საქართველოს ნაკრები "ავივაზე" ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" მესამე ტურში საქართველოს ნაკრები დუბლინის "ავივას" სტადიონზე ირლანდიასთან 10:23 დამარცხდა.

დებიუტი თითქმის ისეთივე იყო, როგორც ინგლისთან და უელსთან. ბურთი მთლიანად მეტოქეს ჰქონდა და თავგამოდებით ვიცავდით თავს, მაგრამ ლელო მაინც მივიღეთ, რასაც მალე ჯარიმა მიაყოლეს აირიშებმა. ჯარიმებს რაც შეეხება, ამ მხრივ სამწუხარო შეცდომებს ვუშვებდით. მე-15 წუთზე როგორც იქნა პირველი იერიში მოვახერხეთ, რასაც სულ მალე კვესელაძემ დიდებული რეიდი მიაყოლა და ამ ტურნირის პირველი ლელოც დაიდო.

ირლანდიელები გაბრაზდნენ და მთელი ძალით შემოგვიტიეს, მაგრამ თავდაცვას მაინც ვახერხებდით. მოლებში მეტოქეს უპირატესობა არ ჰქონდა,
აი, შერკინებასა და დერეფანში აშკარად გვჯობდნენ და ჯერ ჯარიმა გაგვიტანეს, შემდეგ კარგი კომბინაციის შემდეგ ლელოც დაგვიდეს. პირველი ტაიმის ბოლო წუთებში მასპინძელთა გააფთრებული იერიშები ქართველებმა ქულამიუღებლად მოიგერიეს და ანგარიში 20:7 დაფიქსირდა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" ბევრად თავისუფლად ათამაშდნენ, აბჟანდაძემ ჯარიმიდან სხვაობა შეამცირა. ირლანდიელები მიხვდნენ, რომ მოწინააღმდეგისაგან წნეხში მოექცნენ და უფრო მობილიზებულად დაიწყეს მოქმედება, განსაკუთრებით დაცვაში. 58-ე წუთზე ირლანდიელებმა ჯარიმიდან ისევ 13-ქულიანი სხვაობა აღადგინეს. აქედან ცოტა ხანში ტრავმა მიიღო ჩვენს გუნდში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ბექა გორგაძემ, რაც სერიოზული დანაკლისი გახლდათ.

მიუხედავად ამისა, ჩვენმა ბიჭებმა დარჩენილ დროში არაფერი დაუთმეს მეტოქეს, უკვე ტოლ-სწორად ეთამაშნენ და ასე ვთქვათ ღირსეულად დამარცხდნენ, მაგრამ ჩვენ მეტი გვინდა, რადგან ამ გუნდს საამისო პოტენციალი აქვს.

საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ბექა საღინაძე, 7. თორნიკე ჯალაღონია, 8. ბექა გორგაძე;
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. ლექსო ყაულაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. დემურ თაფლაძე, 23. დავით ნინიაშვილი.
1 ლელო: კვესელაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 59 /
კომენტატორები შესაცვლელებია ერთმანეთს არ აცლიან კომენტარს ფანტასტიურად ქაქანებენ კისკისში ეჯიბრებიან ეთერში ერთმანეთს .სადაა ფანტასტიური თამაში გუნდი მესამე თამაშს აგებს/საჩქაროდ საჭიროა უცხოელი ქოაჩი ახალზელანდიელზე არანაკლები დონისა /ეხლა. და არა მაის ივნისებში რაც გვქონდა, შერკინება,იმასაც ვკარგავთ,აუტებში და სისწრაფეში ხომ ვერ ვართ,რითი გვჯობიან ირლანდიელები ან სხვანი ფიჯიელები თუ.... ოც ოცი წელია ვერ ვეწევით,ჭკუით ? თუ გვარიშვილობა ვაჟკაცობით?ვფიქრობ სამშობლოს სიყვარულით. საქმით არა სიტყვებით და პროფესიონალიზმით თავთავის საქმეში. მსოფლიოს მოწინავეთა დონეზე, ასეა მგონი ჩვენი საქმენი Yველაფერში მიფუჩეჩებულნი,ჩვენსავე მიერ......
Sebastien Chabal
29 ნოემბერი 2020 20:34
50
ქოაჩი არა იხვი,მწვრთნელი სიტყვა არ მოგწონს?
gurulo
29 ნოემბერი 2020 22:07
3
თანამედროვე რაგბის ყველაზე დიდი პრობლემა და უფრო დიდი სირცხვილი მსაჯობაა..
რიგითი
29 ნოემბერი 2020 20:29
11
პროგრესიდან გამომდინარე ვფიქრობ მაისაშვილს ცოტა ვადროვოთ იმ მნიშვნელოვან საქმეში რასაც ნაკრების მწვრთნელობა ჰქვია
გიო
30 ნოემბერი 2020 16:38
4
"რასაც მალე ჯარიმა მიაყოლეს აირიშებმა"- რა ჯანდაბაა ეს. მეც რაღაც გამიგიოა?! გოიმობას საზღვარი არ აქვს.
55555
30 ნოემბერი 2020 16:12
3
რა ვიდეოებს დებთ, დღეს მეორედ გწერთ მეორე სტატიაზე მართლა რა სამარცხვინოები ხართ
ჯეკო
29 ნოემბერი 2020 22:48
1
ბაბუა ჩემი ამბობდა,ომში ყველაზე ძლიერები, თავდადებულები იღუპებიანო,სიფრთხილის ზღვრის მიღმა იბრძვიანო,მიტომო. მწყობრიდან ვინ გამოვიდა? შარიქაძე,გორგაძე, მამუკაშვილი...... იგივე სენი გვჭირს ფეხბურთშიც.....და ბევრ სხვა .... საქმეშიც .ერთად ჰკა მაგას, ვერ გამოგვდის, რატომღაც ვერაფერში ,ვერას დროს.ვეღარ ვდიდგორობთ,თუ მართლა გვიდიდგორია....რაც შეგიძლია, დაიხარჯე, უეშმაკოდ,ალლად, სიფრთხილის ზღვარზე მაინც,მეტს ვერც შეძლებ და არც არავინ გაძალებს....ერთეულების ხვედრია შეუძლებელი ,სტაბილურად, მთელი გეიმის, განმავლობაში, ნებისმიერის ენდამდე.
dubliniidan
29 ნოემბერი 2020 21:16
27
პირველ რიგში ეს ომი არ არის, სპორტია. მერე და მამუკაშვილი სისხლდენის გამო გავიდა მოედნიდან, რაც ყველა მოთამაშეს ეხება და სანამ სისხლდენა არ შეწყდება იქამდე არ აქვს მოედანზე დაბრუნების უფლება. ეტყობა რაგბი არასდროს გითამაშია, ერთ ერთი ყველაზე ტრავმატული სპორტია და არცერთი მორაგბის ჯანმრთელობის განადგურებად არ ღირს ტრავმიანი თამაში. რა გინდოდა ახლა გორგაძეს, რომელსაც აქამდე მთელი ერთი სეზონი გაუცდა მუხლის გამო რამდენიმე წლის წინ, ამდგარიყო და კოჭლად ეთამაშა?! ეგ არის გუნდის ღალატი ტრავმიანი თამაში, როცა იცი რომ შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში აღარ ხარ სათამაშოდ, რამდენადაც მაგარი მორაგბე არ უნდა იყო. მგონი ფეხბურთშიც იგივეა და ნებისმიერ სპორტში. ტრავმიანი არც გორგაძე უნდა არავის მოედანზე და არც გორგოძე. ეს თამაში ჩატარდა და ისტორიას დარჩა. მორაგბეც ადამიანია და მომავალში ასეთი კიდევ უფრო მეტი ექნება სათამაშო. სირცხვილია უბრალოდ როგორ აღიქვავთ ყველფერს.
თბილისიდან
29 ნოემბერი 2020 21:52
5
ეგრე მარტივად გეთქვა რა! მე ისე გავიგე, მეთქი მათ რომ ვერ გააგრძელეს თამაში, მაგას აკნინებდი. კი, ფეხბურთშიც მსგავსი რამ ხდება რასაც შენ ამბობ, მაგრამ აქ მგონი უფრო გამოუცდელობის ბრალია ვიდრე თავდადების ნაკლებობის. აქ სულ სხვა სისწრაფეა, რთულია დაადანაშაულო საქართველოს ნახევრადპროფესიონალურ ლიგაში მოთამაშე ამ ტემპის ვერ აყოლაში. თავიანთი დონის გუნდებთან და უფრო სუსტებთან მსგავსი არასდროს არაფერი ხდება. დღეს თავის კლასთან შედარებით ყველამ მაქსიმუმი გააკეთა, რაც უფრო სწრაფია თამაში და რაც უფრო მეტი ხანი ხარ დაცვაში მით უფრო მეტია შეცდომები, ამის აღმოფხვრას გამოცდილება სჭირდება, უბრალოდ ლოგიკურია ყველაფერი რაც ხდება. ამ ეტაპზე არ ვიმსახურებთ ირლანდიის დამარცხებას, მხოლოდ კლასის ხარჯზე. დანარჩენი მშვენიერი იყო, მგონი დამეთანხმები
თბილისიდან დუბლინელს
30 ნოემბერი 2020 00:32
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული