საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბის ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდს უმასპინძლა და მეტოქე საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა:

პირველი ტაიმი ქულების გარეშე 0:0 დასრულდა, მეორე ნახევარი კი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და ვასილ ლობჟანიძემ ძალიან კარგი ინდივიდუალური ლელო დადო. თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

მალე რუსები დაჯარიმდნენ, ხოლო აბჟანდაძე ჯარიმიდან ზუსტი იყო - 10:0.

ამის შემდეგ "დათვების" გუნდმა შემოგვიტია და მრავალფაზიანი სვლა ფედოტკოს ლელოთი დაასრულეს, გარ
დასხვა ძელებს შორის გაისინმა მოათავსა: 10:7.

ამის შემდეგ მხოლოდ ქართველებმა მოიპოვეს ქულები. თედო აბჟანდაძემ ორი ჯარიმა გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა -  16:7.

ამჯერად, ჩვენმა ნაკრებმა მიმდინარე გათამაშებაში 5-დან 5 შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილიც მათია.

საქართველო – რუსეთი 16:7
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გიორგი ჯავახია, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დავით გიგაური, 20. გიორგი თხილაიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

ლელო: ლობჟანიძე
გარდასახვა: აბჟანდაძე
3 ჯარიმა: აბჟანდაძე
სინბინი: მოდებაძე

მკითხველის კომენტარები / 40 /
მადლობა ბიჭებო!
c
07 თებერვალი 2021 17:02
16
არცერთ მომენტში არ დამდგარა საშიშროება რომ ვერ მოგვეგო.როგორც კი წამოგვეწიენ ორ წუთში გავექეცით.მთელ თამაშს ვაკონტროლებდით.კლასით მათზე წინ ვართ,თუმცა ეს არ ნიშნავს რომ სულ მოვუგებთ.ძალიან არიან მოწადინებულნი და ამათთან სტუმრად ძალიან გაგვიჭირდება.
master
07 თებერვალი 2021 18:34
44
კარგია, რომ მიეცა ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა. შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა გიორგი ნუცუბიძეს. იმედია ასე გააგრძელებს და დაიმკვიდრებს ადგილს გუნდში.
Shoto
07 თებერვალი 2021 17:01
24
ნამდვილად არ არის საჭირო ზედმეტი კრიტიკა. რა თქმა უნდა ცუდად ითამაშეს ბიჭებმა მწვრთნელმაც შეცდომები დაუშვა და ზოგადადაც ხარვეზები საკმარისზე მეტი იყო თუმცა მოვიგეთ!!!!!!!!! იუვე, რეალი, ბაიერნი, სიტი და ლივერპული მუდამ დიდი ანგარიშებით ვერ იგებენ და ეგ არ ნიშნავს რომ უესკა რეალის დონის გუნდია, ჰერტა ბაიერნის, ბენევენტო იუვესი და არსენალი სიტის!!!! ბევრი მორაგბე გვაკლდა ამას გარდა რუსებს ყველა შიდა ჩემპიონატის მოათამაშე ყავთ და ძალიან დიდი ხანია შეკრებაზე არიან თიტქმის 3 კვირა ერთი მიზნისთვის ემზადებოდნენ დიდი ანგარიშით არ წაეგოთ რასაც მიაღწიეს კიდეც))))) ჩვენებმა კიდევ მხოლოდ 2 ვარჯიში ჩაატარეს და აბსოლუტურად შეუთამაშებელი ბიჭებით მაინც მოვუგეთ!!!!!! ხარვეზების გამოსწორებას ველოდებით!!!!!!! და ჟვანია დარწმუნებულები ხართ რომ შერკინების მოთამაშეა?!!! ამიტომაც არ წაიყვანა ჰეიგმა მსოფლიოზე!!!!!!!!
კონსტანტინე თავართქილაძე
08 თებერვალი 2021 11:02
5
ვერ დაგეთანხმები. ბიჭებმა შეასრულეს დავალება. მართალია დიდი ხარვეზით, ბურთის გავარდნას ვგულისხმობ, მაგრამ ესეც მწვრთნელის გამოსასწორებელია. ვერ გავიგე ჟვანიას რას ერჩი. საერთოდ შერკინება ვეღარ გვაქვს ჩვეული. ეს მარტო ბურჯების ბრალი არ არის, 2 და 3 ხაზიც ძალიან მნიშვნელოვანია.
გიორგი
08 თებერვალი 2021 17:00
0
დისციპლინა ჩემპიონატში და ნაკრებში -100-ია (მინუს ასი). ვინც რაგბიში ჩახედულია ეს ყველაფერი იცის და ხმას არ იღებს. ბევრი "გაბრუებული" თამაშობს ხოლმე და პატრონი არა ჰყავს, ჟურნალისტები ხომ მარტო შეკვეთით მუშაობენ ამ ქვეყანაში, რაც არ უნდა მალოთ ყველამ ის განუკითხაობა ფეხბურთისა არ იყოს რაგბიში რაც ხდება, აგერ არის შედეგი. ფედერაციაში ისვრიან, ჩემპიონატში კი ისეთი ბარდაგია, რომ მეტი არ შეიძლება. რაგბიც მოკვდა-ყველა დუმს..............
სირცხვილია მინიმუმ..........
07 თებერვალი 2021 22:02
0
მაგარი სირცხვილია, ეს სპორტიც გააფუჭეს, ეს იმის ბრალია, რომ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ რომ არ ვიცით, ყველაფერში ბარდაგია..........
kaxa
07 თებერვალი 2021 21:21
0
კარგია რომ მოვიგებთ. მაგრამ მეტია საჭირო. თუმცა ოდესღაც ეგენიც მოგვიგებენ და არაა ეს კატასტროფა.
დათო
07 თებერვალი 2021 16:59
28
სტატისტიკა ძალიან საინტერესოა, მაგრამ არავინ აქვეყნებს. რამდენი მერი გავიარეთ, რამდენჯერ დავჯარიმდით და ა. შ. ამ თამაშისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, თუ რამდენჯერ გაგვივარდა ბურთი ხელიდან შეტევაში, ალბათ 10-20 ჯერ. სწორედ ამ წუნმა გაგვიფუჭა თამაში. #1 ამოცანა ამის აღმოფხვრაა.
გიორგი
08 თებერვალი 2021 00:33
0
შარშან რომ ჩატარებულიყო 40-50 ქულას მოვუგებდით.. არაუშავს, მსოფლიოზე კარგი გუნდი გვეყოლება
zviads
07 თებერვალი 2021 23:55
0
რომის პაპაზე დიდი კათოლიკეობა საჭირო არ არის!! ხარვეზები საკმარისზე მეტია და მწვრთნელსაც მკაცრად უნდა მოვთხოვოთ მაგრამ თავზე ნაცრის ყრა არ არის საჭირო!!!! მთავარია მოვიგეთ და კიდევ ერთხელ ალიყური ავაწანით ჩრდილოელ ე.წ მეზობელს!! ბიჭებს მადლობა თავდადებისთვის მაგრამ გთხოვთ, არსებული უამრავი შეცდომის გამოსწორებისთვის იმუშავეთ!!!
Aguli
07 თებერვალი 2021 22:01
5

სიახლეები პოპულარული