"ბორჯღალოსანი" გიორგი კვესელაძე "რვა ერის" მესამე ტურის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს. მან სემ ანდერჰილს (ინგლისი), ჯონი უილიამსს (უელსი) და ბრის დალინს (საფრანგეთი) აჯობა.
23 წლის კვესელაძემ ტურნირის ორგანიზატორთა მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში 88%-ით იმარჯვა. ის ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.
კვესელაძემ ირლანდიასთან მატჩში 50-მეტრიანი რეიდი განახორციელა და ლელო დადო.
5 დეკემბერს, საქართველოს ნაკრები მე-4 ტურში ფიჯის დაუპირისპირდება.