მიუხედავად წვრილ-წვრილი შეცდომებისა "ბორჯღალოსნებმა" უკანასკნელ წლებში აშკარად საუკეთესოდ ითამაშა, გარდა შერკინებისა ძლიერ მეტოქეს თითქმის არაფერი დაუთმო და გუნდის პროგრესი აშკარაა.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ დღევანდელი უელსი ის აღარაა, რაც იყო და შეიძლება ასეცაა, მაგრამ ამ რანგის გუნდთან თამაშმა აჩვენა, რომ ჩვენი მორაგბეები ნელ-ნელა უღებენ ალღოს მათ სათამაშო ტემპსა და რიტმს, ხოლო ტაქტიკურ გადანაცვლებებს მეტად დროულად ახორციელებენ. ამის მაგალითი გახლდათ მეორე ტაიმში "ბორჯღალოსანთა" მიერ რამდენიმეჯერ შეცვლილი ტაქტიკა. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ პირწმინდად დავთმეთ ჩვენი მთავარი იარაღი - შერკინება და რომ ის წესრიგში გვქონოდა, შესაძლებელია ანგარიში სხვაგვარი ყოფილიყო.
29 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ირლანდიას შეხვდება.
მართალია მათ ჯერ კაი ხანი ვერ გაუტოლდებით, მაგრამ ნამდვილ რაგბს გაუგებთ გემოს. რუმინეთი ვერც მოხვდა იქ. ჩვენ ვჯობივართ სამოას, ტონგას, ურუგვაის, აშშს, კანადას და ჩვენს ქვემოთ ვინც არის ყველას. 6 ერთან ყველა თამაშის წაგების მიუხედავად, ჩვენ უფრო გავძლიერდებით. ჯობია მათთან ვიყოთ, კიდევ რამდენჯერ უნდა მოუგოთ რუსეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, რუმინეთს ამოვიდა ყელში.
ჩვენ მაქსიმალისტები ვართ, შედეგები უცებ გვინდა. ბობოლები სხვებს არ ეთამაშებიან, თუ არ გვეთამაშნენ როგორ მოუგებთ. მარტო მსოფლიოზე თუ შევხვდებოდით იძულებული იყვნენ, თორე რომელი კადრულობდა ჩვენთან თამაშს.
ჩვენი ბიჭები მაგათზე მაგრები და ძლიერები არიან, მაგრამ კლასით ჩამოვრჩებით, სისწრაფით და კიდევ ბევრი სხვა რამით. იმიტომ მოგვდის შეცდომები, შეცდომებს გვაშვებინებენ. ჯერ კიდევ გასარკვევია 8 ერი გაგრძელდება? 6 ერი თებერვალში იწყება, კალენდარიც დევს. მგონი ისევ დაბალ ჯგუფში მოგვიწევს თამაში.
ჯერერობით ასეაა გამოცხადებული.
ბიჭები ნამდვილად შეიცვალენ, თუცა, მაგ 6 ერამდე ჯერჯერობით შორია... და ქულას რომ ვერ ვიღებთ ეგაა ყველაზე სამწუხარო.
იემდია სერკინებას და მოლსაც ეშველება (ხელით თამაში თუ არ ისწავლეს, არაფერი გამოვა...)