ლევან მაისაშვილი: თამაშის მსვლელობა ანგარიშს არ ასახავს

AutoSharing Option
"რვა ერის" მეორე ტურში უელსთან 0:18 წაგების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"საწყენია, რომ თამაშის მსვლელობა ანგარიშს არ ასახავს. შეგვეძლო შეტევაში უკეთ გვეთამაშა და ქულები აგვეღო, რასაც სამწუხაროდ ისევ ვერ ვახერხებთ. იმედგაცრუებული ვარ შერკინებაში ბევრი ჯარიმით.

დაცვის და შეტევის მოლი უკეთესი იყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დავკარგეთ ბურთი. მთლიანობაში უკეთესი შეტევები გვქონდა, მაგრამ ცუდ ამინდში ბურთი ცურავდა და გვქონდა ტექნიკური წუნი. შეიძლებოდა ჯარიმების გატანაც, მაგრამ ანგარიში 18:6 თუ იქნებოდა, ამით არაფერი შეიცვლებოდა. მორაგბეები თავდაჯერებულები
იყვნენ და ლელოზე თამაში არჩიეს, რასაც პრობლემად არ ვთვლი.

ინგლისი უელსზე უკეთესი გუნდია, თუმცა ჩვენ შეტევაშიც და დაცვაშიც ახლა უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ერთი კვირის წინ. პრობლემად რჩება სტატიკური ფაზები, სადაც ბევრჯერ დავჯარიმდით და ბურთი დავკარგეთ. უკეთესობა გვაქვს თამაშის მართვაში, თუმცა ეს ჯერ კვლავ პრობლემად რჩება. ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან ბურთის და ტერიტორიის კონტროლი მნიშვნელოვანია, რაც პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ.

წინ გვაქვს ირლანდიასთან შეხვედრა, რომელიც ექვსი ერის გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. მოსამზადებლად ერთი კვირა გვაქვს. ორშაბათამდე გვეცოდინება რა მდგომარეობაა ტრავმების მხრივ და მზადებაც ამის მიხედვით დაიგეგმება. ჩვენი მიზანია, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და მივიღოთ გამოცდილება".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
მაისაშვილო, მოდი რა, სიმართლეს გეტყვი და შენც კაცურად მოიქეცი: არ ხარ ნაკრების მთავარი მესაჭის დონის, ადექი და ვინმე უცხოელ, კვალიფიციურ მწვრთნელს დაუთმე ეგ ადგილი და თავად თანაშემწეობას დასჯერდი
fani
02:15 22-11-2020
22
რატომ არის ეს ადამიანი მთავარი მწვრთნელი??? ახალი სტაფია საჭირო, არ უნდა გაგვეშვა მაისაშვილთან ერთად ნაკრები ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე... აშკარად მელოტინი გვყავს სანატრელი. ეს ყმაწვილი ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას>>>>
კარგი რა
11:53 22-11-2020
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული