ესპანეთის ქალაქ არანხუესში ჩატარებული ტესტ-მატჩი საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს შორის 15:15 დასრულდა.

„ბორჯღალოსნები“ მეტოქეს შეტევითი თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ, ბურთს უფრთხილდებოდნენ და აბჟანდაძემ ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი დააწინაურა, რის შემდეგაც ფიჯელთა მრავალფაზიანი, სახიფათო იერიშის მოგერიება შეძლეს. ჩვენი გუნდი კარგად გამოიყურებოდა შერკინებაში და დერეფანში. 27-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადება ვერ მოახერხა, სწრაფი კონტრშეტევა გაეპარა და იქით მიიღო ლელო. გარდასახვა კი ფიჯიმ ვერ გამოიყენა. 37-ე წუთზე აბჟანდაძემ მესამე საჯარიმო შეასრულა უზადოდ. გამოიკვეთა, რომ მშვიდ, კლასიკურ თამაშში ჩვენი გუნდი დაცვაში უკეთ ირჯებოდა, ვიზავისთან უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმი 9:5 მოიგო.

შესვენების შემდეგ ფიჯიმ გამეტებით შემოგვიტია, ლელო ვერ გაიტანა, თუმცა საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. აქედან მოყოლებული „ბორჯღალოსნებმა“ ისევ დაიწყეს იერიშების მიტანა, აბჟანდაძემ ორი საჯარიმო გამოიყენა, მაგრამ მერე ფიჯიმ ლელოც გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა. ბოლოს მაისაშვილის შეგირდებმა ვიზავის გააფთრებულ იერიშებს გაუძლეს და საბოლოოდ საბრძოლო ფრე დაფიქსირდა.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე.

5 ჯარიმა: თედო აბჟანდაძე

მაისაშვილის ადგილას, კვესელაძეს ფიჯისთან არ ვათამაშბდი. მერამდენედ უნდა ... არ გამოდსდის ამ ბიჭს ფიჯის ნაკრებთან თამაში და ძალაა???
ა
ჰეიგის ნაკრების კუნძულზე მოგებაც მახსოვს ფიჯისთან მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მე ვამბობ დინამიკაში ამ კაცის ხელში ნაკრები ვერ იზრდევა ვერ ვითარდება და გამოჩნდება მალე ეს ყველაფერი

ფიჯელებს შორის, თამაშის კლასში დიდი განსხვავებაა არაა! ყველანი ჩვენს მორაგბეებზე ძლიერები არიან! თქვენ ეს უნდა იცოდეთ! იაპონიაში ხომ შევუტიეთ... ამ თამშშიც კონტრშეტევაზე დაგვიდეს ლელო! ეს მათი სტიქიაა!
გოგა
მსგავსი ამხანაგური თამაშები უნდა გამოვიყენოთ ზრდისთვის და არა შედეგისთვის, ქულებზე რომ ვართ ორიენტირებული და არა ხარისხის გაუმჯობესებაზე ძალიან ცუდი როგორ უნდა გავიზარდოთ თუ შეტევაში არ წავედით მერე რა რომ დავკარგავთ და კონტრ ლელოს მივიღებთ მთავარი იქნებოდა გვეთამაშა გავიგეთ რომ თედო კარგად ურტყამს აღარ უნდა ვარჯიში მაგაში
ვვვ
ეგ ეტყობა, ჰეიგის ნაკრების ფიჯისთან ბოლო თამაში გახსოვს და მაგ ფონზე არ მოგეწონა ;)
tngh
ფიჯისთან ფრე კარგი შედეგია... თუმცა მოგება სჯობდა. იმედია, შემდეგში მოვუგებთ... უხერხული მეტოქეა.
zviads
ამ ეტაპზე მხოლოდ ჩახურული თამაშით გვაქვს შანსი ფიჯისთან, ხომ ნახეთ უელსს კინაღამ მოუგო, ასე რომ ჩემი აზრით სწორი ტაკტიკით ათამაშა მაისაშვილმა, შედეგიც მისაღებია, ზაფხულში ყველა ტესტი რომ გვეთამაშა ამ თამაშს მოვიგებდით... მალე დადგება დრო როდესაც ფიჯისთან ეს შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს..
რომა
რა შანსზე ლაპარაკობ თუარ შეუტევ ლელო ჰაერიდან კიარ მოდის? 5მეტრიანში ერთხელაც არ გადაუკიდით ბურთი ყველა ჯარიმა კარებში გაუშვეს და მთელი თამაში დაცვაში რო იყვნენ მაგიტო იყო ბოლოს ფეხზე რო ვეღარ იდგნენ ისე იყვნენ დაღლილები
დათო
ფიჯისთან ასეთი სტადიონი იყო საჭირო. სწორი ქნეს.
გლახუნა
,,ვაი პატრიოტები,, არა დათვი...,,30 წელია დაუკმაყოფულებლობა ,, გაქვს?! - მოიცა- საქართველო - ინგლისი, საფრანგეთი თუ ავსტრალია გინდა გახრდეს(?!) - ნაკრებს, რომელსაც - ეროვნული ჩემპიონატი- ერთა თასის,, უკვე აუტსაიდერზე - რუსეთზე სუსტი და უკონკურენტო გვაქვს, და სახელმწუფო- ერთი- ერთი ყველაზე ღატაკი, დაკნინებული, უსუსური,უპერსპექტივო , სადაც მაყურებელს 15 ლარი აღარ აქვს - ეროვნულ ჩემპიონატს დაესწროს და ფაქტიურად - მაყურებლის გარეშე ტარდება თამაშები(?!)- მაინც მსოფლიოში მე- 13 ვართ... და რაც შეეხება ხარისხიანი ღამაშს - მ რ ა ვ ა ლ ი იყო - თუ რაგბი ერკვევი-თუნდაც წინა თამაშიც ა რ იყო ურიგო. გრანდებთან რომ გვინდა ვიყოთ კონკურენტული - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ც უნდა გაგვაჩნდეც წარმატებული , რომ წელში გამართულმა მაყურებელმა- ყიჟინა,აღტკინება და განწყობა კიდევ უფრო გაუათმაგოს ბიჭებს...
გლახუნა
სამწუხაროდ- ეს ა რ იყო მოგებისთვის თამაში...ალბათ სხვაგვარი მომზადება ჭირდება(!) ისე ჩვეულებრივ- ბიჭების თავგანწირული თამაში ვნახეთ - რისთვისაც გვიყვარს ჩვენ რაგბისტები- ბიჭები და ვაფასებთ.
rable
ნინიაშვილი, გორგაძე და შარიქაძე შეუცვლელები გვყვავს. ლობჟანიძე,მიქაუტაძეც კარგი იყო. გიგაშვილი ბევრჯერ დაჯარიმდა. კვესელაძემ თუ არ მოუმატა -საქართველოს ჩემპიონატიდან უკეთესებიც მოდიან.
ალექსი
ბოლოს ბურთის გადაგდება და ფრეზე დაყაბულება რავი რაა...კი,ფიჯია,მაგრამ ძალიან კაცნაკლული და ლელოს შანსიც რომ არ გაქვს... მეორე,ეს რა მოედანზე გვათამაშეს,ალაგ ალაგ ბალახი და მოედანი ძალიან უსწორმასწორო.სად იპოვეს,ან როგორ დათანხმდა ორივე ნაკრების დელეგაცია მაგ ხნულებში თამაშს????დავიჯერო ნაკლები ქირის გამო მოხდა თუ რა ხდება?))))ამ მოედანს ჩემი ოკუპირებული სოფლის სტადიონი მილიონჯერ ჯობდა.
123
გაითვალოსწინეთ რომ ფიჯის აკლდა: იატო,ნადოლო, ბოთია, რადრადრა და მურიმურივალუ. საქართველოს ნაკრებს კი ლელოს დადების შანსიც არ ქონია. რითი ვართ კმაყოფილი და ბედნიერი
ჰოდააა
მე რა გიშლის, აგერ, ადექი და დადექი მწვრთნელად...

ვულოცავ საქართველოს ნაკრებს წარმატებულ თამაშს ძლიერ ფიჯის ნაკრებთან! თედო აბჟანდაძე ძალიან მაგარი ხარ! საქართველოს ნაკრები დღეს შენ გადაარჩინე თამაშის წაგებას! გვიმრავლოს შენისთანა ნიჭიერი ქუთაისელი! დიდი წარმატებაა დღეს ფიჯის ნაკრებთან ასეთი თანაბარი თამაში! მართალი გითხრათ მყარად ვფიქრობდი საქართველოს ნაკრების წაგებას.
gogig
ძალიან რთული შეხვედრა იყო. ამჟამად ფიჯი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და დიდი ამბიციები აქვს. დღევანდელი შედეგი ნამდვილად დადებითია. გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრი კომპონენტია, მაგ., შეტევა. მთლიანობაში ჩვენი ნაკრები სწორ გზაზეა.
David
ეს რაგბი არ იყო, ეს იყო წვალება და რა თქმა უნდა თავგანწირვა ქართველი მორაგბეების. უდიდესი პოტენციალი გვაქვს,უდიდესი, მაგრამ მწვრთნელი, უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელი უნდა ამ საქმეს.
ჟორა
ბევრი უარყოფითი გამოხმაურებაა. საერთოდ ფიჯი სულაც არაა პორტუგალია და რუსეთი, ამაზე ურთიერთშეხვედრის სტატისტიკაც მეტყველებს. მე ვფიქრობ, რომ ეს მწვრთნელის ტაქტიკა იყო ჯარიმებით გვეგროვებინა ქულები. რომელმაც გაამართლა კიდეც. რა თქმა უნდა ლელოს გატანა იგივეა, რაც ფეხბურთში ბურთის შეგდება, მაგრამ ქულები კარგად დარტყმულ ჯარიმასაც მოაქვს და თამაშის შემადგენელი ნაწილია.
ქართველი
ბიძოს ზებრა გვინდა მწვრთნელაააააად ))
ა
რატომ არის ეს კაცი (მაისაშვილი) შეუცვლელი გამაგებინეთ ბიძინას ევასება და ვერ ვუშვებთ თუ რა ხდება? მერამდნეე თამაშია ნაკრების მწვრთნელია რომელ კონკრეტულ მონაცემში გვაქვს მომატებული ამ კაცის ხელში მითხარით? არ აქვს სათანადო ცოდნა ნაკრების მწვრთნელი იყოს ბურთით ვერ შევედით ფიჯის 10 მეტრიანში ნორმალური შეტევა არ გვქონია შერკინება ამ თამაშში კიდე რაღაცას გავდა მოლში ვეღარ ვართ ვერაფერი (იტალიასთამ თამაში გაიხსნეენთ) ეს თუ არ შევცვალეთ და ახალი მწვრთნელი არ მოვიყვანეთ მალე ესპანეთი მოგვიგებს დაიმახსოვრეთ
ირაკლი
ჩათვალეთ, რომ თამაში მოვიგეთ. ისეთი რეზონანსული და პრინციპული თამაში იყო.
Ადმინს..
ნამუსი არ გაქვთ?! შეურაცმყოფელი არა, ზიზრის შემცვლელი არა, რასისტული არა, ცინიკური არა, მაგრამ მაინც ბლოკავთ ტექსტს. რაგბის ჯგუფში დაიდება ეს კომენტარი აუცილებლად და ps მივანიშნებ, რომ ეს კომენტარი ვერ გადის თქვენს ცენზურას, ეს პირველი შემთხვევა არაა! ((
რომა
რატო არ ათამაშა მწვრთნელმა გუნდი ლელოზე? ჯარიმები ხო მაგრამ ესაა ჩვენი თამაში? საფრანგეთს შეუტიეს და ფიჯისთან მოინდომეს იტალიური კატენაჩო? ახალი კარგი გამოცდილი მწვრთნელი ბიძინა რა გჭირს გძინავს ჭორვილაში? ბარემ შენი ზებრა დააყენე მაისაშვილის მაგივრად ))))
ნოდო
რომელმა გენიოსმა აარჩია იტალიელი მსაჯად?
Მაორა
80 წუთიან ფეხბურთს ვუყურე! (((.. 30 წელია დაუკმაყოფილება მაქვს ამათი თამაშით.. ყოველი თამაშის წინ მოლოდინი მაქვს უკეთესი ხარისხის თამაშის.. ბოლოს ფრეზე თანხმობა და ასე უთავმოყვაროდ ბურთის გადაგდება, სამარცხვინოა, როცა ამბიცია გაქვს, 6 ერზე. (რაგბში, გასაკვირია, თორემ ჭადრაკში იცოცხლე..), ეხლა გამოხტებიან ვაიპატრიოტები! 6 ჯარიმა დაარტყეს.. უბრალო მათემატიკაა ალბათობის პრინციპებზე დაყრდნობილი 4 შემთხვევაში რომ სალელოვე შეტევის პლაცდარმი შეექმნათ ამ ჯარიმებით, 2-ს 50% ს ხომ გამოიყენებდნენ?! ერთი-ორი ჯარიმა დაარტყი შე ოჯახაშენებულო?!, ბოლობოლო მოლით შევიდოდნენ, თან დრო გაგყავს შეტევაში ბურთით ხელში და მეტოქეზე ზეწოლას აგრძელებ, მორალურადაც ტეხავ მეტოქეს.. მაგრამ არა, 3 ქულა 45 მეტრიდან მაგარია(ერთი ავაცილეთ სხვათა შორის, მეტიც, მეტოქემ ერთი გარდასახვა ვერ გამოიყენა სხვათა შორის!!! ამას ეხლა ნებისმიერი ნეიტრალური გულშემატკივარი შეაფასებდა,უარყოფითად!!! სამწუხაროდ ესაა რეალობა.. ეს კომენტატორი უფრო სულმდაბლები და უთავმოყვაროები, ყოველ ასეთ ქმედებებს რომ ამართლებდნენ, ფუუ.. მაინც მიღწევაა ნებისმიერ ფასად მოპოვებული მცირე წარმატებაც და ამ ჭრილში ვულოცავ ნაკრებსაც და მთელ ერს ამ წარმატებას თუნდაც ასეთი მცირე წარმატების იმიტაციაც რომ იყოს...
jjj
გელა აშკარად გვაკლდა, ვასკა მეორე ტაიმში დაიღალა და შემცვლელი არავინ იყო.
ქართველი
არავინ არ დაწეროს ეხლა რო ნაკრებს პროგრესი აქვს. 80 წუთის მანძილზე 5 მეტრიანში ერთხელაც ვერ შევედით არ შეიძლება ესე თამაში. ნინიაშვილის თამაშით აღფრთოვანებუკი ვარ, ჰაერში 19 წლის ბიჭი ესე თამაშობდეს არვიცი. როცა ბურთს გვირტყამენ და ნინიაშვილი ხტება ეჭვი არმეპარება რომ დაიჭერს. ნაკრები ერთ ადგილზე დგას და თუ ცოტა არ გავმოძრავდებით 2 წელში მსოფლიოა და მაქსიმუმ 1 თამაში მოვიგოთ და ეს იქნება დიდი დარტყმა ნაკრებისთვის.
სსსს
ნინიაშვილი ამ ნაკრებს აღემატება ! კვესელაძეს რა ჭირს? რატოა ასეთ კატასტროფულ ფორმაში? ის ლელო აქეთ უნდა დაგვედო და არა გაგვეშვა მსაჯი კარგი იყო, ლაინსმენი ძონძი
ფანი
ტრადიციული სურათი: ფიჯი თამაშობს, საქართველო - წვალობს
გოგა
ლელოს დადების შანციც კი არ გვქონია, თუ არ ჩავთვლით იმ ერთ ეპიზოდს, როცა აქით დაგვიდეს ლელო, თუ ლელოს ან ლელოებს ვერ დავდებთ, ვერ მოვიგებთ, ფიჯიმ ცუდად ითამაშა ჩვენ კი ვერ გამოვიყენეთ, ფიჯის პირველი თამაში, რო ყოფილიყო ეგ მოგვიგებდნენ თავისუფლად
sddd
მაგრამ ფიჯის თუ ლეოლოს ვერ უტან და თან არაერთს, გრანდებთან რას გააწყობ?
sddd
ესეიგი ლელოს ვერ უტან ფიჯის, თუმცა კაია მაინც ეგ ფიჯის მაქსიმუმი თუ იქნება ჩვენთან.
"ბორჯღალოსნები" | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა
"კამპ ნოუსთან" მესის ქანდაკება უნდა დაიდგას" - ჟოან ლაპორტა
თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა
"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა
U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში
15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება
ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ - დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ
ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო - ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
"მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა" - შენგელიას "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა
"დაბრუნდება თუ არა მესი "ბარსელონაში"? - "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა არგენტინელის ირგვლივ კითხვებს წერტილი დაუსვა
საქართველოს ნაკრები ფიჯისთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
"ბორჯღალოსნები" | ფიჯის ბათუმში ვერ ვაჯობეთ
"ბორჯღალოსნები" | ფიჯი საქართველოში 12 წლის შემდეგ ბრუნდება
"ბორჯღალოსნები" | მეორედ ბათუმში, ამჯერად ფიჯისთან
ქართველ მორაგბეებს ბორდოში ზურიკო დავითაშვილი ეწვია
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
"ბორჯღალოსნები" | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიჯის ამარცხებს