორ ჩაიარეს მეორე ჯგუფის შეხვედრებმა?
გულშემატკივარი
17:33 16-11-2020
1
ერთი ფაქტია - ედი ჯონსმა ყველანაირად კარგი სამსახური გაგვიწია, უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა , რაც ჩვენს მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა. ჩვენ პოზიტიური მომენტებით მაქსიმალურად უნდა გამოვიჩინოთ თავი, რომ მოთამაშეებით ვინმეს ყურადღება მივიქციოთ. მათი კარგ გუნდებში გადასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
: )))))))
13:56 16-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული