მთავარ მწვრთნელს ლევან მაისაშვილს მზადების დასკვნით კვირაზე კითხეს, რომელიც გუნდმა ბორდოში გაიარა.
"კვირა ძალიან კარგად იყო გაწერილი, დაბალანსებული დატვირთვებით და დასვენებით. ვარჯიშებს შორის ორი დასვენების დღე გვქონდა, რაც ნაყოფიერად გამოვიყენეთ და თამაშს ენერგიით შევსებული ვხვდებით" - თქვა მაისაშვილმა, მოწინააღმდეგის შესახებ კი განაცხადა:
"ორი მგეზავით არაერთი გუნდი თამაშობს და ამას აქვს თავისი დადებითი მხარეები. არგენტინასთან მატჩში გუნდმა ყოველთვის ვერ შეძლო სათამაშო გეგმის
"ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მეტოქის შემადგენლობის შესახებ ისაუბრა:
"საფრანგეთს ისეთი მორაგბეები ჰყავს, ვინც არ უნდა დააყენოს შემადგენლობაში, მაინც ძლიერი გუნდი იქნება და სხვას არც ველოდით. მოხარულები ვართ, რომ მათ არჩევანი საუკეთესოებზე შეაჩერეს და ხვალინდელ თამაშს მოუთმენლად ველოდებით.
იმედი მაქვს, რომ საფრანგეთის ტოპ ლიგებში მიღებული სათამაშო პრაქტიკა და მოთამაშეების ცნობა დაგვეხმარება, რომ მოულოდნელი მომენტები თავიდან ავირიდოთ, ან მინიმუმამდე დავიყვანოთ. ჩვენი მოთამაშეების დიდი ნაწილი საკმაოდ კარგად იცნობს მათ სათამაშო არსენალს".
rugby.ge