"ბორჯღალოსნების" პრესკონფერენცია | სამოასთან ომი იქნება! - მერაბ შარიქაძე

AutoSharing Option
12 ნოემბერს სამოასთან „დინამო არენაზე“ (18 საათი) გასამართი მატჩის წინ, "ბორჯღალოსნებმა" ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართეს.

გასულ შაბათს სამოა იტალიასთან 17:49 დამარცხდა, თუმცა როგორც სამწვრთნელო შტაბი, ასევე მოთამაშეები დარწმუნებული არიან, რომ ხვალ ურთულესი თამაში იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, თუ ფიჯი ირლანდიასთან, ხოლო იტალია ავსტრალიასთან დამარცხდა, საქართველო მსოფლიო რაგბის რეიტინგში სარეკორდო მე-11 ადგილზე დაწინაურდება.

„სრულად გვაქვს გააზრებული, რომ ხვალ მარტივი თამაში არ გველოდება. იტალიასთან დიდი სხვაობით მ
არცხის შემდეგ, ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ სამოა სუსტი გუნდია, თუმცა ეს ანგარიში მათ რეალურ ძალას არ ასახავს. გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო რაგბის რეიტინგში სარეკორდო მე-11 ადგილზე გადასვლის შანსი გვაქვს. რეიტინგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, თუმცა გარკვეულ მოტივაციას ესეც გვმატებს“.

„მოკლე კვირა გვქონდა და ეს არჩევანი ჩვენ თავად გავაკეთეთ. მოსამზადებლად პირველი კვირა უფრო მნიშვნელოვანია და ურუგვაისთან თამაში კვირას ჩავნიშნეთ, სამოასთან კი შაბათს. წინა თამაშში სისტემური შეცდომები არ გვქონია. წუნი სიჩქარით იყო გამოწვეული. სამოასთან ნებისმიერი ბურთის დაკარგვა საფრთხის მატარებელი იქნება და ამაზე ვიმუშავეთ“.

„არეული თუ დალაგებული – ეს კითხვა დავუსვი ბიჭებს სამოასთან თამაშის კვირის დასაწყისში. ჩვენი უპირატესობა ხვალ იქნება სისტემური თამაში. სამოა არეულ თამაშში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. მეტოქეს შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავი ყავს და ვფიქრობ, გამარჯვების შანსები თანაბარია“ – განაცხადა "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

„სამოა ძალიან ძლიერი გუნდია და მათი მორაგბეები განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან. არაფრისგან შეუძლიათ მომენტის შექმნა და ქულების აღება. არეულ თამაშში მათ თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერი მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხონ. როგორც ლევანმა აღნიშნა, ჩვენი უპირატესობა სისტემური თამაში იქნება. იტალიასთან დიდი სხვაობით მარცხის გამო სამოას ვინმე სუსტ გუნდად თუ მიიჩნევს, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს. როგორც მოთამაშე, ხვალ უფრო რთულ თამაშს ველი, ვიდრე უელსთან. ომი იქნება! სამოა სამჯერ დავამარცხეთ, მაგრამ ეს უდიდესი შრომის ფასად დაგვიჯდა, საკუთარ თავებს ვაჯობეთ და ასე უნდა მოვიქცეთ ხვალინდელ შეხვედრაშიც,. ამაში კი მაყურებლის დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება“ – აღნიშნა გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბატონებო, უვიცები ნუ გგონივართ. არავის არ გონია სამოა სუსტი გუნდი, მაგარმ არც არეულ თამაშში არ ეუძლია "ნებისმიერი" მეტოქის დამარცხება. სამოა, კაცმა რო თქვას, საერთოდ არაა გუნდი და ეს ჩვენი უპირატესობაა. კი, კარგი მოთამაშეები ყავს, მაგარმ აბსოლუტურად შეუთამაშებელია. კუნძულელები სულ რო ერთად თამაშობენ, მაშინ უჭირთ შეთამაშება და ასე სახელდახელდ დამატებულ 7-8 კაცს მითუმეტეს. რვაჯერ ვუყურე იტალიასთან თამაშს და თუ იდიოტურ შეცდომებს არ დავუშვებთ და მოსაწყენ, უბრალო რაგბის ვითამაშებთ + ბონუსად ნინიაშვილის შემოქმედებას, უპრობლემოდ მოვიგებთ
რეზო
12 ნოემბერი 2022 02:26
1
ურუგვაისთან მატჩის ბოლოს,საკმაოდ არეული და აზარტული თამაში წავიდა და ვერ ვიტყვი,რომ ურუგვაელებმა გვაჯობეს.თუმცა ,რა თქმა უნდა ,მათი სამოელებთან შედარება,არ შეიძლება.იმედია ისეთი დროც მოვა,როცა არეული თამაშისაც არავისთან შეგვეშინდება.სამოასთან ყოველთვის უკიდურესად დაძაბული მატჩები გვქონდა და ახლაც ასე იქნება.შემადგენლობაში დიდი დანაკლისი,კიდევ უფრო გაგვიძნელებს ამოცანას,თუმცა მათი დამარცხება რომ შეგვიძლია,ამას ძველი სტატისტიკაც გვიმტკიცებს.სამოასთან თამაშში გამარჯვება,რეიტინგში,11 ადგილზე გადასვლის იმედის გვიჩენს,მაგრამ მაყურებლის დიდი დახმარების გარეშე,ეს ძალიან გაუჭირდებათ ბიჭებს.ამას ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ და ვისაც საშუალება აქვს,ნუ დავზოგავთ,საკმაოდ მსხვილ საფასურს,ბილეთში.ვფიქრობ ეს ფასიც,ერთგვარი ტესტია,უღირთ თუ არა 6 ერის ქვეყნებს,ჩვენი უფრო ახლოს მიშვება.
სოსო
11 ნოემბერი 2022 22:35
3
რა დიდიდ დანაკლისი გვაქ რო?
რეზო
12 ნოემბერი 2022 02:22
2
ექვსი ერის ქვეყნებს რა უღირთ არ ვიცი, მარა ჩვენი გულშიმატკივრების 90% რო ვერ გადაიხდის ამხელა თანხას ბილეთებში ეს ფაქტია...
mirosan
12 ნოემბერი 2022 01:55
0
ყველა გამოხმაურება
მიუხედავად ნაკრებისადმი უდიდესი პატივისცემისა, ისე ვერ თამაშობენ, როგორც ახალგაზრდები, მაგრამ ახალგაზრდებს შემდეგ რაღაც ემართებათო ვამბობთ. რა ემართებათ? ვეღარ იზრდებიან, ძლიერ კლუბებში ყველა ვერ გადადის...
ლაშა
11 ნოემბერი 2022 22:28
1
სანამ საკლუბო დონეზე არ გვათამაშებენ ჩელენჯ თასზე მაგალითად მანამდე მასე იქნება სულ ახალგაზრდების შემთხვევაში. ნუ თუ ნინიაშვილის ნაირი ვარსკვლავი არ დაიბადება...
გენო
12 ნოემბერი 2022 00:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული