ლევან მაისაშვილი: თამაშის მსვლელობა ანგარიშს არ ასახავს

AutoSharing Option
"რვა ერის" მეორე ტურში უელსთან 0:18 წაგების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"საწყენია, რომ თამაშის მსვლელობა ანგარიშს არ ასახავს. შეგვეძლო შეტევაში უკეთ გვეთამაშა და ქულები აგვეღო, რასაც სამწუხაროდ ისევ ვერ ვახერხებთ. იმედგაცრუებული ვარ შერკინებაში ბევრი ჯარიმით.

დაცვის და შეტევის მოლი უკეთესი იყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დავკარგეთ ბურთი. მთლიანობაში უკეთესი შეტევები გვქონდა, მაგრამ ცუდ ამინდში ბურთი ცურავდა და გვქონდა ტექნიკური წუნი. შეიძლებოდა ჯარიმების გატანაც, მაგრამ ანგარიში 18:6 თუ იქნებოდა, ამით არაფერი შეიცვლებოდა. მორაგბეები თავდაჯერებულები
იყვნენ და ლელოზე თამაში არჩიეს, რასაც პრობლემად არ ვთვლი.

ინგლისი უელსზე უკეთესი გუნდია, თუმცა ჩვენ შეტევაშიც და დაცვაშიც ახლა უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ერთი კვირის წინ. პრობლემად რჩება სტატიკური ფაზები, სადაც ბევრჯერ დავჯარიმდით და ბურთი დავკარგეთ. უკეთესობა გვაქვს თამაშის მართვაში, თუმცა ეს ჯერ კვლავ პრობლემად რჩება. ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან ბურთის და ტერიტორიის კონტროლი მნიშვნელოვანია, რაც პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ.

წინ გვაქვს ირლანდიასთან შეხვედრა, რომელიც ექვსი ერის გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. მოსამზადებლად ერთი კვირა გვაქვს. ორშაბათამდე გვეცოდინება რა მდგომარეობაა ტრავმების მხრივ და მზადებაც ამის მიხედვით დაიგეგმება. ჩვენი მიზანია, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და მივიღოთ გამოცდილება".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
გასაიდუმლოებულია თუ რატომ არ ეპატიჟება მაისაშვილი ჟვანიას, ჩილაჩავას, ასეიშვილს და მსგავს გამოცდილ ბურჯებს. კომენტარებიდან ვიგებთ ჭორებს ამის შესახებ, რაც არანორმალურია. მაისაშვილო, კეთილი ინებე და საჯაროდ აგვიხსენი რატომ არ არიან ეს ბურჯები განაცხადშიც კი. დროა დასრულდეს ბუტიაობის სულელური ეპოქა. ამ დონის რაგბს მხოლოდ პროფესიონალი კაცები თამაშობენ.
გიორგი
22 ნოემბერი 2020 16:43
0
უბრალოდ, სირცხვილია ერთი ლელოს და თუნდაც ერთი ქულის გარეშე დავტოვოთ ეს ტურნირი, საქმე კი ნაღდად ამისკენ მიდის!!!!
გიორგი
22 ნოემბერი 2020 11:55
5
სირცხვილი ნამდვილად არ არის გრანდენთან წაგება. უელსთან 3 ქულის აღებას ამჯობინეს ლელოზე თამაში, რაც სწორი იყო. არ გაგვიმართლა, მაგრამ ეს რაგბში ჩვეულებრივი ამბავია.
გიორგი
22 ნოემბერი 2020 16:36
8
რატომ არის ეს ადამიანი მთავარი მწვრთნელი??? ახალი სტაფია საჭირო, არ უნდა გაგვეშვა მაისაშვილთან ერთად ნაკრები ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე... აშკარად მელოტინი გვყავს სანატრელი. ეს ყმაწვილი ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას>>>>
კარგი რა
22 ნოემბერი 2020 11:53
11
მოგწონთ ეს ინტერვიუ? უელისის მესამე გუნდთან უშანსოდ დავმარცხდით. ამას ქვია წინსვლა? ქართული რაგბი მაშინ ვითარდებოდა როცა თვითკრიტიკულნი ვიყავით, ესე დავრჩებით რუმინეთ-რუსეთის დონეზე.
ჰაჰა
22 ნოემბერი 2020 11:48
6
მართლია, ჯერ არ არის მზად, თუმცა თვითონ კი არ უნდა დაუთმოს ადგილი უცხოელ მწვრთნელს, ფედერაციამ უნდა მოიძიოს სათანადო კანდიდატი და მაისაშვილი თუნდაც დააბრუნოს დამხმარე მწვრთნელის პოზიციაზე. კარგი იქნება, თუ დამოუკიდებელ კარიერას აწყობს, გაიზრდება და შემდეგ კიდევ მოსინჯავს ძალებს ესეთ დონეზე
Just Supporter
22 ნოემბერი 2020 10:29
1
კარგი ამინდი რომ ყოფილიყო ლელოების ცვენა იქნებოდა უელსელების.
შენი კეთილის მსურველი
22 ნოემბერი 2020 08:33
5
წადი. ანგარიში თუ არ ასახავს აბა რა ასახავს- დისციპლინა, ფეხის ბრახუნი, ჯარიმები, შერკინება თუ უკანა ხაზის ლაჟვარდი? წადი
niko
22 ნოემბერი 2020 06:16
2
ამ ტურნირზე ცუდად არ გამოვიყურებით ,ჩემი აზრით. უფრო ადრე რომ გვცოდნოდა კარგი იქნებოდა. მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო იყო და მწვრთნელის შეცვლაც უაზრობა იქნებოდა . ასე რომ მე მგონია ეს შედეგი ლოგიკურია და არაა ცუდი.
ზურა
22 ნოემბერი 2020 05:56
3
მაისაშვილო, მოდი რა, სიმართლეს გეტყვი და შენც კაცურად მოიქეცი: არ ხარ ნაკრების მთავარი მესაჭის დონის, ადექი და ვინმე უცხოელ, კვალიფიციურ მწვრთნელს დაუთმე ეგ ადგილი და თავად თანაშემწეობას დასჯერდი
fani
22 ნოემბერი 2020 02:15
22
ეგრე ადვილი არ არის კვალიფიციური უცხოელი დაუსაქმებელი მწვრთნელი მოძებნა
რაგბის ფანი
22 ნოემბერი 2020 11:48
5
...ხო რა... აუცილებლად ურემი უნდა გადაბრუნდეს?!...
buba
22 ნოემბერი 2020 11:08
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული