გასკდა გული, გატყდა ნავსი და იტალია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა.

პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მივყვეთ თანმიმდევრობით: სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო, მღელვარება ორივე გუნდს უკვე ჰიმნების შესრულებისას ეტყობოდა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ფანტასტიკური ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა, მოწინააღმდეგეს შეცდომებს აშვებინებდა და უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდით. თუმცა, შემდეგ მენონჩელომ ჩვენი
დაცვა გაარღვია, გარდასახვაც გამოიყენეს, მერე ორი საჯარიმოც და წინ გავიდნენ. 36-ე წუთზე ნინიაშვილის ბრწყინვალე გარღვევას აბჟანდაძის ლელო მოჰყვა, თედომ გადასახვაც ზუსტად შეასრულა. ბოლოს საოცარი შტურმი მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 19:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. აბჟანდაძემ მალევე უპასუხა რეალიზებული საჯარიმოთი. მერე ისევე როგორც პირველ ტაიმში აბჟანდაძემ, აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა შემდეგ მან საჯარიმო გამოიყენა. ისევ შეამცირა მოწინააღმდეგემ საჯარიმოთი სხვაობა. საპასუხო შეტევისას აფრასიძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ 1 წუთში გამოიყენა აფრასიძემ. შემდეგ საჯარიმო ალანმა ააცილა და ტიერ1-ის გუნდს ვძლიეთ.

მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის - გილოცავთ!

მკითხველის კომენტარები / 100 /
კომენტარებს ველოდები ექვსი ერიდან რას იტყვიან ამჯერად. მარტო თამაშზე არა ატმოსფეროზეც ზოგადად რაც ხდებოდა. ინგლისელები არიან წამყვანი პრო***ი ასე ჩაიკეტებიან და სხვას კარს არ უხსნიან ამ სახეობაში. ეგრე იყო ფეხბურთშიც თავი ღმერთები ეგონათ, მაგრამ ღმერთები ოკეანის გაღმიდან ბრაზილიის სახით მოევლინათ. რაგბში კიდე ზელანდია. ასე რომ გახსენით ეს კარი ჩვენთვის კომერციულად კიდე დარწმუნებული ვარ ნემსის ჩასაგდებ ადგილს არ დავტოვებთ ისე გვაქ გამჯდარი სისხლში სპორტის სიყვარული
რაბუ
10 ივლისი 2022 23:18
0
ეგენი სანამ თვითონ არ გამათხოვრდებიან მანამდე არ იკადრებენ და დადგება ეგ დროც
Ase
11 ივლისი 2022 01:00
0
ნინიაშვილი მართლა მეორე კვარაა ჯერ ბავშვია 2-3წელში რაღაც სასწაული იქნება ერთი სამი ოთხი მასეთი კარგი ბიჭი ნაკრებს რომ შეემატოს სასწაული გუნდი გვეყოლება. ამ შერკინებას კიდევ რა ჭირს ჩილაჩავა გამოსაძახებელია ბურთების ამოცლა გინდა თუ ისე მიწოლა კარგი მორაგბეა. ძაან სუსტები ვართ დღეს მაგ კომპონენტში ახალგაზრდა ბიჭები არიან და ჯანი არ ყოფნით..... საქართველოს ნაკრებს გაუმაააააარჯოოოოოოოოსსსს
რონი
10 ივლისი 2022 22:23
2
ნახეთ გულშემატკივრობა საქართველოს ულამაზესი კუთხის ქართველებისაგან. კულტურა და სპორტი იგრძნობა
აჭარა
11 ივლისი 2022 10:15
0
ბათუმში კარგი გულშემატკივრობა იყო! სხვა ქალაქებშიც ანალოგიური იქნებოდა – იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, ესოდენ პრინციპული დაპირისპირების დროს.
....
11 ივლისი 2022 16:34
0
სასწაული შეგრძნებაა, თან ესეთ პრინციპულ მეტოქესთან, ყველა მაგრები ხართ, უბრალოდ ნინიაშვილი რომ არ ვახსენო არ შემიძლია, ძაან ანათებდა!:)))
ერთ რამეზე მწყდება გული, ბათუმში რომ არ ვარ:(((
ზურა
10 ივლისი 2022 23:39
0
მ ა რ ჯ ი საქართველო...მ ა რ ჯ ი!
გია-გივი
10 ივლისი 2022 22:02
1
ჰიმნი ისე შეასრულა გუნდმა მაგარ გულშემატკივრებთან ერთად სოფოს მეთაურობით, რომ გასაგები იყო რა ცეცხლსაც დაანთებდნენ ბიჭები
სიმართლე
11 ივლისი 2022 00:35
1
ჯიგრიან ბიჭებს და ჯიგრიან გულშემატკივრებს ვენაცვალე. ბათუმის სტადიონმა ყველანაირად გაამართლა, გულშემატკივრების ძალამ დიდი როლი ითამაშა. მაგარ სტადიონს, ბოლომდე დახარჯვა უხდება გულშემატკივრებისგანაც და რა თქმა უნდა მოთამაშეებისგან. გაიხარეთ და მადლობა
სტალინი
10 ივლისი 2022 22:52
0
sheugora da daudo,lelo,lelo, sakartvelo!
qomagi
10 ივლისი 2022 22:33
0
მადლობა ბიჭებო!!!!!!სულ ასე გაგეხარებინოთ თქვენი გულსემატკივარი.
უშანგი
10 ივლისი 2022 22:20
0
ყველაფერი ერთად ნამღერი გიმნიდან დაიწყო........... ყველა მღეროდა, დაჟე სახლშიც ვმღეროდით, მერე კი ცეცხლი დაინთო.............
გენაცვალეთ ქართულ ჯიგარში
11 ივლისი 2022 00:31
2
შემოგევლე გულში !!! ოღონდ "გიმნი" არა რააა, გთხოვ !!
სიმართლე
11 ივლისი 2022 03:58
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული