იტალიასთან მატჩისთვის - დამატებითი მატარებელი ბათუმისკენ

AutoSharing Option
რაგბის კავშირის ინიციტივით და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით, 10 ივლისს ბათუმში საქართველოსა და იტალიას შორის გასამართი მატჩისთვის დამატებითი რეისი დაინიშნა.

3 ივლისს ქუთაისში დაწყებული სარაგბო ზეიმი ბათუმში გაგრძელდება. ისევე, როგორც არგენტინა XV-სთან მატჩამდე, ზღვისპირა ქალაქშიც გაიმართება მთელი რიგი საზეიმო ღონისძიებები: მოეწყობა ტურნირები ქვიშის რაგბიში, კონცერტები ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე, მსვლელობები და მათ, ვინც სტადიონზე ვერ მოხვდება, ექნებათ საშუალება, თამაშს დიდ ეკრანზე მიადევნონ თვალი. ბათუმის გარდა, დიდი ეკრანები საქართველოს სხვა ქალაქებშიც დამონტაჟდება და ერთობლივი ქომაგობის საშუალება რაგბის გულშემატკივარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ექნება.

რადგან
იტალიასთან გასამართი მატჩის მიმართ ინტერესი დიდია, საქართველოს რკინიგზამ თბილისი-ბათუმი-თბილისის დამატებითი რეისი დანიშნა. 4 ვაგონისგან შემდგარი (400 ადგილი) სწრაფი მატარებელი თბილისიდან ბათუმისკენ 8 ივლისს, 09:45 საათზე გავა, უკან კი 11 ივლისს, 18:45 საათზე დაბრუნდება. კომფორტული მატარებლით მგზავრობის საფასური სტანდარტული იქნება.

„რადგან იტალიასთან მატჩი ჩვენთვის პრინციპული ხასიათის მატარებელია და თბილისიდან ბევრ გულშემატკივარს სურს მასზე დასწრება, შევხვდით საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას და მათგან სრული მხარდაჭერა მივიღეთ. დაინიშნა სწრაფი, კომფორტული მატარებლის დამატებითი რეისი და გულშემატკივრები ერთად იმგზავრებენ, ბათუმში კი არაერთი სიურპრიზი დახვდებათ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ტურისტულ სეზონზე ზღვისპირა ქალაქში ოთხი შესანიშნავი დღე გაატარონ, დაესწრონ თამაშს და ორშაბათს საღამოს დაბრუნდნენ დედაქალაქში“ – ამბობს რაგბის კავშირის ადმინისტრაციული დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
რამდენად ნორმალურია ბათუმის განმეორებითი თამაშის წინ, მაინცდამაინც ამ სტადიონზე თამაში.
დიმა
06 ივლისი 2022 11:38
0
თამაშის დღეს რომ დაგენიშნათ ორივე მატარებელი არ აჯობებდა?
BOSS
05 ივლისი 2022 20:54
0
სტადიონი არ გააფუჭოთ თუ კაცი ხართ ერთი!
ვაჟა
05 ივლისი 2022 11:42
8
Zeims ras ezaxit ro gafarchakeben
Iberia
05 ივლისი 2022 10:28
12
მატარებელი რა არი გემი დანიშნეთ ან ბორანი, ქუთაისის პოტიდან აი იმ პარლამენტარმა რო გააკეთა იქედან
me
05 ივლისი 2022 09:49
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული