საქართველო 5 დეკემბერს, ჩვენი დროით 16:00 საათზე ფიჯის ედინბურგში მე-7 ადგილისთვის ერკინება.
24 წლის გორგაძემ, რომლის ანგარიშზე 31 კეპია, მუხლი კვირას, ირლანდიასთან დაიზიანა. "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ბექა საოპერაციო არ გახდება:
"გორგაძე დღეს (ოთხშაბათს) სურათს გადაიღებს და ტრავმის სიმძიმე და ხარისხი ამის შემდეგ გვეცოდინება. ამ ეტაპზე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ფიჯისთან ვერ ითამაშებს. იმედს ვიტოვებ,
დაზიანება იმ დონის არ იქნება, რომ ბექას ოპერაცია დასჭირდეს და დიდი დრო გაუცდეს".
ფეხის კუნთი აწუხებს და დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს ლაშა ხმალაძე, რომელმაც ამავე მიზეზით ირლანდიასთან მატჩიც გამოტოვა.
თავს უკეთ გრძნობს მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე. მან ნეკნი 21 ნოემბერს, უელსთან მატჩის პირველ ტაიმში დაიზიანა.
თავს უკეთ გრძნობს მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე. მან ნეკნი 21 ნოემბერს, უელსთან მატჩის პირველ ტაიმში დაიზიანა.
"კოტემ ივარჯიშა და ოთხშაბათს გვეცოდინება ბოლომდე, შეძლებს თუ ვერა თამაშს. არის წვრილ-წვრილი ტრავმებიც, თუმცა სხვა შემთხვევებში საშიში არაფერია", - ამბობს მაისაშვილი.
rugby.ge