საქართველო - იტალია | სამდღიანი სარაგბო ზეიმი ბათუმში

AutoSharing Option
10 ივლისს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ გასამართ ისტორიულ ტესტ-მატჩთან დაკავშირებით, აჭარის ზღვისპირა დედაქალაქში სამდღიანი სარაგბო ზეიმი გაიმართება.

ქართული რაგბი გულშემატკივართა განწყობის ამაღლებას 8 ივლისიდან იწყებს. ბათუმის ევროპის მოედანზე 20 საათზე დაიწყება მიუზიკლი „გაყრა“, ასევე „ფანკ ბენდის“ და „მგზავრების“ კონცერტი, დღეს კი DJ გურული დაასრულებს.

იმავე ლოკაციაზე, 9 ივლისს 20 საათზე – road radio, სუხიშვილები, killage, DJ ბენე.

9-10 ივლისს დრამების შოუ მთელს ქალაქში, მთელი დღის განმავლობაში იმოძრავებს, 10 ივლისს კი ბათუმის სანაპიროზე კოლონადებთან „ფრანების შოუ“ შედგება.

ამავდროულად, 9 ივლისს 11-იდან 20
საათამდე, ხოლო 10 ივლისს 11-დან 16 საათამდე, გაიმართება ტურნირები ქვიშის რაგბსა და ფრენბურთში, რომელშიც 14 კაცთა და 4 ქალთა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალი.

10 ივლისს 20 საათზე ზეიმის კულმინაციაა – დაიწყება საქართველოსა და იტალიის მატჩი, მისი დასრულების შემდეგ კი გულშემატკივარს სიურპრიზი ელის – მატჩზე მისული 6 იღბლიანი შინ დაუვიწყარი საჩუქრით დაბრუნდება, რადგან თამაშდება niu-ს ფირმის 3 ელექტრო მოპედი კომპანია „ავტოგალერი ჯორჯიასგან“ და შიაომის ფირმის 3 ელექტრო სქროლი.

რაგბის იმ ქომაგებისთვის, რომლებიც ბათუმში ჩასვლას ვერ ახერხებენ, ქვეყნის 24 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, დიდი მონიტორზე მოეწყობა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი და გულშემატკივარს შეეძლება ბორჯღალოსნებს ხმა მიაწვდინონ. ეს ლოკაციებია:

თბილისი (ორბელიანის მოედანი, კრწანისი, ნაძალადევი, სამგორი, წითელი ბაღი, გლდანი); რუსთავი (გაგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის უკან მდებარე სკვერი); ყაზბეგი (საფეხბურთო მოედანი); ახალციხე (რაბათის ციხე); ფოთი (ცენტრალური პარკი); ზუგდიდი (სკეიდპარკის ტერიტორია); ოზურგეთი (ჭადრების ბაღი); ჩოხატაური (რივერ ბარი „აკაციები“); ამბროლაური (კულტურის სახლის მიმდებარედ არსებული სკვერი); ლენტეხი (ადმინისტრაციული შენობის ეზო); ბოლნისი (კულტურის და დასვენების პარკი); მარნეული („კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი); თელავი (თეატრის წინ); ხაშური (დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერი); ჭიათურა (კინოს მიმდებარედ); ბორჯომი (ცენტრალური პარკი); მცხეთა (წეროვანის დევნილთა დასახლება; საგურამოს პარკი); ქუთაისი (ცენტრალური ბულვარი); წყალტუბო (სპორტის სასახლის მიმდებარედ); გურჯაანი (ცენტრალური პარკი); დედოფლისწყარო (კულტურის სახლი); საგარეჯო (ცენტრალური სტადიონი); ონი (კახაბერის ქ. 4); ცაგერი (რუსთაველის ქ. 66).

ყველამ ერთად გავიტანოთ ლელო!

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
რაგბი ძალიან მიყვარს და რა თქმა უნდათელი გულით ვგულშატკივრიბ მაგრამ როცა 3 დღეში დინამო ბათუმი ასეთ მნიშვნელოვან თამაშს თამაშობს,ნეიძლებოდა რაგბის სხვა სტადიონზე გამართვა.
გიორგი
10 ივლისი 2022 07:18
3
ბიჭებო -ბურთი არ დაუთმოთ,ე.ი. ფეხით არ გადაუგდოთ,არ აყვეთ,ხელით შეუტიეთ,შერკინებაში დაჩეჩქვეთ, ჯარიმები ააღებინეთ,რაქქბში აგრესიულად,აუტი,მოლი და ლელო ...ასე აჯობებს,ასე მოვიგებთ!

როცა ეროვნულ ჩემპიონატს გავაძლიებებთ,100-ული მლნ-$-ის ფული ჩაიდება (ეროკავშირში შესვლისთანავე ეგრევე), სერიოზულად კონკურენტული გახდება... უკანა ხაზი მერე ათამაშდება ტოპ- ბის დონეზე!
კახაბერი
09 ივლისი 2022 17:52
3
უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტებს სად შეუძლიათ უყუროთ?
გიორგი
09 ივლისი 2022 11:22
0
მოედანს ეტირება ყოფა. იმედია გამოცვლიან ბათუმის თამაშამდე
ილია
09 ივლისი 2022 01:39
12
რა გჭირთ ბიჭო, რამ გამოგაშტერათ, ქართველები არ ხართ? რა მნიშვნელობა აქვს ვინ ითამაშებს მთავარია ბევრი მოგებები დაგროვდეს ფეხბურთშიც და რაგბშიც. არ შეიძლება ქართველბო ეგრე დაყოფა. ყველგან და ყველაფერში ერთი გულით უნდა ვუგულშემატკივროთ ნებისმიერ ქართულ კლუბს და ნაკრებს. წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს!
ქომაგი
09 ივლისი 2022 14:58
0
Და დინამო ბთ-სლოვანი ყველას ჰკიდია?!მიდით იგუგუნეთ,დრო ატარეთ,ოღონდ ნუ იკვირვებთ ხოლმე როცა ფეხბურთელები ვერ იგებენ. Ჩვენ ხომ დროს ტარება 1 ადგილზე გვიყენია.
საქართველო
08 ივლისი 2022 23:03
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული