"ბორჯღალოსნების" საბრძოლო ფრე ფიჯისთან - 15:15 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ქალაქ არანხუესში ჩატარებული ტესტ-მატჩი საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს შორის 15:15 დასრულდა.

„ბორჯღალოსნები“ მეტოქეს შეტევითი თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ, ბურთს უფრთხილდებოდნენ და აბჟანდაძემ ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი დააწინაურა, რის შემდეგაც ფიჯელთა მრავალფაზიანი, სახიფათო იერიშის მოგერიება შეძლეს. ჩვენი გუნდი კარგად გამოიყურებოდა შერკინებაში და დერეფანში. 27-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადება ვერ მოახერხა, სწრაფი კონტრშეტევა გაეპარა და იქით მიიღო ლელო. გარდასახვა კი ფიჯიმ ვერ გამოიყენა. 37-ე წუთზე აბჟანდაძემ მესამე საჯარიმო შეასრულა უზადოდ. გამოიკვეთა, რომ მშვიდ, კლასიკურ თამაშში ჩვენი გუნდი დაცვაში უკეთ ირჯებოდა,
ვიზავისთან უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმი 9:5 მოიგო.

შესვენების შემდეგ ფიჯიმ გამეტებით შემოგვიტია, ლელო ვერ გაიტანა, თუმცა საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. აქედან მოყოლებული „ბორჯღალოსნებმა“ ისევ დაიწყეს იერიშების მიტანა, აბჟანდაძემ ორი საჯარიმო გამოიყენა, მაგრამ მერე ფიჯიმ ლელოც გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა. ბოლოს მაისაშვილის შეგირდებმა ვიზავის გააფთრებულ იერიშებს გაუძლეს და საბოლოოდ საბრძოლო ფრე დაფიქსირდა.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე.

5 ჯარიმა: თედო აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 33 /
ბევრი უარყოფითი გამოხმაურებაა. საერთოდ ფიჯი სულაც არაა პორტუგალია და რუსეთი, ამაზე ურთიერთშეხვედრის სტატისტიკაც მეტყველებს. მე ვფიქრობ, რომ ეს მწვრთნელის ტაქტიკა იყო ჯარიმებით გვეგროვებინა ქულები. რომელმაც გაამართლა კიდეც. რა თქმა უნდა ლელოს გატანა იგივეა, რაც ფეხბურთში ბურთის შეგდება, მაგრამ ქულები კარგად დარტყმულ ჯარიმასაც მოაქვს და თამაშის შემადგენელი ნაწილია.
ჟორა
20 ნოემბერი 2021 22:11
6
ბიძოს ზებრა გვინდა მწვრთნელაააააად ))
ქართველი
20 ნოემბერი 2021 21:58
31
მე რა გიშლის, აგერ, ადექი და დადექი მწვრთნელად...
ჰოდააა
21 ნოემბერი 2021 01:01
3
რატომ არის ეს კაცი (მაისაშვილი) შეუცვლელი გამაგებინეთ ბიძინას ევასება და ვერ ვუშვებთ თუ რა ხდება? მერამდნეე თამაშია ნაკრების მწვრთნელია რომელ კონკრეტულ მონაცემში გვაქვს მომატებული ამ კაცის ხელში მითხარით? არ აქვს სათანადო ცოდნა ნაკრების მწვრთნელი იყოს ბურთით ვერ შევედით ფიჯის 10 მეტრიანში ნორმალური შეტევა არ გვქონია შერკინება ამ თამაშში კიდე რაღაცას გავდა მოლში ვეღარ ვართ ვერაფერი (იტალიასთამ თამაში გაიხსნეენთ) ეს თუ არ შევცვალეთ და ახალი მწვრთნელი არ მოვიყვანეთ მალე ესპანეთი მოგვიგებს დაიმახსოვრეთ
20 ნოემბერი 2021 21:58
28
ჰეიგის ნაკრების კუნძულზე მოგებაც მახსოვს ფიჯისთან მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მე ვამბობ დინამიკაში ამ კაცის ხელში ნაკრები ვერ იზრდევა ვერ ვითარდება და გამოჩნდება მალე ეს ყველაფერი
21 ნოემბერი 2021 23:00
2
ეგ ეტყობა, ჰეიგის ნაკრების ფიჯისთან ბოლო თამაში გახსოვს და მაგ ფონზე არ მოგეწონა ;)
ვვვ
21 ნოემბერი 2021 14:47
4
ჩათვალეთ, რომ თამაში მოვიგეთ. ისეთი რეზონანსული და პრინციპული თამაში იყო.
ირაკლი
20 ნოემბერი 2021 21:47
12
Ნამუსი არ გაქვთ?! Შეურაცმყოფელი არა, ზიზრის შემცვლელი არა, რასისტული არა, ცინიკური არა, მაგრამ მაინც ბლოკავთ ტექსტს. Რაგბის ჯგუფში დაიდება ეს კომენტარი აუცილებლად და ps მივანიშნებ, რომ ეს კომენტარი ვერ გადის თქვენს ცენზურას, ეს პირველი შემთხვევა არაა! ((
Ადმინს..
20 ნოემბერი 2021 21:43
1
რატო არ ათამაშა მწვრთნელმა გუნდი ლელოზე? ჯარიმები ხო მაგრამ ესაა ჩვენი თამაში? საფრანგეთს შეუტიეს და ფიჯისთან მოინდომეს იტალიური კატენაჩო? ახალი კარგი გამოცდილი მწვრთნელი ბიძინა რა გჭირს გძინავს ჭორვილაში? ბარემ შენი ზებრა დააყენე მაისაშვილის მაგივრად ))))
რომა
20 ნოემბერი 2021 21:35
25
რომელმა გენიოსმა აარჩია იტალიელი მსაჯად?
ნოდო
20 ნოემბერი 2021 21:10
5
80 წუთიან ფეხბურთს ვუყურე! (((.. 30 წელია დაუკმაყოფილება მაქვს ამათი თამაშით.. Ყოველი თამაშის წინ მოლოდინი მაქვს უკეთესი ხარისხის თამაშის.. Ბოლოს ფრეზე თანხმობა და ასე უთავმოყვაროდ ბურთის გადაგდება, სამარცხვინოა, როცა ამბიცია გაქვს, 6 ერზე. (რაგბში, გასაკვირია, თორემ ჭადრაკში იცოცხლე..), ეხლა გამოხტებიან ვაიპატრიოტები! 6 ჯარიმა დაარტყეს.. Უბრალო მათემატიკაა ალბათობის პრინციპებზე დაყრდნობილი 4 შემთხვევაში რომ სალელოვე შეტევის პლაცდარმი შეექმნათ ამ ჯარიმებით, 2-ს 50% ს ხომ გამოიყენებდნენ?! Ერთი-ორი ჯარიმა დაარტყი შე ოჯახაშენებულო?!, ბოლობოლო მოლით შევიდოდნენ, თან დრო გაგყავს შეტევაში ბურთით ხელში და მეტოქეზე ზეწოლას აგრძელებ, მორალურადაც ტეხავ მეტოქეს.. Მაგრამ არა, 3 ქულა 45 მეტრიდან მაგარია(ერთი ავაცილეთ სხვათა შორის, მეტიც, მეტოქემ ერთი გარდასახვა ვერ გამოიყენა სხვათა შორის!!! Ამას ეხლა ნებისმიერი ნეიტრალური გულშემატკივარი შეაფასებდა,უარყოფითად!!! Სამწუხაროდ ესაა რეალობა.. Ეს კომენტატორი უფრო სულმდაბლები და უთავმოყვაროები, ყოველ ასეთ ქმედებებს რომ ამართლებდნენ, ფუუ.. Მაინც მიღწევაა ნებისმიერ ფასად მოპოვებული მცირე წარმატებაც და ამ ჭრილში ვულოცავ ნაკრებსაც და მთელ ერს ამ წარმატებას თუნდაც ასეთი მცირე წარმატების იმიტაციაც რომ იყოს...
Მაორა
20 ნოემბერი 2021 20:53
44
,,ვაი პატრიოტები,, არა დათვი...,,30 წელია დაუკმაყოფულებლობა ,, გაქვს?! - მოიცა- საქართველო - ინგლისი, საფრანგეთი თუ ავსტრალია გინდა გახრდეს(?!) - ნაკრებს, რომელსაც - ეროვნული ჩემპიონატი- ერთა თასის,, უკვე აუტსაიდერზე - რუსეთზე სუსტი და უკონკურენტო გვაქვს, და სახელმწუფო- ერთი- ერთი ყველაზე ღატაკი, დაკნინებული, უსუსური,უპერსპექტივო , სადაც მაყურებელს 15 ლარი აღარ აქვს - ეროვნულ ჩემპიონატს დაესწროს და ფაქტიურად - მაყურებლის გარეშე ტარდება თამაშები(?!)- მაინც მსოფლიოში მე- 13 ვართ... და რაც შეეხება ხარისხიანი ღამაშს - მ რ ა ვ ა ლ ი იყო - თუ რაგბი ერკვევი-თუნდაც წინა თამაშიც ა რ იყო ურიგო.
გრანდებთან რომ გვინდა ვიყოთ კონკურენტული - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ც უნდა გაგვაჩნდეც წარმატებული , რომ წელში გამართულმა მაყურებელმა- ყიჟინა,აღტკინება და განწყობა კიდევ უფრო გაუათმაგოს ბიჭებს...
გლახუნა
21 ნოემბერი 2021 12:36
0
გელა აშკარად გვაკლდა, ვასკა მეორე ტაიმში დაიღალა და შემცვლელი არავინ იყო.
jjj
20 ნოემბერი 2021 20:50
0
არავინ არ დაწეროს ეხლა რო ნაკრებს პროგრესი აქვს. 80 წუთის მანძილზე 5 მეტრიანში ერთხელაც ვერ შევედით არ შეიძლება ესე თამაში. ნინიაშვილის თამაშით აღფრთოვანებუკი ვარ, ჰაერში 19 წლის ბიჭი ესე თამაშობდეს არვიცი. როცა ბურთს გვირტყამენ და ნინიაშვილი ხტება ეჭვი არმეპარება რომ დაიჭერს. ნაკრები ერთ ადგილზე დგას და თუ ცოტა არ გავმოძრავდებით 2 წელში მსოფლიოა და მაქსიმუმ 1 თამაში მოვიგოთ და ეს იქნება დიდი დარტყმა ნაკრებისთვის.
ქართველი
20 ნოემბერი 2021 20:39
11

სიახლეები პოპულარული