გასკდა გული, გატყდა ნავსი და იტალია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა.

პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მივყვეთ თანმიმდევრობით: სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო, მღელვარება ორივე გუნდს უკვე ჰიმნების შესრულებისას ეტყობოდა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ფანტასტიკური ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა, მოწინააღმდეგეს შეცდომებს აშვებინებდა და უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდით. თუმცა, შემდეგ მენონჩელომ ჩვენი
დაცვა გაარღვია, გარდასახვაც გამოიყენეს, მერე ორი საჯარიმოც და წინ გავიდნენ. 36-ე წუთზე ნინიაშვილის ბრწყინვალე გარღვევას აბჟანდაძის ლელო მოჰყვა, თედომ გადასახვაც ზუსტად შეასრულა. ბოლოს საოცარი შტურმი მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 19:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. აბჟანდაძემ მალევე უპასუხა რეალიზებული საჯარიმოთი. მერე ისევე როგორც პირველ ტაიმში აბჟანდაძემ, აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა შემდეგ მან საჯარიმო გამოიყენა. ისევ შეამცირა მოწინააღმდეგემ საჯარიმოთი სხვაობა. საპასუხო შეტევისას აფრასიძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ 1 წუთში გამოიყენა აფრასიძემ. შემდეგ საჯარიმო ალანმა ააცილა და ტიერ1-ის გუნდს ვძლიეთ.

მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის - გილოცავთ!

მკითხველის კომენტარები / 100 /
მსაჯებსაც დიდი მადლობა დღეს მთავარი მსაჯის თამადობით კარგი მსაჯობისათვის. ფხიზელი არ უნდა ფავუშვათ არცერთი! ნუ, ერთი ჩვენიანი იყო და სუფრაზე ეგ დავუნიშნოთ თამადად! :)
გიო
10 ივლისი 2022 23:58
0
გილოცავთ ყველას, ეს ერთი და სხვა მრავალი ტიერი ერთის ნაკრები გაგვეგორებინოს. მადლობა ბიჭებს და ყველას ვინც პატარა წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში. მადლობა ბათუმს და მის შესანიშნავ სტადიონს, ასეთი სიმაოვნება კაი ხანია არ მიმიღია. დიდი შთაბეჭიდელაბა მოახდინა სტადიონმა, იქ უნდა იჯდე რომ იგრძნო რა მაგარია. დინამოსაც აუვცილებლად ვუგულშემატკივრებ, ასეთ სიმაოვნებას ნამდვილად ვერ მოვიკლებ. წარმატება ჩვენ ლომებს!
G.LA
11 ივლისი 2022 00:05
1
იტალიაც მოვსვით, ჩავაკმენდინეთ ხმა. რეიტინგში გადასწრებაც ხომ მოგვინდომეს, ამის მერე სადაც შევხვდებით იქ მოვგუდავთ, წნეხი უკვე მოხსნილია. დიდი მადლობა მაისაშვილს და მთელ ნაკრებს უკლებლივ (ნუ ეს ნინიაშვილი რა გვეზრდებაა...)
rigiti
10 ივლისი 2022 23:40
0
თავისუფლად შეგეძლო გეთქვა გაგვეზარდაო :) უკვე სუპერ ვარსკვლავია !!!!
sonigi
11 ივლისი 2022 00:11
0
გილოცავთ, სულ ასე გახარებული გამყოფოთ! ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნულმა სარაგბო ნაკრებმა დაამარცხა ტიერ 1 ნაკრები გუნდი!
....
10 ივლისი 2022 22:27
1
რა თქმა უნდა ყველას მიუძღვის წვლილი წარმატებაში, ფედერაციით დაწყებული, რაგბისტებით დამთავრებული, მაგრამ მთავარი მაინც ნინიაშვილი მგონია, ზუსტად იმიტომ მივიგეთ, რომ უმაღლესი დონის რაგბისტი გვყავდა, სხვანაირად ტოპებს ვერანაირად ვერ მოუგებ.
10 ივლისი 2022 23:57
1
გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს არ გაჩერაეთ ამ მოგებაზე !!!
გიორგი
11 ივლისი 2022 01:04
0
ყოჩაღ ბიჭებს და მწვრთნელთა გუნდს. გილოცავთ ყველაას ამ დიდ მოგებას და კიდევ ბევრ ასეთ სიხარულს მომავალში ვისურვებდი ჩვენი რაგბისათვისაც და ყველა სპორტში. თამაში ყველგან და ყველასთან შეიძლება და მოგებაც. გაგიმარჯოთ!!!
simartle
10 ივლისი 2022 23:53
0
დღეს საქართველო ერთიანი იყო და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.ისტორიული გამარჯვებაა,ახალ ეპოქაში შევაბიჯეთ.კიდევ ერთი მენიშნა.მგონი პირველად მოხდა,რომ საქართველოს ნაკრებში,ყველა ქულა,ხაზის მოთამაშეებმა მოგვიტანეს.მორკინალები ანგრევდნენ დაცვას,ხაზი კი,უპირატესობას ქულებად აქცევდა.ასე რომ ეს ნაკრები,თვისობრივად უკვე განსხვავებული ნაკრებია და ეს გამარჯვება,ძალიან დიდ თავდაჯერებულობასაც შეგვმატებს.ჩვენ უკვე შეგვიძლია უძლიერეს გუნდებს მუხლების კანკალით კი არა,უკვე საკუთარი ღირსების გრძნობით ვეთამაშოთ.მჯერა უახლოეს წლებში,კიდევ მოვუგებთ დიდი ათეულის ნაკრებებიდან რომელიმეს.ცალკე და გამორჩევით მივულოცავ სანდრო თოდუას.მან თავისი 99-ე თამაში,ბრწყინვალე ლელოთი დაასრულა და მთელი სტადიონი სიხარულისაგან ჰაერში ასწია.ვერც იმას ვიტყვით,რომ იტალიამ ცუდად ითამაშა.კარგები იყვნენ,მაგრამ ჩვენმა გეგმამ აჯობა და ლევან მაისაშვილმაც დაამტკიცა,რომ რაღაცა მასაც სცოდნია(მე არასოდეს შემპარვია ეჭვი,მის შრომისმოყვარეობაში და ცოდნის მოყვარეობაში).ეს გამარჯვება მისთვისაც ძალიან დიდი სტიმული იქნება.ვფიქრობ რაგბში მომეცადინე ბავშვების რაოდენობა,კიდევ საგრძნობლად მოიმატებს.
სოსო
11 ივლისი 2022 00:18
2
მაისაშვილი მაგარია, რაც უცხოელებმა ვერ შეძლეს, აგერ ქართველმა შექმნა ისეთი ატმოსფერო, რომ მეგონა ალმოკიდებულები თამაშობდნენ ჩვენი ჯიგრები. ამას დაემატა ბათუმელების მაგარი ბალეშჩიკობა ძაან მაგარ სტადიონზე. ალალია ეს სტადიონი ბათუმელებისთვის, ბევრი გამარჟვებები გვეზეიმოს მთელ ქვეყანას, ბათუმის დინამო დაგლიჯავს აუცილებლად, გეგუჩაძეც ძალიან მაგარია თავისი გუნდით
gori
10 ივლისი 2022 22:58
6
ყველაფერი კარგია, "ბალეშჩიკობის" გარდა. გულშემატკივრები, კი ბატონო, იხარეთ !!!
სიმართლე
11 ივლისი 2022 04:01
2
ბიჭო ვფიქრობ ვფიქრობ ყველაფერი კარგადაა სპორტულ ამბებში მაგრამ რაღაც არ მასვენებს, აი ხინჯად მაქვსო ნათქვამი რომ არის ხოდა გამახსენდა, რომან ფიფიას დინამო
რაბუ
10 ივლისი 2022 23:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული