"რვა ერი" - ფიჯისთან გორგაძე და ხმალაძე გამოირიცხა

AutoSharing Option
"შემოდგომის ერთა თასის" დასკვნით მატჩში "ბორჯღალოსნებს" ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე დააკლდება.

საქართველო 5 დეკემბერს, ჩვენი დროით 16:00 საათზე ფიჯის ედინბურგში მე-7 ადგილისთვის ერკინება.

24 წლის გორგაძემ, რომლის ანგარიშზე 31 კეპია, მუხლი კვირას, ირლანდიასთან დაიზიანა. "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ბექა საოპერაციო არ გახდება:

"გორგაძე დღეს (ოთხშაბათს) სურათს გადაიღებს და ტრავმის სიმძიმე და ხარისხი ამის შემდეგ გვეცოდინება. ამ ეტაპზე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ფიჯისთან ვერ ითამაშებს. იმედს ვიტოვებ,
დაზიანება იმ დონის არ იქნება, რომ ბექას ოპერაცია დასჭირდეს და დიდი დრო გაუცდეს".

ფეხის კუნთი აწუხებს და დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს ლაშა ხმალაძე, რომელმაც ამავე მიზეზით ირლანდიასთან მატჩიც გამოტოვა.

თავს უკეთ გრძნობს მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე. მან ნეკნი 21 ნოემბერს, უელსთან მატჩის პირველ ტაიმში დაიზიანა.

"კოტემ ივარჯიშა და ოთხშაბათს გვეცოდინება ბოლომდე, შეძლებს თუ ვერა თამაშს. არის წვრილ-წვრილი ტრავმებიც, თუმცა სხვა შემთხვევებში საშიში არაფერია", - ამბობს მაისაშვილი.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
სამივე დიდი დანაკლისია ნაკრებისათვის,მაგრამ მთავარი მაინც ჯანმრთელობაა.წესით ფიჯიც არ უნდა იყოს სათანადო ფორმაში და ეს,დანაკარგს გაათანაბრებს.გუნდურ თამაშში,მათ აუცილებლად ექნებათ შეთამაშების პრობლემები.ვარჯიში ხომ, სათამაშო პრაქტიკას ვერ ცვლის.ნაკრები უკვე ოპტიმალურ ფორმასთან უნდა იყოს მიახლოებული და ამ მდგომარეობაში მყოფი ფიჯის ძლევა,ნამდვილად შეუძლიათ.მთავარია,მეტოქის უთამაშებლობის გამო,კონცენტრაცია არ დაკარგონ და სრული ძალით ითამაშონ დასაწყისიდან ბოლომდე.იმედი მაქვს,დერეფანთან ერთად, ხაზზე,ბურთის სიჩქარე აკრეფილ პარტნიორზე მიწოდების დამუშავებაზეც იმუშავებენ ბიჭები.ყველა თამაშში აშკარად ჩანს,რამდენს ვკარგავთ ამ ტაქტიკის არ გამოყენებით და უკვე დაგვიანებულიც კია,ამაზე მუშაობის დაწყება.წინა თამაშში ხომ კვესელაძეს,სწორედ სიჩქარე აკრეფილს გაატანა მათიაშვილმა ბურთი და აღმოჩნდა,რომ ირლანდიელებსაც გაუჭირდათ მისი შეჩერება.ფლანკერებმა მაინც უნდა გამოიყენონ ეს ტაქტიკა,მარაოს გაშლის დროს,მთელი გუნდი თუ ვერ მოასწრებს,ამ ხერხის დამუშავებას.მეორე მხრივ,თითქმის მთელი ჩვენი შერკინება,უცხოეთში თამაშობს და მათთვის ასეთი თამაში,უცხო არ უნდა იყოს.ასე რომ ნაკრებსაც არ უნდა გაუჭირდეს მისი გამოყენება.უბრალოდ, შეთამაშებაზე მუშაობა იქნება საჭირო და საქართველოში მოთამაშე უკანახაზელების შეჩვევა ასე თამაშზე.ამ ნაკრებმა, უკვე ისეთი ფიზიკური კონდიციები აკრიფა,რომ ამისათვის ,წესით,ძალები საკმარისი უნდა ჰქონდეთ.მგონი შეიძლება ვცადოთ.წარმატებას და კარგ თამაშს გისურვებთ ბიჭებო,ახლა უკვე, გამარჯვების რწმენით და იმედით.ეს თამაში გამოაჩენს,ამ ტურნირზე,რამდენად ვისწავლეთ და ავითვისეთ გაკვეთილები.ეს საკონტროლო წერაა და მაღალი ნიშნის იმედი მაქვს.დღევანდელი ფიჯის ნაკრები,საჩვენკბილოა.შეფასება 10,მეტოქის 15 და მეტი ქულით დამარცხებისათვის დაიწერება და ის,საშუალებას მოგვცემს ფიჯის გადავასწროთ მსოფლიოს რეიტინგში.ასე რომ მოტივაცია,საკმარისზე მეტია.
სოსო
02 დეკემბერი 2020 18:52
0
რა გახდა ამ ერთი სურათის გადაღება?! ის ვიდეო გამახსენდა ჩვენი რო ეწერებოდა ექიმთან, მეორე თვეში რო უთხრა ოპერეტორმა, და ამან - ჩამწერე ჩამწერე მე თუ ვერ მოვალ ჩემი შვილიშვილი მოვაო )))) ეგაც იქ ხო არ ჩაწერეს )))))
SL
03 დეკემბერი 2020 00:25
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული