მაისაშვილი: წამითაც არ დამდგარა იმის საფრთხე, რომ გამარჯვებას ვერ შევძლებდით

AutoSharing Option
რაგბის ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში რუსეთის 16:7 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:

"ამ ტიპის თამაშებში ხშირად ხდება მსგავსი რამ. თუ მეტოქეს ვერ მოაქცევ წნეხში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს წნეხი შენზე გადმოდის და სწორედ ეს დაგვემართა. გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ დაუდევრობის გამო ქულა ვერ ავიღეთ, ბურთს ვერ გავუფრთხილდით.

დავალება იყო, რომ ერთი-ერთზე ორთაბრძოლები მოგვეგო და ბურთს გავფრთხილებოდით. რუსები ამ შეხვედრისთვის კარგად იყვნენ მომზადებული და თამაში გაგვიფუჭეს. ჩვენც ბევრჯერ, 11-ჯერ დავკარგეთ ბურთი შეტევაში და მეტოქეს დროის გაკონტროლების შესაძლებლობა
მივეცით. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა შერკინებაში, თუმცა მეორე ტაიმში ეს კომპონენტიც და მოლიც უკეთესი იყო.

შესაძლოა, ისეთი სხვაობით ვერ მოვიგეთ, როგორითაც ვგეგმავდით, მაგრამ წამითაც არ დამდგარა იმის საფრთხე, რომ გამარჯვებას ვერ შევძლებდით.

პირველ თამაშზე საქართველოს ნაკრებს მუდმივად უდგას ეს პრობლემა. მატჩამდე სულ ორი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდა. ჩვენ გვაქვს ის უპირატესობა, რომ მოთამაშეები მაღალი კლასის გუნდებში თამაშობენ, მაგრამ ხშირად ეს ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან ვერ ახერხებენ დროულად ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლას, მაგრამ თუ გვინდა რანგით დაბალი დონის გუნდებს დიდი სხვაობებით მოვუგოთ, ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.

დღეს ძალიან ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს მიეცა შანსი, ბევრი მათგანი პირველად იყო სასტარტო შემადგენლობაში. შესაძლოა, მათ დაუშვეს შეცდომები, მაგრამ შეცდომები გამოცდილ მოთამაშეებსაც ჰქონდათ და ვინც არაფერს აკეთებს, შეცდომას მხოლოდ ის არ უშვებს".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 38 /
პირველ რიგში მადლობა ბიჭებს მოგებისთვის!
მართალია გვანერვიულეს, მაგრამ რას ვიზავთ თავადაც ნერვიულობდნენ.
ეხლა რაც შეეხება მაისაშვილს, რომ მიადექით და თათხავთ, მან დაინიშნა თავისი თავი ნაკრების მწვრთნელად თუ რა?.. სანამ რაგბის კავშირიში მოძებნიდნენ, შეარჩევდნენ ნაკრებისთვის მწვრთნელს ლევანი იყო დროებითი. შესაბამისად რომ ვერევის შეუთანხმდნენ ნაკრების გაწვრთნაზე მაგიტომაც დარჩა ნაკრების მწვრთნელად. ხოდა როგორც კი რაგბის კავშირში მოაგვარებენ ახალი მწვრთნელის საქმეს, ლევანი ისევ გადავა მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ ან თვითონ მოიფიქრებს.
შესაბამისად ნაკრები მწვრთნელის გარეშე ვერ იქნებოდა და მადლობა ლევანის და ყველას, ვინც გუნდს გვერდით უდგას!
VS
11 თებერვალი 2021 02:46
2
იქნებ ჯერ აზერბაიჯანი სომხეთის და თურქეთის ნაკრებებს მოვუგოთ და მერე ვიფიქროთ 6 ერზე
გიორგი
09 თებერვალი 2021 18:24
1
მაისაშვილო, შენ ან მთლად უსირცხვილო ხარ ან თავს ძალით იტყუებ! არ გაეფუჭებინა იმათ უვარგის დამრტყმელს ჯარიმები და ნეტავ მერე რას ილაპარაკებდი?! როგორც იტყვიან, სტატისტიკა არ ტყუის: ლელოებში ფრე (1:1); ჯარიმები ერთნაირად დაარტყეს გუნდებმა (4-4), აქედან რუსებმა ყველა გააფუჭეს, ხოლო თედომ 4-დან 3 გაიტანა! ანგარიშში სხვაობაც ამან განაპირობა. სხვა კომპონენტები გინდა? საკუთარი დერეფანი ჩვენ უფრო მეტი წავაგეთ, ვიდრე რუსებმა. თითქმის იგივე სურათი იყო შერკინებაში და მეტი რაღა დარჩა!!!
სიმართლე
08 თებერვალი 2021 22:28
0
მარტივია დააბრალო მწვრთნელს ყველაფერი. აბა რაგბისტებს ხომ არ დააბრალებთ. სულ რომ არ ყოლოდათ მწვრთნელი, რა, არ უნდა მოეგოთ? მოიგეს კიდეც. ხარისხი მართლაც არ იყო კარგი, მაგრამ ყველაფერში მწვრთნელის დადანაშაულება სწორი არაა.
mamuka09ze
08 თებერვალი 2021 18:35
6
სულ რომ არ ჰყოლოდათ მწვრთნელი, 50 ქულით წააგებდნენ. გუნდურ თამაშებში, წარმატებაში მწვრთნელის წვლილი 30-50%-ია. ეს არ გაგიგიათ?
გიორგი
08 თებერვალი 2021 23:48
0
როგორც ქვეყანა განიცდის რეგრესს ასევე ფეხბურთი და რაგბი, ტრენერი ვერ მოუძებნიათ და რაზეა საუბარი?
x.x
08 თებერვალი 2021 17:37
3
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდად ჩატარებული მატჩი, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ახალწვეული იყო. ყველა კომპონენტში "ჩავფლავდით" და ეს სამწვრთნელო გუნდის ბრალია. რუსეთთან პირველი ხაზის გამოცვლა რომ დაგჭირდება უკვე ცუდად გაქვს საქმე, დანარჩენს რომ თავი დავანებოთ.
სამწუხაროდ ეს ისეთი მოგებაა, რომელიც უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს ვიდრე სიხარულს.
მალაქია
08 თებერვალი 2021 13:43
1
რუსეთის ნაკრებს იმდენად აქვს ჩვენი კომპლექსი რო თვითონ წააგეს და არა ჩვენ მოვიგეთ. რაც შეეხება თამაშს ეს იყო ჩვენი ნაკრების ყველაზე ცუდი თამაში ბოლო 20 წლის მანძილზე. ასეთი თამაშით 6 ერი კი არა აქაც გაგვიჭირდება პირველობა და საერთოდ რუსეთის ნაკრებთან რომ იძახებს ეს დალოცვილი ამ ახალბედებს რა ბელგია და პორტუგალია აქ არაა? მოკლედ სრული რეგრესია რაგბში, აქ მიდის მხოლოდ ფულისათვის და სკამებისათვის ბრძოლა, ნაკრები ვის ახსოვს თორემ სასწრაფოდ მოსაყვანია კვალიფიციური მწვრთნელი თორემ მერე გვიანი იქნება...
Maximus
08 თებერვალი 2021 13:21
1
Es ixo xvelaze samarcxvino tamashi sakartvelos nakrebis istoriashi, sastsrapod danishnet normaluri mtsvrtneli
Zurab tomadze
08 თებერვალი 2021 12:15
1
მწვრთვნელს არ ყოფნის გამოცდილება რომ ეროვნულ ნაკრებს უხელმძღვანელოს სასწრაფო შესაცვლელია და ფედერაციაში ამისთვის ჯერ არ სცალიათ სკამები ვერ გაინაწილეს
Givi
08 თებერვალი 2021 11:42
0
ამის ტყუილებიᲦა გვაკლდა რა! წადი მოცილდი Შე უᲗავმოყვარეო!!!
ზურა
08 თებერვალი 2021 10:03
4

სიახლეები პოპულარული