მაისაშვილი: ჩვენმა გამარჯვებამ "რაგბის მამები" უნდა დააფიქროს - ბევრი კრიტიკა მოდის

AutoSharing Option
ისტორიულ მატჩში იტალიის 28:19 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:

"გამარჯვებას ვგეგმავდით, უიმედოდ ნამდვილად არ ვყოფილვართ. წინა დღესაც ვთქვი, რომ მარტივი არაა, იტალიის ნაკრებთან გამარჯვება დაგეგმო და განახორციელო. ის სამუშაო, რაც ერთი კვირის განმავლობაში შევასრულეთ, იმედის უფლებას იძლეოდა.

ამ გამარჯვებით ყველას ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია "დიდ გუნდებს" ვეთამაშოთ. ამან "რაგბის მამები" უნდა დააფიქროს.

კრიტიკაზე ნეგატიური დამოკიდებულება არ გვაქვს, მთავარი ისაა, რომ საქმის კეთებას არასდროს ვაკლებთ. ძალიან რთული პრობლემები გავიარეთ. მაგალითად, თაობათა ცვლა. ახალგაზრდა მოთამაშეს სადღაც უნდა ენდო, ზოგჯერ
ეს არ ამართლებს. ბევრი დასანანი მატჩი გვქონდა.

"რვა ერზე" ასეთი მესიჯი გვქონდა - ყველა შეხვედრაში ბოლომდე გვეთამაშა და ტაბლოზე არ შეგვეხედა. დღეს ასეთი დღე არ იყო და ტაბლოს შევხედეთ. ჩვენზე ბევრი კრიტიკა მოდის, სელექციას გვიწუნებენ და ერთის ნაცვლად მეორეს გვთავაზობენ. ეს ხომ ამ ბიჭების შეურაცხყოფაა. ამ გამარჯვების შემდეგ დიდი თავდაჯერება გვექნება და ამ გზაზე ძალიან გამოგვადგება.

გაწბილებული გულშემატკივრის ნახვა წაგებულ მატჩზე უარესია. მარტივი მატჩი არ იყო. ყველა ეტაპზე სცადეს, ეს შედეგი ყველა მეთოდით დაეტრიალებინათ.

აბულაძემ ეს ნდობა დაიმსახურა. მან ძალიან ბევრი იშრომა. ამდენი ხნის განმავლობაში ნაკრებში შანსს ელოდებოდე, მარტივი არაა. ჩაჩანიძეს დიდი ხანია ვაკვირდებოდით. ის არ აკმაყოფილებდა ეროვნული ნაკრების პარამეტრებს და მისი გამოძახება ამიტომაც დავაგვიანეთ. მწვრთნელებისგან ნდობა და გარკვეულწილად, რისკიც იყო, თუმცა ამის არ შეგვშინებია.

იტალიელები ემოციურები არიან. ზუსტად ვიცოდით, ტემპერატურა იმაზე მაღლა არ ამეწია, ვიდრე საჭირო იყო. ჩვენ უკეთ ვმართეთ ემოციები და შესაბამისად - თამაშიც".

მკითხველის კომენტარები / 20 /
საქართველოს გაუმარჯოს. ქართულმა გუნდურმა თავდადებამ და ფრანგული ტოპ 14 ის კლასმა ქართველი ბიჭების სახით + მაყურებელთა ქომაგობამ მოიგო ეს თამაში,შეცდომები კი ბლომად იყო,ბურთვის კარგვით ,ჯარიმების უადგილოდ აღებით,დერეფანში და მიწოლაში ბურთის კარგვით ,საბედნიეროდ იტალიელებმა ვერ იყენეს ტაქტიკური ხარვეზები ჩვენი .ქართველთ ჯიგრულ თავდადებას ვერ გაუძლეს,შეცდომას შეცდომით გვპასუხობდენ ჩვენდა საბედნიეროდ,ტიერი პირველის სხვა გუნდები ამგვარ ხარვეზებს არ გვაპატიებენ,მაღალი დონის ,მთავარი მწვრთნელი , ნაკრებს სჭირდება ჰაერივით, ანგლო-საქსი და სასურველია მსოფლიოს ჩემპიონატამდე.ქართული რაგბის სწრაფ აღმასვლას გაუმარჯოს.
ზ.მ.
11 ივლისი 2022 00:14
9
შუბლგაწყვეტილი თავად ხარ. ეს თანაში ნინიაშვილმა მოიგო. მაისაშვილი სუსტია.
ზამ-ს-ს
11 ივლისი 2022 10:40
4
რა პატრიოტიცაა წუთიერ ემოციას აყოლილი,ზ.მ.ის არამკითხე ,მშიშარა მლანძღავი,ქართულად, თაიგულის თქმის სანაცვლოდ, ბუკეტად ჩარუსულებულ წამობჟუტურებაზე ეტყობა.არც მაისაშვილს და არც არავის,ინკოგნიტოდ, გონებასუსტთა ადვოკატურა არ ესაჭიროებათ.ემოციური სიტყვიერი ბრახა ბრუხი კი საჯაროდ,ათწლობით,ასწლობით მოუსმენია ქართველ ხალხს,სხვათა მიერ დაჩოქილ,კარიერის მოყვარულ , ვითომ ქართველთაგან.რეალობა კი ფაქტი ჯიუტია და მუდმივად,დროის წინწასწრებით,ეროვნულ წინსვლას თუ ეხება დასახული მიზანი,სუსტი ძლიერს უთმობს გზას ,ამგვარადაა აწყობილი წუთისოფლად არსებული წყების არსი ერთობლივად წინსვლისა,ერთეული გამარჯვებების ჩათვლით და თუ კი გამარჯვება გვსურს,ყველაფერში და მუდმივად აღმასვლით,საქმის ამომწურავად მცოდნენია გადაუღებლად საჭირონი წინ ძლიერო საქართველოვ.
.
11 ივლისი 2022 10:36
2
ყველა გამოხმაურება
პატივისცემა გუნდს და მწვრთნელს.. გულშემატკივარიც უნდა დავფიქრდეთ და წაგებულ მატჩებზე ისეთი კომენტარები არ ვწეროთ რომ გული ვატკინოთ ბიჭებს.. მართალია არგენტინასთან დავნარცხდით მაგრამ დღეს ისეFი ემოციები მივიღე კარგახანი რომ გაგვყვება ყველას.. გილოცვთ ქართველებო და არაქართველები ყველას ვინ საქართველოს გულშემატკივრობთ..
O.k.
10 ივლისი 2022 23:59
1
საამაყო ის არის, რომ გასაკეთებელი, ქართველი მწვრთნელით გავაკეთეთ, მთავარია აწი სულ ამ გასაგიჟებელი ტემპით ვითამაშოთ. მაისაშვილი მალადეც, ბიჭებს დააჯერე ეტყობა, რომ მათ უკან საქართველოა
kaxa
10 ივლისი 2022 23:55
0
მაისაშვილო მაგარო კაცო, მაგარი ჟილკიანი კაცები გყავს, გილოცავთ
სტალინი
10 ივლისი 2022 23:49
5
გილოცავთ, ბიჭებმა აჩვენეს თავისი პროფესიონალიზმი და ბრძოლის ჟინი, კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, მაისაშვილო შენ მაინც შესაცვლელი ხარ ეს თამაში ბიჭებმა მოიგეს, ეს არის ჯანსაღი კრიტიკა
ჯაბა
10 ივლისი 2022 23:33
29
1000% გაუმარჯოს ბიჭებს!
გიორგი
11 ივლისი 2022 10:41
0

სიახლეები პოპულარული