რვა ერი: საქართველოს ნაკრები უელსთან 0:18 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პლენეჰლიპში უელსთან 0:18 დამარცხდა.

მიუხედავად წვრილ-წვრილი შეცდომებისა "ბორჯღალოსნებმა" უკანასკნელ წლებში აშკარად საუკეთესოდ ითამაშა, გარდა შერკინებისა ძლიერ მეტოქეს თითქმის არაფერი დაუთმო და გუნდის პროგრესი აშკარაა.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ დღევანდელი უელსი ის აღარაა, რაც იყო და შეიძლება ასეცაა, მაგრამ ამ რანგის გუნდთან თამაშმა აჩვენა, რომ ჩვენი მორაგბეები ნელ-ნელა უღებენ ალღოს მათ სათამაშო ტემპსა და რიტმს, ხოლო ტაქტიკურ გადანაცვლებებს მეტად დროულად ახორციელებენ. ამის მაგალითი გახლდათ მეორე ტაიმში "ბორჯღალოსანთა" მიერ რამდენიმეჯერ შეცვლილი ტაქტიკა. არ შეიძლება არ აღინიშნოს,
რომ პირწმინდად დავთმეთ ჩვენი მთავარი იარაღი - შერკინება და რომ ის წესრიგში გვქონოდა, შესაძლებელია ანგარიში სხვაგვარი ყოფილიყო.

29 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ირლანდიას შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 55 /
ძალიან არ მინდა რომ პერსონალურად დავწერო ვინმეზე მაგრამ გოგიჩაშვილი ორივე თამაშში ძალიან სუსტი იყო და არა მარტო ამ ორ თამაშში. ჟვანიასთან მგონი ვეღარც უბედავენ მოდი ითამაშეო, რადგან მაგრად ჩაიჭრნენ.
David
22 ნოემბერი 2020 00:03
0
ვინც იძახით რომ 6 ერი არაა ჩვენი საქმე მათ გასაგონად. რაგბი ევროპაზე რომ შეცდომებს ვუშვებთ ტრაგედია არაა, რადგან ამ ტურნირში მონაწილე გუნდებთან შეცდომა გამოსწორებადია, ხშირ შემთხვევაში ამას ვერც მაყურებელი და ვერც გულშემატკივარი ვერ ვგრძნობთ რადგამ ამშეცდომას გართულება არ მოსდევს, წნეხში არ არიან, იმ იშვიათ შემთხვრვაშიც როცა შეცდომას ლელო მოსდევს ესეც არაა მტკივნეული რადგან, ერთი საპირისპიროდ ორს ვდებთ. ამიტომ საჭიროა 6 ერი რომ წნეხის დროს შეცდომები მინიმუმზე დავიდეს, გაითავისონ რომ შეცდომას შედეგი მოყვება და დაუსჯელები არ დარჩებიან. ეს რეგრესიც სწორედ იმის შედეგია რომ ყოველი მატჩი გასეირნება იყო. წავაგებთ 3-4 წელი ყველა მატჩს 6 ერში, მაგრამ მოვიგებთ 5-6 წლის შემდეგ. კი, მტკივნეულია წაგება, მაგრამ თუ წინსვლა გვინდა სხვა გზა არაა.
Giorgi
22 ნოემბერი 2020 13:07
3
კობიაშვილმა ბარემ რაგბის ფედერაციაც ჩაიბაროს.
სააკაძე
22 ნოემბერი 2020 01:12
4
დერეფანი მშვენივრად ითამაშეს. სამჯერ ბურთი აახიეს უელსელებს მათივე დერეფანში. ქულებს იმიტომ ვერ იღებენ ჯერ, რომ დაცვიდან შეტევაში გადასვლა უნდა ვისწავლოთ ძალიან სწრაფად, ქულები ასეთ ნაკრებეთან ხშირი თამაშის მერე მოვა. ანგარიშის შემცირება ბევრჯერ შეგვეძლო, მაგრამ ბიჭებმა ლელოზე წასვლა არჩიეს, რაც მისასალმებელია ასეთ ბობოლა გუნდებთან. უელსი მეორე გუნდით არ გვეთამაშა, უბრალოდ "წითელ დრაკონებს" თაობათა ცვლის პროცესი დაეწყოთ და შედარებით, გამბედაობა აკლიათ ბევრ საკითხებში, რასაც ძალიან მალე გამოასწორებენ. ჩვენც იგივე სიტუაციაში ვართ. თაობათა ცვლა მტკივნეულად, მაგრამ სწორად მიდის. რეგრესი შეჩერერებულია. ბევრი შრომა და თანამედროვე რაგბის თამაში ძლიერ გუნდებთან. ყველაფერი გამოვა შვილებო. ვაჯკაც ბიჭებს, ყველაფერი გამოსდით.
TanoLife
22 ნოემბერი 2020 00:35
7
მეორე თამაშია გოგიჩაიშვილი დაიჩაგრა შეკინებაში და რატო არ უნდა მაისაშვილს ამის დანახვა
გიო-გოლი
21 ნოემბერი 2020 23:32
0
ნარიაშვილიც
გიორგი
21 ნოემბერი 2020 23:53
0
ბიჭებო მოუმატეთ ფიზიკას - გაცილებით მძლავრები უნდა შეიქმნათ, დაამუშავეთ შერკინება, მოლები როგორც შეტევა, ისე თავდაცვაში, უკანა ხაზმა სისწრაფე- კომბინაციები დაამუშავეთ ( უკვე პროგრესია აუტში და რაქში) და... 2-3 წელიწადში ელიტის ნაკრებების დამარცხებას დავიწყებთ!
გლახუნა
22 ნოემბერი 2020 03:25
3
ნამდვილ რაგბს თამაშობენ 6 ერი, ზელანდია, ავსტრალია, აფრიკა, არგენტინა, იაპონია. მერე მოდიან ფიჯი, სამოა, ტონგა, ურუგვაი, აშშ, კანადა, რუმინეთიც. კარგი იქნებოდა ჯერ შედარებით სუსტებში გვეთამაშა, მაგრამ ჩვენ ევროპაში ვართ, ამიტომ პირდაპირ 6 ერის ნაკრებებს შევხვდით. მაგარია, როგორც იქნა.
მართალია მათ ჯერ კაი ხანი ვერ გაუტოლდებით, მაგრამ ნამდვილ რაგბს გაუგებთ გემოს. რუმინეთი ვერც მოხვდა იქ. ჩვენ ვჯობივართ სამოას, ტონგას, ურუგვაის, აშშს, კანადას და ჩვენს ქვემოთ ვინც არის ყველას. 6 ერთან ყველა თამაშის წაგების მიუხედავად, ჩვენ უფრო გავძლიერდებით. ჯობია მათთან ვიყოთ, კიდევ რამდენჯერ უნდა მოუგოთ რუსეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, რუმინეთს ამოვიდა ყელში.
ჩვენ მაქსიმალისტები ვართ, შედეგები უცებ გვინდა. ბობოლები სხვებს არ ეთამაშებიან, თუ არ გვეთამაშნენ როგორ მოუგებთ. მარტო მსოფლიოზე თუ შევხვდებოდით იძულებული იყვნენ, თორე რომელი კადრულობდა ჩვენთან თამაშს.
ჩვენი ბიჭები მაგათზე მაგრები და ძლიერები არიან, მაგრამ კლასით ჩამოვრჩებით, სისწრაფით და კიდევ ბევრი სხვა რამით. იმიტომ მოგვდის შეცდომები, შეცდომებს გვაშვებინებენ. ჯერ კიდევ გასარკვევია 8 ერი გაგრძელდება? 6 ერი თებერვალში იწყება, კალენდარიც დევს. მგონი ისევ დაბალ ჯგუფში მოგვიწევს თამაში.
მამუკა
22 ნოემბერი 2020 04:57
7
ერთჯერადია ეგ 8 ერი :(
ჯერერობით ასეაა გამოცხადებული.

ბიჭები ნამდვილად შეიცვალენ, თუცა, მაგ 6 ერამდე ჯერჯერობით შორია... და ქულას რომ ვერ ვიღებთ ეგაა ყველაზე სამწუხარო.
იემდია სერკინებას და მოლსაც ეშველება (ხელით თამაში თუ არ ისწავლეს, არაფერი გამოვა...)
₾ადო
22 ნოემბერი 2020 10:41
0
ისევ მწვრთნელი ისევ ფედერაცია. ვერ ხედავთ რომ მწვრთნელის შეცვლით არაფერი არ შეიცვლება? საერთოდ ქართველებს გუნდური თამაში რომ არ გამოგვდის ვერ ხედავთ? ყველა ცალ ცალკე მაგარია. ჭიდაობა ძალოსნობა ჭადრაკი. თუმცა ჭიდაობაში უკვე ვეღარ. წინა კომენტარში ამჟამად უფრო მეტი ლაიქი მივიღე და მეწყინა კიდეც. საქართველოში ყველა სპორტს დედა აქვს ნატირები. ყველაზე სამარცხვინო რაგბი გვაქვს. ფეხბურთი მერე. ფეხბურთში პენალტით მაინც გააქვთ გოლი. ესენი კიდევ არარაობანი არიან 8 ერში. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ გუნდი შექმნეს მხოლოდ რუსების მოსაგებად. აბა სხვაში ხომ სულ დაბალი დონე არიან ისედაც
დავით 67
22 ნოემბერი 2020 00:56
37
აქაც როგორ და რაებს ბჟუტურობ, აზზრზე არა ხარ რაგბზე და არც ზოგადად სპორტზე-ც... ელიტის კონკურენციაში შევდივართ- ვუპირისპირდებით, მაშინ როცა ეროვნული ჩემპიონატები თითქმის არა გვაქვს, ანუ რუსეთუმეებმა 2012 წლიდან - სახელმწიფო გაგვიძარცეთ, გააღატაკეთ, ჩამოშალეთ და... ისე შეხსენებისათვის - რაბი - საქართველო - რუსეთი - 46 -0, აბრუსებულები ( მენტალურად) ამას ვერ იტანთ და... როგოორ -,, ყველაზე სამარცხვინო - ოო (?!)... - ზოგადად ქართულ სპორტში ერთადერთი პრობლემაა - ფინანსები და აქედან გამოწვეული უკონკურენტობა, რაც სწორად - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს ეკონომიკურ მდგომარეობაზე არის დამოკიდებული... - რთული გასაგებია?!
გლახუნა
22 ნოემბერი 2020 03:11
7
მოდი ფეხბურთის გვერდზე იპოსტავე რა ჯიგარ....
mirosan
22 ნოემბერი 2020 01:12
5
არც რაგბში ვარგივართ, არც ფეხბურთში
irakli
21 ნოემბერი 2020 23:47
15
მოკლედ ბუთი სადაც არის იმ სპორტში არ გვიმართლებს რა...
buba
22 ნოემბერი 2020 10:08
2
უკეთ კი არ ითამაშა მაგ უელსს ინგლისი მოუგებს 22 ქულით და მეტითაც ორნახევარი მატჩი 0ქულა!!!!
Me
21 ნოემბერი 2020 23:31
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული